ზაფხულში თბილი სითხე უნდა დალიოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხულში თბილი სითხე უნდა დალიოთ

სხეულის მასის ყოველ ერთ კილოგრამზე. წყურვილის გრძნობა მაშინ აღმოცენდება, როდესაც ადამიანის ორგანიზმი თავისი მასის 1%-ს კარგავს (სითხის აორთქლების გზით). ამგვარად, 70 კილოგრამი წონის მქონე ადამიანს მაშინ უნდება წყლის დალევა, როდესაც მისი ორგანიზმი დაახლოებით 700 მლ სითხეს დაკარგავს. პრობლემა ის გახლავთ, რომ წყურვილის მოკვლის მიზნით ადამიანი, ჩვეულებრივ, უფრო ნაკლებ წყალს სვამს, ვიდრე საჭიროა, უფრო ხშირად ერთ ჭიქას ანუ დაახლოებით 200-250 მლ-ს ერთ დალევაზე.

საბოლოო ჯამში გამოდის ის, რომ ორგანიზმი ვერ იღებს სათანადო რაოდენობის სითხეს და, შესაბამისად, ვერ ივსებს (ინაზაღაურებს) დაკარგულ მარაგს! ბევრმა არც ის იცის, რომ სითხე, რომელსაც წყურვილის მოსაკლავად ვსვამთ, თბილი უნდა იყოს! ცივი წყლის მიღება, რასაც ბევრი მიმართავს, პირიქით, ასტიმულირებს წყურვილის გრძნობას და ზაფხულის სიცხის გადატანას უფრო მეტად ამძიმებს. რაც შეეხება ცხელ სითხეებს (ჩაის, ყავას და სხვა), ისინი აძლიერებენ ოფლის გამოყოფას, შესაბამისად, ხელს უწყობენ სითბოს გაცემას და რამდენადმე ორგანიზმის გაგრილებას, თუმცა წყურვილის გრძნობა ისევ გამძაფრებული რჩება.

წყლის დღე-ღამური ნორმა ჯანმრთელი ადამიანისთვის 1,5-2,5 ლიტრს შეადგენს. ამასთან, ისეთი სასმელები, როგორიცაა ყავა, ჩაი, წვენები არ ითვლება, ანუ საუბარია არამინერალურ სუფთა წყალზე.

ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წყლის მიღების კონტროლი, რადგანაც წყალი ერთადერთი მარეგულირებელი ფაქტორია სხეულის ტემპერატურის. წყლის ნაკლებობის პირობებში (ანუ გაუწყლოვნების ფონზე) სხეულს გადახურებისა და სითბური დაკვრის საშიშროება ექმნება, რადგანაც ოფლის საშუალებით ვერ ხდება სათანადო რაოდენობის სითხის გამოყოფა, შესაბამისად, ირღვევა სითბოს გაცემისა და ორგანიზმის გაგრილების პროცესი, სხეულის ტემპერატურა იმატებს. წყლის ნაკლებობის ფონზე არაერთი ორგანოსა თუ ორგანოთა სისტემის ფუნქცია ირღვევა ორგანიზმში, მწყობრიდან გამოდის მეტაბოლური და სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესები, კანი კარგავს ტურგორსა და ელასტიკურობას, შრება და დუნდება. ამიტომაც თამამად მიირთვით წყალი. გახსოვდეთ, ის სიცოცხლის შეუცვლელი წყაროა! ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, საჭმლის მონელებას ორგანიზმში, გვიცავს მავნე რადიკალების მოქმედებისგან, აღადგენს წყალ-მარილოვან ცვლას უჯრედებში, უზრუნველყოფს ცოცხალი ორგანიზმის არსებობას, რადგან ადამიანის ორგანიზმის 80 %-ს წყალი შეადგენს.

ავტორი თინათინ გოცაძე