ყინულის სქელ ფენაში გაყინული თევზი არ შეიძინოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყინულის სქელ ფენაში გაყინული თევზი არ შეიძინოთ

. ზოგჯერ, უკეთ რომ შეინახოს, გაყინვისას თევზს წყლით ან სპირტიანი წყალხსნარით მოსარკლავენ. ამ დროს გაყინულ თევზს გადაეკვრება ყინულის თხელი ფენა, რომელიც მას გაფუჭებისა და დაზიანებისგან იცავს. ზოგიერთი ჯიშის თევზი, მაგალითად, ორაგული, მხოლოდ მოჭიქული სახით იწარმოება. გაყინული თევზი იფუთება კასრებში ან ცელოფანგამოკრულ მუყაოს ყუთებში, გადაზიდვა ხდება -18 გრადუსზე, 98% ფარდობითი ტენიანობის პირობებში, სპეციალური მანქანებით, მატარებლით ან ვაგონ-საყინულეებით. ასეთ პირობებში გაყინული თევზი 4-10 თვე ინახება. ერთხელ გამლღვალი და ხელახლა გაყინული თევზი მალე ფუჭდება, ამიტომ თევზი უნდა შეიძინოთ გაყინული და არა გამლღვალი, თუმცა ამ მდგომარეობაში თევზის სისაღის გარკვევა ძნელია. ერთადერთი, რასაც გაყინული თევზის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, ყინულის ფენის სისქეა. თუ ყინული სქელია, ეს ნიშნავს, რომ თევზი არასათანადო პირობებში ინახებოდა, რის გამოც რამდენჯერმე გალღვა და ხელახლა გაიყინა ანუ დიდია ალბათობა, რომ თევზი გაფუჭებული იყოს. ნუ შეიძენთ ასეთ თევზს! სამწუხაროდ, გაყინული თევზის სისაღის საბოლოოდ გარკვევა მხოლოდ მისი გალღობის შემდეგ არის შესაძლებელი. თუ აღმოაჩენთ, რომ გამლღვალ თევზს აქვს მჟავე, ლპობის ან სხვა არადამახასიათებელი სუნი (გოგირდწყალბადისა, ნავთობპროდუქტებისა), ნუ მოამზადებთ მისგან კერძს! გაფუჭებული თევზით მოწამვლა ძალზე საშიშია და შესაძლოა ღვიძლის ან თირკმელების სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.

იხილეთ აგრეთვე სტატია "როგორ ავირჩიოთ თევზი"