საუკეთესო მედიცინა მსოფლიოში - ქვეყნების ტოპ-10 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საუკეთესო მედიცინა მსოფლიოში - ქვეყნების ტოპ-10

რეიტინგი ითვალისწინებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, ჯანდაცვის ღირებულებას და მრავალ სხვა კრიტერიუმს, რომელთა დახმარებითაც ფორმირდება ეფექტურობის მაჩვენებელი. ამ სიაში მოყვანილი ზოგიერთი ქვეყანა ნაკლებად თუ გაგაოცებთ, მაგრამ აქვე ბევრ მოულოდნელ ფაქტსაც გაეცნობით. მაშ ასე, მოდი, გავიგოთ რომელ ქვეყანაშია მსოფლიოში საუკეთესო მედიცინა...

მე-10 ადგილი - შვედეთი

სუფთა ჰაერთან ერთად შვედეთი თავის მოქალაქეებს საუკეთესო ჯანდაცვითაც უზრუნველყოფს. სისტემა, რომელსაც მთავრობა აფინანსებს, მთელი სამედიცინო დანახარჯის 97%-ს ანაზღაურებს, ხოლო პაციენტს მხოლოდ დარჩენილი 3%-ის გადახდა უწევს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა არ აფინანსებს კბილების მოვლას, ის ნაწილობრივ სუბსიდირებულია და სრულიად უფასოა ბავშვებისა და მოზარდებისთვის 19 წლამდე.

მე-9 ადგილი - შვეიცარია

შვეიცარიაში, მსოფლიოს ამ ულამაზეს ქვეყანაში, 2012 წლიდან სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია: 80,5 წელი მამაკაცებისთვის და 85 წელი ქალებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის დამსახურებაცაა. სამედიცინო მომსახურების დიდ ნაწილს მთავრობა ფარავს, დანარჩენს კი პირადი სამედიცინო დაზღვევა. შვეიცარიის ყველა მოქალაქე ვალდებულია, მიიღოს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი.

მე-8 ადგილი - სამხრეთ კორეა

შესაძლოა, არც კი იცოდით, რომ სამხრეთ კორეა მსოფლიოში წარმატებული სამედიცინო სისტემითაც არის ცნობილი. ერთ-ერთი უმთავრესი სამედიცინო პრობლემა, რომელიც კონტროლზე ჰყავს აყვანილი მთავრობას, გარემო პირობების გაუმჯობესებაა (დაბინძურებულ ეკოსისტემებთან ბრძოლა). მოგეხსენებათ, რა დიდ გავლენას ახდენს ეკოლოგია ადამიანის ჯანმრთელობაზე. სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით სამხრეთ კორეაში შექმნილია ჯანდაცვის ერთიანი სისტემა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 100%-ს ერთნაირ, თანაბარ და საუკეთესო სამედიცინო სერვისებს სთავაზობს.

მე-7 ადგილი - ავსტრალია

შესანიშნავი ამინდისა და მშვიდი ცხოვრების წესის გამო ავსტრალიას ცხოვრებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევენ. ამასთანავე, აქ მეტად ეფექტური ჯანდაცვის სისტემაცაა. ამ უნივერსალური სამედიცინო სისტემის წყალობით ფედერალური მთავრობა მოსახლეობის სამედიცინო ხარჯების 75%-ს ფარავს, დანარჩენს კი კერძო სამედიცინო დაზღვევა ანაზღაურებს. სტომატოლოგია, ოპტომეტრია (სამედიცინო სპეციალობა, რომელიც თვალსა და მხედველობასთან არის დაკავშირებული) და სასწრაფო დახმარება მთავრობის მიერ არ ფინანსდება, მაგრამ ფინანსურად ნაკლებად უზრუნველყოფილი მოქალაქეები სუბსიდიების წყალობით ამ დახმარებებს უფასოდ იღებენ.


მე-6 ადგილი - იტალია

იტალია, რომელმაც ავსტრალიას მხოლოდ 0,1 პუნქტით გაუსწრო, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მედიცინით არის ცნობილი. ქვეყანაში მოქმედებს შერეული საზოგადოებრივ-კერძო ჯანდაცვის სისტემა. აქ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82 წელს აღწევს. იტალიაში ყველა ოპერაციული ჩარევა როგორც საზოგადოებრივ, ასევე კერძო საავადმყოფოებში უფასოა. ქვეყნის ყველა მოქალაქისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები არალეგალებისთვის უფასოა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც.

მე-5 ადგილი - ესპანეთი

გარდა ჯანდაცვის საუკეთესო სახელმწიფო სისტემისა, ესპანეთში მეტად კომპეტენტური ექიმები, კარგად განსწავლული ექთნები და უახლესი სამედიცინო აპარატურა დაგხვდებათ. რეცეპტით გასაცემი წამლების საფასურის დიდ ნაწილს სახელმწიფო ფარავს. ალბათ, სწორედ ასეთი უნდა იყოს მსოფლიოში საუკეთესო სამედიცინო სისტემა.

მე-4 ადგილი - ისრაელი

ისრაელის მედიცინა ეფექტურობით მეოთხე ადგილზე დგას მსოფლიოში. ჯანდაცვა ამ ქვეყნის მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევა. ისრაელის ჯანდაცვის სისტემა უნივერსალურია და ქვეყნის ყველა მოქალაქისგან სამედიცინო დაზღვევის ქონას მოითხოვს. სისტემას სახელმწიფო არეგულირებს და, ტექნოლოგიურად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, სამართლიანად ამაყობს საუკეთესო ექიმებითა და ექთნებით. ბოლო ხანს ისრაელი სამედიცინო ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველი გახდა.

მე-3 ადგილი - იაპონია

იაპონია, ისევე როგორც თითქმის ყველა ეფექტური ჯანდაცვის სისტემა, საკუთარ მოქალაქეებს უნივერსალური სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფს, რომელიც სამედიცინო ხარჯების უდიდესი ნაწილის სუბსიდირებას ახდენს. გარდა ამისა, სამსახურში ახალაყვანილი (დაქირავებული) ადამიანი კომპანიის ხელმძღვანელობისგან, ჩვეულებრივ, დამატებით კერძო დაზღვევას იღებს. იაპონია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უმუშევარ, დაუსაქმებელ და ღარიბ მოქალაქეებს. სამედიცინო მოსაკრებლისგან ათავისუფლებენ უსახლკაროებს და იმ პირებს, რომელთაც მცირე შემოსავალი აქვთ. მათი ხარჯები სახელმწიფოსგან სუბსიდირდება.

მე-2 ადგილი - სინგაპური

სინგაპურის ჯანდაცვის სისტემა არა მარტო ფინანსირების თვალსაზრისით არის სამაგალითო, არამედ ეფექტურობითაც - ეს იშვიათი კომბინაციაა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ჯანდაცვის სისტემისთვის არის დამახასიათებელი. სახელმწიფო ჯანდაცვასთან ერთად სინგაპურში კერძო ჯანდაცვაც მეტად ეფექტურად მოქმედებს. ამრიგად, ამ ქვეყნის მოქალაქეები არა მარტო სახელმწიფოსგან, არამედ კერძო სექტორიდანაც საუკეთესო სამედიცინო მომსახურეობას იღებენ.

1-ლი ადგილი - ჰონკონგი

დაბოლოს, მსოფლიოში საუკეთესოდ ჰონკონგის ჯანდაცვის სისტემა მიიჩნევა. სიცოცხლის ხანგრძლივობა აქ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ხოლო ჩვილთა სიკვდილიანობის დონე - ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მსოფლიოში. ისევე როგორც სინგაპურში, ჰონკონგშიც სამედიცინო სერვისებს სახელმწიფოსთან ერთად მოქალაქეებს კერძო სექტორიც სთავაზობს, ხოლო სამედიცინო მომსახურების ხარჯები პაციენტებისთვის მინიმალურზე მინიმალურია.