ზაფხულის საფრთხეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხულის საფრთხეები

სითბური დაკვრა მაღალ ტემპერატურაზე ორგანიზმის დიდხანს ყოფნისა და გადახურების შედეგია. იგი განსაკუთრებით ბავშვებს ემუქრებათ, რადგანაც მათი თერმოსარეგულაციო მექანიზმები ბოლომდე განვითარებული და სრულყოფილი არ არის. ჰაერის მაღალი ტენიანობა ზრდის სითბური დაკვრის განვითარების ალბათობას, ამიტომ ცხელ დღეებში აუცილებელია, პატარებს ბუნებრივი ქსოვილის სამოსი ეცვათ. სითბური დაკვრის თავიდან ასაცილებლად ადამიანმა უნდა მიიღოს ჩვეულებრივზე მეტი სითხე.  ნოყიერი კვება უმჯობესია საღამოს საათებში, სასურველია, შეიზღუდოს ცხიმიანი და ცილებით მდიდარი საკვები და ის ახალი ხილითა და ბოსტნეულით შეიცვალოს.

მზის დაკვრა

მზის დაკვრა მზის გულზე დიდხანს ყოფნისას ვითარდება. ადრეულ ასაკში გადატანილმა მზის დაკვრამ შესაძლოა მთელი სიცოცხლის განმავლობაში იჩინოს თავი. მას შეუძლია, პროვოცირება გაუწიოს მხედველობის დარღვევებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებაში გამშვები მექანიზმის როლიც კი შეასრულოს. მზის დაკვრა, სითბურის მსგავსად, საგრძნობლად ასუსტებს იმუნიტეტს. განსაკუთრებით დიდია მზის დაკვრის ალბათობა თავშიშველი სიარულისას, ღრუბლიან ამინდშიც კი. ამიტომაც გვირჩევენ სპეციალისტები, მზის მაღალი აქტივობის პერიოდში ბავშვი  უქუდოდ შინიდან არ გავიყვანოთ. რისკი იმატებს, როდესაც პატარა თავშიშველი ჭყუმპალაობს წყალში, ამიტომ თავი ნებისმიერ პირობებში უნდა დავიცვათ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან.

მზის დამწვრობა

მზისგან მიღებული დამწვრობა არც ისე უვნებელია, როგორც ბევრს ჰგონია. იგი არა მხოლოდ კანის ნაადრევ დაბერებასა და ფიტოდერმატიტს (მზის სხივებისადმი ალერგიას), არამედ მხედველობის დაქვეითებას და ზოგიერთ ონკოლოგიურ დაავადებასაც იწვევს. მისგან თავის დასაცავად აუცილებელია, შევზღუდოთ მზის გულზე ყოფნის ხანგრძლივობა. ულტრაიისფერი სხივების აბაზანა უმჯობესია მივიღოთ ჩრდილში. ნუ გეგონებათ, რომ მსუბუქი ღრუბლიანობა  რისკს ამცირებს - ულტრაიისფერი სხივების 80% ღრუბლებიდანაც კი აღწევს ტანსაცმელში. ასე რომ, მზისგან დამცავი საცხი რეგულარულად უნდა გამოვიყენოთ და არა მხოლოდ გარუჯვის დროს.

ჟანგბადოვანი შიმშილი

ზაფხულში ტემპერატურის მატება იწვევს ჟანგბადის დეფიციტს, რაზეც ყველაზე მწვავედ და მტკივნეულად რეაგირებს ნერვული სისტემა. სწორედ ჟანგბადოვანი შიმშილი წარმოადგენს ზაფხულში განვითარებული ალერგიული რექციებისა და კანის ზიგიერთი დაავადების მიზეზს, ხანგრძლივ დეფიციტს კი ისეთი დაავადებების პროვოცირებაც შეუძლია, როგორებიცაა ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა და გულის უკმარისობაც კი. აუცილებელია, დღეში 3-4 საათი მანც გაატაროთ სუფთა ჰაერზე. განსაკუთრებით ერიდეთ თამბაქოს კვამლით სავსე და მტვრიან შენობებს, კარგი იქნება, თუ შინ კონდიციონერს, იონიზატორს ან ჰაერის გამწმენდს დაამონტაჟებთ. ძილის წინ ყოველთვის გაანიავეთ ოთახი. ჟანგბადოვანი შიმშილი შესაძლოა განვითარდეს ცხვირით სუნთქვის გაძნელების პირობებშიც, ამიტომ დროულად იზრუნეთ ამ პრობლემის მოგვარებაზე.

ორგანიზმის გაუწყლოება

გაძლიერებული ოფლდენისა და სითხის დეფიციტის პირობებში მოსალოდნელია ორგანიზმის გაუწყლოება, რომლის დროსაც ირღვევა მინერალების თანაფარდობა, სისხლი სქელდება, მისი ტრანსპორტირება რთულდება, რასაც ორგანიზმის ნებისმიერი სისტემა მწყობრიდან გამოჰყავს. ყველაზე მეტად ეს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობაზე აისახება. სიცხეში აუცილებელია სითხით ორგანიზმის გაძლიერებული შევსება. სითხის მარაგი უმჯობესია შეავსოთ დილა-საღამოს, შუადღისას ამისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ. ერიდეთ ჩაის, ყავას, კაკაოს, გაზიან სასმელებს. უპირატესობა მიანიჭეთ მინერალურ წყალს, კენკრის წვენებს და ზოგიერთი მცენარის ნაყენს.

ცხვირიდან სისხლდენა

ცხვირიდან რეგულარულმა სისხლდენამ, სისხლის დანაკარგთან ერთად, შესაძლოა სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი პათოლოგიაც გამოიწვიოს. ზაფხულში ცხვირიდან სისხლდენის ძირითადი მიზეზი გადაღლა, ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე და არტერიული წნევის მატებაა. აუცილებელია, ვაკონტროლოთ დღის რეჟიმი, რათა თავიდან ავიცილოთ გადაღლა. ცხელ ამინდში ცხვირიდან სისხლდენისკენ მიდრეკილმა პირებმა უმჯობესია თავი არიდონ ცხელი საკვების მიღებას, ლორწოვანი გარსი კი შეგიძლიათ საბავშვო კრემით დაირბილოთ.

კვებითი მოწამვლა

ზაფხულობით ბევრი მართავს პიკნიკს ბუნების წიაღში, რაც ხშირად კოლექტიური მოწამვლით სრულდება.  საგზლად წაღებული საკვები დანიშნულების ადგილამდე სათანადოდ ვერ ინახება. მაღალი ტემპერატურის გამო მათში სწრაფად მრავლდება კვებითი ინტოქსიკაციის გამომწვევი მიკროორგანიზმები, ამიტომ გირჩევთ, ექსკურსიისა და პიკნიკისთვის მომზადებისას ხორციანი საკვების სათანადოდ შენახვაზე იზრუნოთ.

მხედველობის დაზიანება

ულტრაიისფერი გამოსხივება თვალის დამაზიანებელი სერიოზული ფაქტორია. თუ მზეზე ყოფნა გიწევთ, აუცილებლად გაიკეთეთ მზის სათვალე, რომელსაც ულტრაიისფერი სპექტრის გაფილტვრის უნარი შესწევს. ამისთვის ყველა დაბურული მინა როდი გამოდგება. დარწმუნებული უნდა ბრძანდებოდეთ, რომ თქვენი სათვალე 100%-ით აკავებს ულტრაიისფერ სხივებს.