ყველაზე უჩვეულო სამედიცინო რეკორდების ტოპ-10 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაზე უჩვეულო სამედიცინო რეკორდების ტოპ-10

2. სხეულის ყველაზე დაბალი ტემპერატურა

სხეულის ყველაზე დაბალი ტემპერატურა 1994 წელს აღინუსხა. პატარა კანადელმა გოგონამ, კარლამ, 22-გრადუსიან ყინვაში 6 საათი გაატარა. საავადმყოფოში მიყვანისას მისი სხეულის ტემპერატურა 14,2 გრადუსი იყო. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ 24 გრადუსზე ადამიანის სხეულში შეუქცევადი ცვლილებები იწყება, თუმცა გამონაკლისები ალბათ აქაც არსებობს.

3. ყლაპვის მანია

ადამიანებში უამრავი ფსიქიკური დარღვევა გვხვდება. მაგალითად, ერთი 42 წლის ქალი აკვიატებული მდგომარეობით იტანჯებოდა და რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს ყლაპავდა. ექიმებმა მას კუჭიდან 2533 ნივთი ამოუღეს, მათ შორის - 947 ინგლისური ქინძისთავი, თავად პაციენტი კი მუცლის არეში მცირე დისკომფორტის გარდა არაფერს უჩიოდა.

4. ღეჭვის მანია

არსებობს კიდევ ერთი “საინტერესო” ფსიქიკური დარღვევა - ადამიანს საკუთარი თმის ღეჭვა უყვარს. ღეჭვისას თმის ნაწილი კუჭში ხვდება. აი, ასეთი თმის ბღუჯა, 2,35 კილოგრამი წონისა, ამოუღეს კუჭიდან ერთ-ერთ პაციენტს.

5. ინსულინის მანია

ბრიტანელმა ს. დევიდსონმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში ინსულინის 78900 ინექცია გაიკეთა.

6. ტაბლეტომანია

როცა ავადმყოფობ, გინდა თუ არა, წამლების სმა გიწევს, თუმცა არსებობენ უმიზეზოდ წამლების მყლაპავებიც. ჭვალმა გაგკრა? - გადაყლაპე აბი! ამგვარად ჩაყლაპა ზიმბაბვეს ერთ-ერთმა მოქალაქემ 21 წლის განმავლობაში 565 939 ტაბლეტი. ისე, საინტერესოა, ვინ ითვლიდა მათ რაოდენობას?!

7. ოპერაციებისკენ მიდრეკილება

ამერიკელ ჩ. იენსენს კიდევ უფრო ნაკლებად გაუმართლა - 40 წლის განმავლობაში მას 970 ოპერაცია ჩაუტარდა სიმსივნეების ამოსაკვეთად.

8. ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია

ქირურგიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ ოპერაციად საკვერცხის კისტის ამოკვეთის ოპერაცია ითვლება. ოპერაცია 96 საათი გრძელდებოდა! კისტა 140 კილოგრამს იწონიდა, პაციენტი ქალი კი ოპერაციამდე - 280 კილოგრამს.

9. გულის ყველაზე ხანგრძლივი გაჩერება

მიჩნეულია, რომ გულის ხუთწუთიანი გაჩერების შემდეგ თავის ტვინში შეუქცევადი პროცესები იწყება, სიცივეში კი კლინიკური სიკვდილის ხანგრძლივობა ოდნავ იზრდება. თუმცა ცხოვრებას არაერთხელ დაუმტკიცებია ამ აზრის მცდარობა. მას შემდეგ, რაც ერთი ნორვეგიელი მეთევზე ბორტს მიღმა, ცივ წყალში აღმოჩნდა, მისი სხეულის ტემპერატურა 24 გრადუსამდე დაეცა და 4 საათით გაუჩერდა გული, თუმცა ექიმებმა არა მარტო გული აუმუშავეს, არამედ სავსებით გამოჯანსაღებულიც გაუშვეს საავადმყოფოდან.

10. გულის ყველაზე მეტი გაჩერება

ავტომრბოლელ (ფორმულა 1) დევიდ პერლის გული 6-ჯერ გაუჩერდა. 1977 წელს დაჯახების თავიდან ასაცილებლად მან მკვეთრად დაამუხრუჭა და 66 სანტიმეტრზე მანქანის სიჩქარე 173კმ/სთ-იდან ნულამდე დაიყვანა. ზეზღურბლოვანი გადაძაბვის (179,8 გ) გამო, გულის გაჩერების გარდა, მან 3 ამოვარდნილობა და 29 მოტეხილობა მიიღო. ეს ავარია გინესის რეკორდების წიგნშიცაა შეტანილი, როგორც ყველაზე დიდი გადაძაბვის შემთხვევა, რომლის დროსაც ადამიანი გადარჩა.