ჯანმრთელი საძინებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელი საძინებელი

  • დღე-ღამეში გვეძინოს საშუალოდ 6 საათი მაინც;
  • ერთსა და იმავე დროს დავწვეთ დასაძინებლად:
  • ვივახშმოთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე, მაგრამ ნურც მეტისმეტად მშიერი დავწვებით დასაძინებლად;
  • ვეცადოთ, ძილის წინ დავისვენოთ;
  • ნუ ვიკითხავთ უშუალოდ ძილის წინ;
  • დაწოლამდე გავისეირნოთ სუფთა ჰაერზე;
  • მოვიწესრიგოთ საწოლი ოთახი ან კუთხე.

სრულფასოვანი ძილისა და დასვენებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საწოლ ოთახს. ის ბინის ყველაზე მყუდრო და მოხერხებულ ადგილას უნდა მდებარეობდეს. მნიშვნელოვანია, როგორი ავეჯი დგას საწოლ ოთახში, როგორია თავად საწოლი, რა ფერია ოთახის კედლები - მათი ფერი საოცარ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე, მის განწყობილებაზე, ამიტომ ის დამამშვიდებელი უნდა იყოს, მაგალითად, ცისფერი ან ვარდისფერი. ფსიქიკაზე გავლენას ახდენს ფარდების ფორმა და ფერიც, ამიტომ ის უნდა შეეფერებოდეს ინტერიერს და ჰარმონიულად ერწყმოდეს მას. კომფორტი და მყუდროება, ტრადიციისამებრ, რბილ ავეჯთან ასოცირდება. რასაკვირველია, ასეთი ავეჯი ლამაზია, თუმცა ჯანმრთელობა და ესთეტიკა ყოველთვის ერთსა და იმავეს როდი ნიშნავს. საწოლი ოთახის ავეჯი რბილ ქსოვილგადაკრული, მაგრამ მკვრივი უნდა იყოს - სწორედ ეს არის სრულფასოვანი დასვენების საწინდარი, განსაკუთრებით - მათთვის, ვისაც ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მათ ტორსის ფიზიოლოგიური პოზიციის შესანარჩუნებლად სწორი და შედარებით მყარი ზედაპირი სჭირდებათ. რბილი საწოლი საფრთხეს უქმნის ხერხემალს, განსაკუთრებით - ბავშვისა და მოზარდისას. რაც შეეხება ავეჯის გადასაკრავს - ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა, მტკიცე და ხარისხიანი ქსოვილია გობელენი (ჟაკარდი). იგი ფართოდ გამოიყენება როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე ინტერიერის შესაქმნელად. ლეიბი მკვრივი უნდა იყოს, საბანი - თხელი და მსუბუქი. ზედმეტად თბილი და ფუმფულა ქვეშაგები აფრთხობს ძილს და აღვიძებს სქესობრივ აღგზნებას. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მატყლისა და ბუმბულის ქვეშაგები არასასურველია მათთვის, ვინც ალერგიისკენაა მიდრეკილი. მათ სინთეტიკური მასალის ლეიბებს, ბალიშებს და საბანს ვურჩევთ. სწორად უნდა შევარჩიოთ საწოლის თეთრეულიც - ის უნდა იყოს ნაზი, ნატურალური ქსოვილისა, სასიამოვნო ფერისა და, რაც მთავარია, მოხერხებული.  ბავშვებისთვის სპეციალისტები გვირჩევენ ჭრელჭრულ, მოჩითულ, მოხატულ თეთრეულს - ის აღვიძებს ფანტაზიას, დაძაბულობის, შფოთვის შემთხვევაში ხელს უწყობს ყურადღების გადატანას, ამშვიდებს, თუ ფერთა შეხამება ნაზი და სასიამოვნოა, ჰგვრის ძილს.