ძილის რეჟიმი და ჯანმრთელობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძილის რეჟიმი და ჯანმრთელობა

სისტემატურად გამოუძინებელი ადამიანები, წესისამებრ, უჩივიან დაღლილობას, ყურადღების დეფიციტს, გაფანტულობას, გაღიზიანებადობას, დეპრესიას, იმუნიტეტის დაქვეითებას. ძილის დეფიციტი და მის შედეგად ორგანიზმში მიმდინარე ძვრები ხელსაყრელ ფონს ქმნის ისეთი დაავადებების აღმოცენება-განვითარებისთვის, როგორებიცაა ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, პოდაგრა, კუჭის პათოლოგიები, ნერვული სისტემის გამოფიტვა-განლევა, გაციება და სხვა. საკმარისია, ადამიანმა კარგად გამოიძინოს, რომ ძალთა მოზღვავებას, სიჯანსაღეს გრძნობს, გუნება-განწყობილებაც უმაღლდება, შრომის უნარიც ემატება. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად ყველაფერი პირიქითაა - ადამიანს უჭირს ჩაძინება, ღამით ხშირად ეღვიძება, დილით კი დაღლილი და მოთენთილი დგება. როდესაც ადამიანი სწრაფად იძინებს და მთელი ღამე ღრმად სძინავს, დილით მხნედ და ხალისიანად გრძნობს თავს. ასეთ დროს ძილს ჯანსაღსა და სრულფასოვანს უწოდებენ. მართალია, ძილი, ღვიძილის მსგავსად, აქტიური ფიზიოლოგიური პროცესია, მაგრამ ძილის დროს თავის ტვინის თითქმის მთელი ქერქი შეკავების მდგომარეობაშია, ტვინის ქსოვილი თავისუფლდება დღის განმავლობაში დაგროვილი ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებისგან და აღიდგენს ცხოველმყოფელობას. ნორმალური ძილის ხანგრძლივობა ასეთია:

  • ბავშვებისა და მოზარდებისთვის აუცილებელია 9-11-საათიანი ძილი;
  • 20-დან 50 წლამდე ადამიანს არანაკლებ 8 საათი უნდა ეძინოს;
  • ამაზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის კი 6-7-საათიანი ძილიც ნორმალურია.

ძილის რეჟიმი

თითოეულ ადამიანს ძილის ინდივიდუალური რეჟიმი აქვს, ამიტომ თქვენთვის შესაფერისი რეჟიმი თავად უნდა შეიმუშაოთ - დააკვირდეთ, საღამოს 9 საათის შემდეგ ყველაზე მეტად როდის გერევათ ძილი და იმ დროს დაიძინოთ. მთავარია, ერთსა და იმავე დროს გაიღვიძოთ და დაიძინოთ, რათა რეფლექსი გამოგიმუშავდეთ. ძილისთვის რეკომენდებული, ოპტიმალური პერიოდია დრო ღამის 22-23 საათიდან დილის 6-7 საათამდე. თუ მიზეზთა გამო რომელიმე დღეს ამ რეჟიმის დაცვას ვერ მოახერხებთ, ეცადეთ, მოგვიანებით აუცილებლად დაუბრუნდეთ მას. ძილის წინ არ არის სასურველი დიდი რაოდენობით სითხისა და საკვების მიღება. სავსე კუჭი ხელს უშლის სრულფასოვან ძილის. ძილის წინ ასევე არ შეიძლება დაძაბული გონებრივი მუშაობა, ძლიერი მხედველობითი და სმენითი გაღიზიანება (იგულისხმება კომპიუტერთან მუშაობა, ხმამაღალი და დამძაბველი, აღმგზნები მუსიკის მოსმენა). ყველაზე კარგია ძილის წინ სუფთა ჰაერზე გასეირნება. საწოლი ოთახიც აუცილებლად უნდა განიავდეს. ურიგო არ იქნება, თუ დამამშვიდებელ, სასიამოვნო მუსიკას მოუსმენთ ან საყვარელ ადამიანებს პოზიტიურ საკითხებზე გაესაუბრებით. ამის შემდეგ აუცილებლად ტკბილად დაგეძინებათ!

მნიშვნელოვანი საკითხები

  • ასაკოვან ადამიანებს ხშირად გამთენიის ხანს, 4-5 საათზე ეღვიძებათ, თანაც დასვენებულად და გამოძინებულად გრძნობენ თავს. სამაგიეროდ, შუადღისას, ნასადილევს, საოცარი დაღლილობა და მოდუნება ეუფლებათ, ძილი ერევათ. თურმე ასეთ დროს დაძინება აუცილებელია. ძილთან ბრძოლა არ შეიძლება, თუნდაც საქმე დაუმთავრებელი რჩებოდეს, მით უფრო - თუ ჰიპერტონიისადმი გაქვთ მიდრეკილება. 20-30-წუთიანი ძილიც კი საკმარისია დაღლილობის მოსახსნელად, ძალ-ღონისა და შრომის უნარის აღსადგენად. ძილი დროის ფუჭად დაკარგვა როდია - ის ხომ ამაღლებს შრომის ნაყოფიერებას და განამტკიცებს ჯანმრთელობას.
  • სამუშაოს გამო თუ სხვა მიზეზით შუადღისას თვალის მოტყუებას ბევრი ვერ ახერხებს. მეტიც - ძილს ებრძვის. მართლაც, როგორ მოიქცეს ადამიანი, თუ დღისით ძილი მოერია, დაძინების საშუალება კი არ აქვს? სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ძილთან ჭიდილი მავნებელია. შესვენების დროს თუნდაც ათი წუთით ჩათვლემა მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ნუ მოგერიდებათ გარშემო მყოფების, მოხუჭეთ თვალი და გათიშეთ გონება, გამოღვიძებისთანავე კი გაიზმორეთ და რამდენიმე მსუბუქი ვარჯიში შეასრულეთ.

გახსოვდეთ, ძილის რეჟიმის დაცვით ჯანმრთელობას ინარჩუნებთ!