როგორ ავირჩიოთ მზის სათვალე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავირჩიოთ მზის სათვალე

II - ესთეტიკური ეტაპი: ისეთი ჩარჩოს ამორჩევა, რომელიც სახეს დაამშვენებს. ეს საფეხურები ძალზე პირობითია. მაგალითად, შესაძლოა მიგაჩნდეთ, რომ ვარდისფერმინებიანი სათვალე გშვენით, მაგრამ მაღაზიაში ნანახი არც ერთი ასეთი მოდელი არ მოგიხდეთ; სამაგიეროდ, ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდეთ მწვანე სათვალით. მაგრამ რა მოხდენილიც უნდა იყოს დიზაინი, გადამწყვეტი სხვა რამაა. მზის სათვალეს, უწინარეს ყოვლისა, უნდა ჰქონდეს ხარისხიანი ლინზები, რომლებიც რეალურად იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მუქი სათვალით “მოტყუებული” გუგა სინათლეზე არ ვიწროვდება და თვალი გამოსხივების სრულ დოზას იღებს, ამას კი შესაძლოა მოჰყვეს ბადურას დამწვრობა და სხვა უსიამოვნებები, სიბრმავის ჩათვლით.

მინა თუ პლასტიკი?

ბოლო ხანს ფართო გავრცელება პოვა პლასტიკურმა ლინზებმა. ზოგს ისინი თვალებისთვის მავნედ მიაჩნია, მაგრამ ეს წარმოდგენა სინამდვილეს არ შეესაბამება. პლასტიკური ლინზა ოპტიკური მაჩვენებლებით თითქმის არ განსხვავდება მინისაგან, ხოლო ზოგიერთი მაჩვენებლით სჯობნის კიდეც მას. მაგალითად, პლასტიკურლინზებიანი სათვალე მინისლინზებიანზე გაცილებით მსუბუქია, ამიტომ ცხვირზე დამახასიათებელ ნაჭდევს არ ტოვებს; პლასტიკა დავარდნის შემთხვევაში არ ტყდება და ადვილად იღებება. პლასტიკურ ლინზებს აქვს ნაკლოვანებებიც. უპირველეს ყოვლისა, ისინი იოლად იკაწრება, მაგრამ თუ ნაკაწრები ზედაპირულია და მცირე ზომისა, მხედველობას არ აზიანებს. ზოგიერთი მწარმოებელი ლინზას უკეთებს სპეციალურ საფარს, რომელიც მას ნაკაწრებისგან იცავს.

გამუქების ხარისხი

ხარისხიან სათვალეს აქვს ეტიკეტი, რომელზეც მითითებულია ულტრაიისფერი (A და B) გამოსხივების პროცენტი და ტალღის სიგრძე, რომელსაც ლინზა ბლოკავს. ტალღების სიგრძე ნანომეტრებში იზომება. 100%-იან დაცვას უზრუნველყოფს სათვალე ინდექსით “400 ნმ”. თუ ეტიკეტზე 400-ზე ნაკლები რიცხვია მითითებული, სათვალე ატარებს ულტრაიისფერი გამოსხივების ნაწილს. გამოყოფენ სიმუქის 5 ხარისხს ძალიან ბაციდან, რომელიც ატარებს ულტრაიისფერი სხივების 80-100%-ს და თვალს მხოლოდ მოღრუბლულ ამინდში იცავს, ძალიან მუქამდე, რომელიც სხივების მხოლოდ 3-8%-ს ატარებს. ზაფხულობით ქალაქში საკმარისია ლინზა, რომელიც ატარებს სხივების 18-43%-ს. თუ სამხრეთისკენ მიბრძანდებით, უმჯობესია შეიძინოთ სათვალე, რომლის სხივგამტარობა 18%-ს არ აღემატება. ზამთრის კურორტზე და ზღვაზე, სადაც თოვლი და წყალი ირეკლავს მზის სინათლეს, დაგჭირდებათ ძალიან მუქი სათვალე. ასეთი სათვალე ხშირად სარკისებრია და აქვს ანარეკლისგან დამცავი ფენა. ძალიან მუქი (მცირე გამტარუნარიანობის მქონე) სათვალე მიუღებელია მათთვის, ვინც საჭეს უზის. სამაგიეროდ, სარკისებრი საფარველი არცთუ მუქ ლინზებზე მძღოლისთვის ოპტიმალური არჩევანია. არსებობს ლინზები ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის. ეს ფოტოქრომული ლინზებია - “ქამელეონები”. ფოტოქრომული მფარავი ფენის წყალობით ლინზების სიმუქე სინათლის ინტენსივობის შესაბამისად იცვლება. ასეთი სათვალე შეგიძლიათ შენობაშიც კი არ მოიხსნათ - იქ ის სრულიად გამჭვირვალეა, მზის სხივებს კი ზუსტად საჭირო დონემდე ბლოკავს.

ლინზის ფერი

წითელი, ვარდისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ლურჯი ლინზები, რასაკვირველია, ექსტრავაგანტულია და თვალში მოსახვედრი, მაგრამ მოუხერხებელია, როდესაც ერთადერთი სათვალე გაქვთ. გარდა ამისა, ნარინჯისფერი და წითელი ძალზე აგრესიულია და ფსიქიკაზე მოქმედებს. ყვითელი მეტისმეტად ბაცია მზიანი დღისთვის. ლურჯი თავს დალტონიკად გაგრძნობინებთ, რაც არცთუ ისე სისიამოვნოა. ყველაზე უვნებელი და მისაღებია ნაცრისფერი, მწვანე და ყავისფერი ლინზები. ისინი ნაკლებად ამახინჯებენ ფერებს, უკეთესად შთანთქავენ სინათლეს და თვალებსაც ამშვიდებენ. გაითვალისწინეთ, რომ ლინზები თანაბრად უნდა იყოს დაფერილი. სათვალე, რომლის სხვადასხვა უბანზე სხვადასხვა ხარისხის გამუქებაა, ღლის თვალს და მისი დიდხანს ტარება სასურველი არ არის.

ზომა

სასურველია, სათვალეს ჰქონდეს ფართო რკალები, რომ თვალებს გვერდებიდანაც ფარავდეს. დიდი სათვალე არა მარტო გუგების უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს, არამედ თვალების ირგვლივ არსებულ კანსაც იცავს ნაოჭებისგან (ის, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება აჩქარებს კანის დაბერებას, საიდუმლო დიდი ხანია აღარ არის).

სათვალის ჩარჩო

აქ არავითარი წესი არ არსებობს. პრიალა ჟურნალების რჩევებს თუ დაუჯერებთ, სულ მთლად დაიბნევით. მაგალითად, თუ მრგვალი სახე გაქვთ, სტილისტები მუქჩარჩოიან სწორკუთხა სათვალეს გირჩევენ. მაგრამ, ამავე დროს, შესაძლოა გქონდეთ მაღალი შუბლიც, რომლის კორექტირება შეუძლია ბაც და სქელჩარჩოიან სათვალეს. ამ ორ “ჭეშმარიტებას” შორის გაჭედილი, სავსებით შესაძლებელია, სულაც უსათვალოდ დარჩეთ. მაშ, რომელ რეკომენდაციას ვენდოთ? მოსინჯეთ ყველა მოდელი, რომლის ტექნიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. დანარჩენი თქვენს ფინანსებსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.