ჯანსაღი ცხოვრების სურვილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანსაღი ცხოვრების სურვილი

1 . არ დააგვიანოთ!

ყველაზე მძიმე დაავადებებიც კი იკურნება, თუ დროულად მივუსწრებთ. არსებობს ასაკობრივი საზღვრები, რომელთა შემდეგაც მაღალია განსაზღვრულ დაავადებათა განვითარების რისკი. მაგალითად, ქალებმა 35 წლიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ სათუთ ორგანოს, როგორიცაა მკერდი და წელიწადში ორჯერ გაიარონ კონსულტაცია მამოლოგთან.

2. ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია

როცა თავი გტკივათ, არც საყვარელი ადამიანის ზარი გახარებთ, მეგობართან შეხვედრაც მძიმე ტვირთად გეჩვენებათ, უფროსის რეპლიკებსაც ისე აღიქვამთ, როგორც ჩაქუჩის დარტყმას... დადასტურებულია: მხოლოდ ფიზიკური კომფორტის მდგომარეობაში შეუძლია ადამიანს მიიღოს ცხოვრებისგან ნამდვილი სიამოვნება.

3. ყველაფერი საუკეთესო - ბავშვებს!

იმისთვის, რომ ჯანმრთელი ბავშვი გააჩინოთ, აუცილებელია, გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს. არასოდეს დაჯდეთ ცივ ზედაპირზე, არ მოწიოთ, არ დალიოთ ზომაზე მეტი. არც ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა დაივიწყოთ - ძლიერი ნერვები მშობლის მთავარი იარაღია.

4. მშობლიური კერა

თუ გსურთ, მშობლიურ სახლში მუდამ სიმშვიდე და სიხარული იყოს, მშობლები კარგად და უშფოთველად გრძნობდნენ თავს - თქვენ უნდა იყოთ კარგად. წარმოიდგინეთ, როგორ განიცდიან ისინი, როგორ ღელავენ, როცა თქვენ ავადმყოფობთ! გსურთ, უკეთ იზრუნოთ მშობლებზე? - იყავით მუდამ კარგ ფორმაში!

5. სიბერე სიხარულია

საიდან ისურვებდით სამყაროს თვალიერებას პენსიაზე გასვლის შემდეგ - სამზარეულოს დამტვერილი ფანჯრიდან თუ ავიალაინერის ილუმინატორიდან? სიბერეში ავადმყოფობას მხოლოდ ის დააღწევს თავს, ვინც ახალგაზრდობიდანვე ზრუნავდა საკუთარ თავზე. 80 წლის ასაკში ისე გამოიყურებოდეს, როგორც 60 წლისა, ხელეწიფება მხოლოდ მას, ვინც 40 წლისა თავს ისე გრძნობდა, როგორც 30 წლის ასაკში.

6. ჯანმრთელობა - მოდურია

იყო ჯანმრთელი - მოდურია, პრეზენტაბელური და რესპექტაბელური. ტყუილად როდი ფრთხილობენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, მათი ავადმყოფობის შესახებ ვინმემ არ გაიგოს. როცა კარგ ფორმაში ხარ, ყველაფერი გამოგდის!

7. სილამაზე - ძალაა

ფრანგ ქალებს მიაჩნიათ, რომ სუფთა თმა - კარგი ვარცხნილობაა. ჯანმრთელ კანს არ სჭირება კოსმეტიკის სქელი ფენა, ხოლო კარგი აღნაგობის სხეულს - შემავიწროებელი ქამარი. თუ ჯანმრთელი ხარ, ეს ნიშნავს, რომ ლამაზიც ხარ!

8. შეხვედრის ადგილი

წინათ ქალები და მამაკაცები ერთმანეთს მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში ეცნობოდნენ. ახლა ეს სპორტკლუბებში ხდება, რადგან, თუ სპორტს არ სწყალობ, ახალგაზრდა კაცის გულის მოგება არც ისე იოლია!

9. გადარჩება ძლიერი

გახსოვთ დარვინის თეორია ბუნებრივი გადარჩევის შესახებ? მის სასარგებლოდ მეტყველ ფაქტებს ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. მუდამ მწყობრში რომ ვიყოთ, უნდა ვიყოთ ჯანმრთელი!

10 . ცხოვრება მშვენიერია!

რა საწყენია, როცა ავად ვხდებით ახალ წელს! საერთოდ, ავადმყოფობა ყველაზე შეუფერებელ მომენტში გვჯაბნის. იმისთვის, რომ არ გამოვტოვოთ ცხოვრების არც ერთი მშვენიერი წუთი, მოიშუშეთ ძველი ჭრილობები და - ნაბიჯით იარ სასიხარულო მოვლენების შესახვედრად!