ვებრძვით ინსომნიას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვებრძვით ინსომნიას

სრული უძილობა არ არსებობს: ადამიანი სრულიად უძილოდ 11 დღე თუ იცოცხლებს, - ამიტომ თანამედროვე მეცნიერება გაურბის ტერმინ “უძილობის” გამოყენებას და უპირატესობას ანიჭებს “ინსომნიას”. თუ თქვენ უმიზეზოდ გეღვიძებათ ღამის განმავლობაში სამ ჯერზე მეტად და დიდხანს ვერ იძინებთ, ე.ი. დროა, მიხედოთ თავს. თანამედროვე მედიცინა იცნობს ძილის დარღვევის 88 მიზეზს. ზოგი დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს, ზოგი დროთა განმავლობაში თავისთავად გაივლის, ხოლო ზოგიერთი სიცოცხლისთვის საშიშიც კია. უმეტესად ცუდი ძილის მიზეზი სტრესია. ცხოვრების დაძაბულ რიტმს, უამრავ უსიამოვნო სიტუაციას და დაღლილობას თანდათან ძილის დარღვევამდე მივყავართ. ის კი, თავის მხრივ, შეიძლება გართულდეს სხვადასხვა დაავადებით - დეპრესიით, ქრონიკული დაღლილობით, ნევროზით და ა.შ. შევეცდებით გასწავლოთ, როგორ დაიბრუნოთ ძილი.

გავითავისოთ ფიზიკური კულტურა

ძილს ისე არაფერი უწყობს ხელს, როგორც ვარჯიში დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. კარგია დღის განმავლობაში ველოსიპედით სიარული ან ციგურებით სრიალი. კიდევ უკეთესია ფიტნესი ან ცურვა. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, სახლში მაინც ივარჯიშეთ მუსიკის თანხლებით.

ისწავლეთ მოდუნება

ექიმები არ გვირჩევენ მარცხენა გვერდზე - გულის მხარეს წოლას. არც მუცელზე წოლაა სასურველი - ასეთ მდგომარეობაში იძაბება შინაგანი ორგანოები, რაც უძილობას იწვევს. ზურგზე წოლაც მავნებელია - ამ მდგომარეობაში ნაღვლის წვენი კუჭში გადაედინება და მის ლორწოვან გარსს აღიზიანებს. იდეალურია მარჯვენა გვერდზე, თავქვეშ მარცხენახელამოდებული (მარჯვენა ხელი ოდნავ წინ უნდა გასწიოთ) ძილი. არ ღირს მთელი დღე სამსახურებრივ თუ ოჯახურ უსიამოვნებებზე ფიქრი. როცა რაიმე მოუგვარებელ პრობლემაზე დიდხანს, დაძაბული ფიქრობ, შესაძლოა, მართლაც დაგესიზმროს მისი მოგვარების გზა, როგორც მენდელეევს - ქიმიურ ელემენტთა ტაბულა, მაგრამ უფრო სავარაუდოა, მოსვენება დაკარგო და ძილი გაგიტყდეს. ისწავლეთ არასასიამოვნო ფიქრებისგან თავის დაღწევა. ამაში დაგეხმარებათ კარგი მუსიკა, ფილმი, სპექტაკლი, წიგნი, სტუმრად წასვლა ან სტუმრების მიღება და სხვა.

შეიცვალეთ საწოლი

თქვენი მშფოთვარე ძილი შესაძლოა საწოლის ბრალი იყოს. დაუკვირდით: იქნებ ის მეტისმეტად მაგარია, ან საბანია ცხელი, ან ბალიში არაფრად ვარგა?! გახსოვდეთ, რომ იდეალური ლეიბი უნდა იყოს ჰაერგამტარი და თერმოსტაბილური, რათა უზრუნველყოს კანის ნორმალური სუნთქვა და მუდმივი ტემპერატურა; არ ისრუტავდეს სუნს; დამზადებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, არ გამოყოფდეს ქიმიურ ნივთიერებებს, მტვერს და ალერგენებს. საწოლის თეთრეულიც ლამაზი და, რაც მთავარია, ნატურალური მასალისგან უნდა იყოს შეკერილი.


ეწვიეთ ექიმს

აუცილებელია ქრონიკული დაავადებების მკურნალობა. გულძმარვა, უნებლიე მოძრაობები, ხვრინვა, ტკივილი ძილს აბრკოლებს. ინსომნია თავისთავადი დაავადება არ არის - ჩვეულებრივ, ის რომელიმე სნეულების შედეგია. სხვათა შორის, სტრესსაც შეუძლია ძილს ხელი შეუშალოს - როგორც უშუალოდ, ასევე შინაგანი ორგანოების მუშაობის დარღვევით, რასაც უძილობამდე მივყავართ.

გაანათეთ ძილი

ინსომნიის მკურნალობის ახალი და ეფექტური მეთოდია სინათლით მკურნალობა: ადამიანი სპეციალური ლამპით იღებს განსაზღვრული ხანგრძლივობის “სინათლის აბაზანებს”, რაც ხელს უწყობს უკეთეს ძილს, მაგრამ ეს ახალი მეთოდია და ჯერ კარგად არ აქვს ფეხი მოკიდებული.

მოუარეთ საწოლ ოთახს

შესაძლოა, თქვენს უძილობაში დამნაშავე იყოს ზედმეტად მშრალი ჰაერი. ძილის წინ ოთახის განიავება და ხშირი დასუფთავება ატმოსფეროს გააუმჯობესებს, ხოლო აკვარიუმში კომპრესორის (ჟანგბადის მიმწოდებლის) ჟღურტული მუსიკაზე არანაკლებ დაგამშვიდებთ. რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ საწოლ ოთახში ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 16-18 გრადუსს.

მოუარეთ თავს

დაწოლამდე მიიღეთ აბაზანა დამამშვიდებელი მცენარეების: შავბალახას, კატაბალახას, ანგელოზას - ნაყენით. სადღეისოდ უძილობასთან ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად აღიარებულია ფიტოთერაპია. გახსოვდეთ, რომ ძილის წინ შხაპის მიღება უძილობას იწვევს. ძილის წინ დაიზილეთ ხელის მტევნები და ტერფები, საფუძვლიანად დაივარცხნეთ თმა - ეს დაგამშვიდებთ. კარგი ძილი არა მარტო ჯანმრთელობის, არამედ სილამაზის საწინდარიცაა, მაგრამ დილით კარგად რომ გამოიყურებოდეთ, 8-9 საათის საწოლში გატარება არ არის საკმარისი, აუცილებელია შემდეგი წესების დაცვაც:

  • უნდა ივახშმოთ დაძინებამდე 2 საათით ადრე მაინც, თანაც მსუბუქად.
  • დილით სახეშეშუპებულმა რომ არ გაიღვიძოთ, ღამით არ დალიოთ ბევრი სითხე.
  • დაწოლამდე აუცილებლად გაიწმინდეთ სახე სპეციალური ლოსიონითა და რძით, მერე კი ღამის კრემი წაისვით.

რას უნდა ვერიდოთ

  • საძილე წამლებს. ყველა საძილე საშუალება მიჩვევას იწვევს, ასე რომ, დროთა განმავლობაში დოზის მომატება დაგჭირდებათ. თანაც საძილეები ებრძვიან უძილობას და არა მის მიზეზს. დაბოლოს, მათი მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია.
  • ალკოჰოლს. მან შესაძლოა ძილი მოგგვაროთ, მაგრამ ღრმა ძილს ვერ მიეცემით და ღამით ბევრჯერ გაგეღვიძებათ. ამასთან, ალკოჰოლი მადას აღვიძებს, სავსე კუჭით დაწოლა კი მავნებელია: ნოყიერი საკვები საჭმლის მომნელებელ სისტემას ზედმეტ მუშაობას აიძულებს, რაც უძილობას იწვევს.
  • ჩაის. ტანინი მატონიზებელი ეფექტით კოფეინს არ ჩამოუვარდება. ძილის წინ უფრო მარგებელია ფინჯანი თბილი თაფლიანი რძე.