თუ სამსახური სასჯელად იქცა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ სამსახური სასჯელად იქცა

დაუყოვნებლივ იმოქმედეთ – დაეხმარეთ ტვინს!

ჩვენს შრომის უნარს ტვინი განაგებს, რომლის პოტენციალიც უშუალოდ არის დამოკიდებული დღის განმავლობაში მიღებულ საკვებზე. გთავაზობთ მენიუს, რომელიც იმ პრობლემათა მოგვარებაში დაგეხმარებათ, რომლებიც გონებრივი თუ ფიზიკური გადაღლილობის გამო იჩენს თავს. ტვინისთვის აუცილებელია: გლუკოზა, რკინა, C, B2 და B12 ვიტამინები, ლეციტინი, კალციუმი, მაგნიუმი და კალიუმი.

რკინა - რკინა ყურადღების კონცენტრაციასა და ემოციური წონასწორობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მის მისაღებად მიირთვით მწიფე ბროწეული, მწვანე ვაშლი, რკინით გამდიდრებული შავი პური, შავი ქლიავი, ალუბალი და გარგარი. მეხსიერებას გაგიუმჯობესებთ სტაფილო, ანანასი და ავოკადო. მიირთვით ზეითუნის ზეთით შეზავებული სტაფილოს სალათა (სტაფილოში არსებული კაროტინი გაცილებით უკეთ აითვისება ცხიმთან ერთად) ან ანანასის კომპოტი და დარწმუნდებით, რომ განცდილი სიამოვნებისათვის ტვინი ვალში არ დაგრჩებათ.

გლუკოზა - გლუკოზა ადამიანის ნერვული უჯრედებისთვის - ნეირონებისთვის - ენერგიის ერთადერთი წყაროა და, ამასთან, ტვინს მეტად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღებაშიც ეხმარება. რაფინირებული ნახშირწყლებიდან (ნამცხვრები, თეთრი პური, კანფეტები) მიღებული გლუკოზა სისხლში სწრაფად ხვდება, მაგრამ შაქრის კონცენტრაცია ასევე სწრაფად იკლებს, სამაგიეროდ, “ტკბილი” კალორიები დიდი ხნით იდებენ ბინას ჩვენს წელსა და თეძოებზე. ასე რომ, ორგანიზმის გლუკოზით შევსებისას უმჯობესია, უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულში არსებულ პოლისაქარიდებს მიანიჭოთ.

ქოლინი - ყურადღების კონცენტრირებასა და მობილიზებაში ქოლინი დაგეხმარებათ. იგი ცხიმისმაგვარი ნივთიერებაა, ლეციტინის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს ტვინის სხვადასხვა ნაწილს შორის მჭიდრო და დროულ ურთიერთკავშირს. ქოლინის უხვი ბუნებრივი შემცველობით გამოირჩევა: კვერცხის გული, საქონლისა და ღორის ღვიძლი, თირკმელები, აფთიაქში კი შეგიძლიათ ლეციტინის შემცველი ვიტამინების კომპლექსი შეიძინოთ.

ვიტამინები - ორგანიზმის მობილიზებასა და მართებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში დიდ როლს ასრულებს C ვიტამინიც. ის შეუდარებელია ტვინის სისხლძარღვთა ტონიზირებისთვის. ერთი გრეიპფრუტი ან ორი ფორთოხალი მთელი დღით გაგიუმჯობესებთ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას. ახალი ინფორმაციის აღქმაში გვეხმარება B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებიც, ამიტომ არ გაწყენდათ მოლუსკებისა და კიბორჩხალას სალათა, თხილი და კაკალი.