ვის ეკრძალება სოლარიუმში გარუჯვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვის ეკრძალება სოლარიუმში გარუჯვა

• მათთვის, ვისაც კანის I ან II ფოტოტიპი აქვთ. ასეთი კანი ღია ფერისაა, ძნელად ირუჯება და ადვილად იწვება;

• მათთვის, ვისაც სხეულზე აქვს ბევრი ხალი და პიგმენტური ლაქა - ინსოლაცია ხალის გადაგვარების პირველი სტიმულატორია. იგი ზრდის მელანომის განვითარების რისკს;

• ქრონიკული დაავადებების გამწვავების დროს;

• მაღალი არტერიული წნევის დროს;

• გულის დაავადებათა არსებობის შემთხვევაში;

• ასთმის დროს;

• ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადების არსებობისას;

• ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში;

• შარდსასქესო დაავადებების დროს;

• მცირე ხნის წინ გადატანილი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ;

• სეზონური მწვავე ან გამწვავებული გაციებით გამოწვეული დაავადებების დროს;

• ნებისმიერი ენდოკრინული დაავადების, განსაკუთრებით - ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, დროს.

ძალზე სახიფათოა სოლარიუმით მეტისმეტი გატაცება მოზარდი გოგონებისთვისაც. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებსაც სურთ, სოლარიუმის მეშვეობით კანის ზოგიერთი პრობლემა მოაგვარონ, ხშირად საპირისპირო ეფექტს იღებენ. მაგალითად, სახეზე გამონაყარი შეიძლება მოშრეს და ძნელად შესამჩნევიც გახდეს, მაგრამ ცხიმის გამოყოფის სტიმულაციის ხარჯზე კანის ახალი ფორები გაიჭედება და ახალი გამონაყარი და კომედონები განვითარდება, შესაბამისად, მდგომარეობა შეიძლება უფრო მეტად დამძიმდეს. აქვე - ერთი მნიშვნელოვანი მითითებაც: ანტიბიოტიკები, ანტიდეპრესანტები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები და ტრანკვილიზატორები ხელოვნური მზის მოქმედებას აძლიერებს. არსებობს სხვა შეზღუდვებიც, რომლებიც დამოკიდებულია ცალკეული ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე. ამიტომ ვიდრე სოლარიუმს მიაკითხავთ, ურიგო არ იქნება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ და გამოკვლევები ჩაიტაროთ, რათა დანამდვილებით გაიგოთ, რამდენად მავნე თუ სასარგებლოა სოლარიუმი პირადად თქვენთვის.

უკუჩვენებებთან ერთად ყურადღება უნდა მიაქციოთ ტექნიკურ მხარესაც. როგორც ცნობილია, არსებობს ძვირად ღირებული და შედარებით იაფი სოლარიუმები. კარგი იქნება გაარკვიოთ, რა ახდენს გავლენას ამა თუ იმ სოლარიუმში პროცედურების ფასზე. როგორც წესი, განსხვავებას აპარატურის ღირებულება იწვევს. სოლარიუმში გამოყენებული ნათურების ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხარისხიანი ლამფები გაცილებით ძვირია, სამაგიეროდ, ბევრად უფრო უვნებელია. გარუჯვისთვის განკუთვნილი ნათურების ექსპლუატაციის ვადა 500-600 საათს არ აღემატება. სამწუხაროდ, მათ ვერ შევამოწმებთ, ამიტომ პერსონალის კეთილსინდისიერების იმედად უნდა დავრჩეთ. აუცილებლად იკითხეთ, რამდენად ხშირად ტარდება სოლარიუმის დეზინფექცია და რა საშუალებებით, თორემ შესაძლოა, ნარუჯთან ერთად კანის ინფექციაც წამოიყოლოთ.

• სოლარიუმში გარუჯვისას აუცილებლად უნდა გაიკეთოთ მზის ან სპეციალური დამცავი სათვალე, რადგან ულტრაიისფერი გამოსხივება მავნეა არა მარტო კანისთვის, არამედ თვალებისთვისაც. დახუჭვა საქმეს არ შველის, რადგან ეს სხივები კანშიც აღწევს.

• აუცილებლად დაიფარეთ ძუძუსთავები - მათი კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და შესაძლოა გაღიზიანდეს.

• აუცილებლად წაისვით სოლარიუმში გარუჯვისთვის საჭირო სპეციალური კრემი ან ლოსიონი, ოღონდ წასმამდე შეამოწმეთ, მათ შემადგენლობაში შემავალ რომელიმე კომპონენტზე ალერგია ხომ არ გაქვთ.

ერთი სიტყვით, ხმები სოლარიუმის მავნეობის თაობაზე არცთუ ისე უსაფუძვლოა, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ ექიმის რეკომენდაციებს და დაიცავთ უსაფრთხოების წესებს, ის მართლაც გაგალამაზებთ და ზამთრის უღიმღამო დღეებშიც კი შესანიშნავ განწყობას გაჩუქებთ.