როგორ მოვაწესრიგოთ საჭირო ნივთები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვაწესრიგოთ საჭირო ნივთები

მრავალსართულიანი ყუთი

დაახარისხეთ ნივთები სეზონების მიხედვით და რაც ზედმეტია, ცალკე გადააწყვეთ. ასევე ცალ-ცალკე დააწყვეთ ძვირფასი ლითონის ბეჭდები, ყელსაბამები, საყურეები, მძივები, სამაჯურები. გამოთვალეთ, რამდენ ადგილს დაიკავებს თითოეული ჯგუფი, მერე კი სათავსი შეარჩიეთ. აქ ორი მიდგომა არსებობს:

1. თუ წესრიგი გიყვართ, გამოგადგებათ მრავალსართულიანი ყუთი, სადაც თითოეულ ჯგუფს თავისი განყოფილება ექნება, რათა ძვირფასი ლითონები და ქვები სხვა მეტალებს არ შეეხოს. საჭიროების შემთხვევაში არც ამ ყუთის თან წაღება გაგიჭირდებათ.

2. თუ არ გცალიათ იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე გადაალაგ-გადმოალაგოთ თქვენი მორთულობა, შენახვის პრინციპულად სხვაგვარი სისტემა დაგჭირდებათ. ყველაზე იოლი გზაა, საღამოობით ყველაფერი მინის ლარნაკში ჩაყაროთ. მასში საჭირო ნივთებსაც იოლად მიაგნებთ - ჭურჭელი ხომ მინისაა! აიღეთ, მაგალითად, კუბის ფორმის კუთხეებჩამოთლილი ლარნაკი, რომლის შიგნითა ნაწილი მრგვალია. მინა შეიძლება ფერადიც იყოს, ოღონდ არა მეტისმეტად მუქი და აუცილებლად გამჭვირვალე, რათა სასურველი ნივთის პოვნა გაგიადვილდეთ.

ჯადოსნური ხელი

გამოჭერით მუყაოსგან „ხელი“, რომელზეც ბეჭდებს, სამაჯურებს, საყურეებს წამოაცვამთ. იდეის სიმარტივესთან ერთად ვარიანტი მრავლადაა: შეიძლება გამოჭრათ იმდენი თითი, რამდენიც მოგესურვებათ, ხელს ლამაზი სურათები მიაწებოთ ან თქვენს საყვარელ ფერად შეღებოთ. ვარიანტი ზარმაცებისთვის: შეარჩიეთ ტოტი, რომელსაც მრავლად აქვს ყლორტები. მასზე ბეჭდებისთვისაც მოიძებნება ადგილი, სამაჯურებისა და მძივებისთვისაც. ტოტი შეიძლება შეღებოთ ბრჭყვიალა საღებავით ან ფერადი ზოლებით მოხატოთ.

სხვა აქსესუარები

ყელსახვევები მოდური სიმფონიის მნიშვნელოვანი ნოტებია. როგორ შევინახოთ ისინი, რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდნენ? ყველაზე მარტივი ხერხია მათი გადაკიდება დიდი საკიდების ჰორიზონტალურ ხარიხაზე. ერთ საკიდზე 3-5 ცალზე მეტს ნუ დაკიდებთ, რადგან ამაზე მეტი კარგად არ გამოჩნდება. თუ დიდი კოლექცია გაქვთ, გაანაწილეთ ისინი რამდენიმე საკიდზე. შესანიშნავი გადაწყვეტაა დიდი რგოლები, რომლებიც დამაგრებულია კრონშტეინზე (ირიბი ბჯენი კედელზე ან სვეტზე). ნათელი, მკვეთრი, ლამაზი ფერის ყელსახვევებით შეიძლება კედელზე ულამაზესი კომპოზიციები შევქმნათ. თავად საკიდი შეიძლება შეიღებოს, მოიხატოს, ლენტებით მოირთოს.

მოდური ინსტრუმენტები

იგივე იდეა, ოღონდ მინიმალისტურ სტილში: შეაერთეთ მონიკელებული მილები მეტალის მავთულით. ვარიანტი უამრავია, თქვენ მხოლოდ ფანტაზია და მარჯვე ხელები მოგეთხოვებათ. ისღა დაგვრჩენია, მოდური აქსესუარების შესანახ ადგილებში სისუფთავე დავიცვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ძალისხმევა ფუჭად ჩაივლის. აი, უკვე ყველაფერი რიგზეა, ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი და, რაც მთავარია, ადვილად მისაგნებ ადგილას დევს თუ კიდია. ახლა თუ სადმე წასვლა დააპირეთ, თვალის დახამხამებაში იპოვით სასურველ და სიტუაციისთვის შესაფერის ყელსახვევს თუ სამკაულს. ნუ დაგავიწყდებათ: დაწოლის წინ აუცილებლად მოიხსენით ყველა აქსესუარი - ამით ძვირფას ლითონებსა და ქვებს დიდხანს შეუნარჩუნებთ მიმზიდველობას. რაც შეეხება ოქროს, ვერცხლისა და პლატინის სამკაულებს, ისინი აუცილებლად ერთმანეთისგან განცალკევებით მოათავსეთ.