როგორ ავარჩიოთ ზეთი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავარჩიოთ ზეთი

. ნედლეულიდან (ზეთისხილი, მზესუმზირა, სიმინდი, სოია) მცენარეული ცხიმის მიღება შესაძლებელია დაწნეხით და ექსტრაქციის მეთოდით. დაწნეხით მიღებული ზეთი უფრო სასარგებლოა. ზეთის არჩევის ზოგადი წესები ასეთია:

• თუ ზეთი გაუცხელებლად (მაგალითად, სალათის შესაკმაზად) უნდა გამოიყენოთ, ეცადეთ, არარაფინირებული (ან არასრულად რაფინირებული) შეიძინოთ, ხოლო თუ რამის შესაწვავად გინდათ, რაფინირებულის შეძენა სჯობს.

• აუცილებლად შეამოწმეთ შენახვის ვადა: რაფინირებული ზეთი 1 წელიწადს ან ცოტა მეტხანს ინახება (გამონაკლისია რაფინირებული ზეითუნის ზეთი - მისი შენახვის ვადა 2 წელია), არარაფინირებული კი უფრო ნაკლებ ხანს: 3-8 თვეს. თუ ზეთის შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადა ამაზე მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტს სპეციალური ქიმიური ნივთიერებები - ანტიოქსიდანტები აქვს დამატებული. ეს ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმისთვის საკმაოდ მავნეა, ამიტომ შეძლებისდაგვარად ერიდეთ ისეთი ზეთის შეძენას, რომლის შენახვის ვადა 2 წელზე მეტია.

• მიაქციეთ ყურადღება, რომ შენახვის ვადა გასული არ იყოს! გაფუჭებული ზეთი ჯანმრთელობისთვის ძალზე საშიშია!

• მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ რაფინირებული ზეთი კრიალა, გამჭვირვალე იყოს, არ ჰქონდეს ნალექი. არარაფინირებულ ზეთს კი შეიძლება მცირე ნალექი ჰქონდეს, რომელიც სასარგებლოც კია ორგანიზმისათვის.

• თუ ზეთს აწერია, რომ იგი არ შეიცავს ქოლესტერინს, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ სარეკლამო ხრიკია და ზეთის ეს სახეობა არაფრით სჯობს სხვას. საქმე ის არის, რომ ქოლესტერინს არც ერთი მცენარეული ზეთი არ შეიცავს, ეს ნივთიერება მხოლოდ ცხოველურ პროდუქტებშია. ზეითუნის ზეთის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ სორტს. ის ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული. საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებულია ზეითუნის ზეთის რამდენიმე სორტი:

• Virgin Olive Oil. ეს არის არარაფინირებული ზეითუნის ზეთი, რომელიც მიღებულია მხოლოდ ფიზიკური მეთოდების (დაწნეხა, დაყოვნება, ფილტრაცია) გამოყენებით, ქიმიური გაწმენდის გარშე.

•Refined Olive Oil (ან უბრალოდ Olive Oil) - რაფინირებული ზეითუნის ზეთია. ამ ზეთის ერთ-ერთი სახეობა, Light Olive Oil, ისეა დამუშავებული, რომ მისი რამდენჯერმე გაცხელებაც კი შეიძლება - მისი გაცხელებისას კანცეროგენული ნივთიერებები არ წარმოიქმნება.

• Pure Olive Oil - რაფინირებული და არარაფინირებული ზეთების ნარევია.

• Pomace Olive Oil - ეს ყველაზე დაბალი ხარისხის ზეითუნის ზეთია. იგი მიიღება ზეთისხილის ნაწნეხისგან ქიმიური გამხსნელებისა და მაღალი ტემპერატურის გამოყენებით.

ყველაზე სასარგებლოა Virgin Olive Oil (ამავე დროს ის ყველაზე ძვირიც ღირს). მაგრამ თუ ზეთის გაცხელებას, მასში რამის შეწვას გეგმავთ, რა თქმა უნდა, ჯობს,Refined Olive Oil შეიძინოთ, სასურველია Light Olive Oil ტიპისა. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ბაზარზე სუფთა ზეითუნის ზეთად სხვადასხვა ზეთის ნარევს ასაღებენ. თუ ასეთი საეჭვო ზეთის შეძენა შემოგთავაზეს, გირჩევთ, ჯერ ცოტაოდენი შეიძინოთ და 2-3 დღით მაცივარში შედგათ - სუფთა ზეითუნის ზეთი 2-3 დღის შემდეგ თეთრ ნალექს გაიკეთებს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე სწრაფად გაქრება. თუკი ზეითუნის ზეთში სხვა ზეთია შერეული, ასეთი ნალექი აღარ წარმოიქმნება. ასე იოლად მიხვდებით, ზეითუნის ზეთი სუფთაა თუ სხვა ზეთი აქვს შერეული. კიდევ ერთი: ზეითუნის ზეთი ყოველთვის ყვითელი არ არის. მისი ფერი იმ ნიადაგსა და კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული, სადაც ზეითუნი მოიყვანეს და ყვითლიდან მწვანემდე იცვლება. არარაფინირებული ზეითუნის ზეთი Virgin Olive Oil შენახვის დროსაც იცვლის ფერს.

გაიგეთ როგორ შევინახოთ ზეთი ჯანმრთელობისთვის საზიანო რომ არ გახდეს