იმუნიტეტის ასამაღლებელი პროდუქტების ტოპ-10 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იმუნიტეტის ასამაღლებელი პროდუქტების ტოპ-10

10. ტყისა და ბაღ-ბოსტნის კენკრა

ბავშვობიდანვე ყველასათვის საყვარელ კენკრას - ხენდროს, ჟოლოს, მოცხარს, მოცვს და სხვებს - იმუნიტეტის შემანარჩუნებელი თვისებები აქვს. სასარგებლოა არა მარტო ცოცხალი ნაყოფი, არამედ წვენი და მურაბაც. ეს უკანასკნელი ის შეუცვლელი ტკბილეულია, რომელიც ზამთარში ორგანიზმს ვიტამინებისა და უნიკალური მიკროელემენტების ნაზავით კვებავს.

9. წითელი ჭარხალი

ეს ბოსტნეული, იმუნიტეტის მომატებასთან ერთად, აუმჯობესებს მადას, თავიდან გვაცილებს ანთებითი პროცესების განვითარებას, დადებითად მოქმედებს სისხლზე (მაღლა სწევს ჰემოგლობინს) და ნერვულ სისტემაზე (ამაგრებს მას).

8. კოჭა (ჯანჯაფილი)

კოჭას ახალი, დაკონსერვებული თუ დაფქული ფესვის გამოყენება როგორც ცალკე, ისე სხვა პროდუქტებთან ერთად, გარდა იმისა, რომ აძლიერებს იმუნურ სისტემას, ინფექციებით გამოწვეულ პრობლემებსაც გვაცილებს თავიდან. ის არაჩვეულებრივი საკაზმია, რომელიც თითქმის ყოველგვარ კერძს უხდება: წვნიანს, ფაფას, ხორცს... ჯანჯაფილიანი ჩაი ან ყავა ათბობს ორგანიზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და წარმატებით ებრძვის სხვადასხვა ინფექციას.

7. სტაფილო

სტაფილო და მისი ახალგამოწურული წვენი სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვისაც. მასში შემავალი ვიტამინები, კაროტინი (ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში ა ვიტამინად გარდაიქმნება), მინერალები და ეთერზეთები ორგანიზმზე დადებით ზემოქმედებას ახდენს. სტაფილოს ახალგამოწურული წვენი აუმჯობესებს მხედველობას, ნივთიერებათა ცვლას და ადამიანს სხვადასხვა დაავადებისგან იცავს.

6. ციტრუსები

ლიმონი, ფორთოხალი და ყველა სხვა ციტრუსი ც ვიტამინის მთავარი წყაროა და მისი მაღალი კონცენტრაციის წყალობით შესანიშნავად აძლიერებს იმუნურ სისტემას. ეს პროდუქტები აუცილებლად უნდა შედიოდეს ადამიანის რაციონში.

5. მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების პროდუქტები

ზღვის კომბოსტო, თევზეული, მოლუსკები უხვად შეიცავს იმ ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც აღადგენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებს, ამარაგებს მას იოდითა და თუთიით. შეგახსენებთ: სწორედ ეს ჯირკვალი განაგებს ადამიანის ორგანიზმში სისხლის ჟანგბადით მომარაგებას და ნივთიერებათა ცვლის სწორ ფუნქციობას.

4. რძემჟავა პროდუქტები

მაწონი, კეფირი, იოგურტი, ხაჭო ორგანიზმის დამცავ და იმუნიტეტის შემანარჩუნებელ სასარგებლო ბაქტერიებს შეიცავს. ყველა ექიმი გირჩევთ, დღის განმავლობაში რამდენიმე სახის რძემჟავა პროდუქტი მიიღოთ.

3. ნატურალური თაფლი

ბავშვობიდანვე ყველასათვის ცნობილი თაფლი, შავი ქლიავით, კაკლით თუ ქიშმიშით შეზავებული, მაღლა სწევს ჰემოგლობინის დონეს, ებრძვის სტრესს, აძლიერებს იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე. რეკომენდებულია მისი ჩაისთვის დამატება შაქრის ნაცვლად - ეს ზრდის ჩაის დადებით ეფექტს.

2. ნიორი

ნიორი ის საუკეთესო პრობიოტიკია, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს ინფექციური დაავადებებისგან. თუ ადამიანი ავად გახდა, ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა შეიტანოს რაციონში.

1. მწვანე და შავი ჩაი

უამრავი ვიტამინის, ეთერზეთისა და მიკროელემენტის შემცველი ჩაი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია. ის არა მარტო იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს, არამედ ანტიოქსიდანტების უხვი შემცველობის წყალობით დადებითად მოქმედებს გარეგნობაზეც, ამაღლებს გუნება-განწყობილებას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.