როგორ მოვხარშოთ ფანტია ბრინჯი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვხარშოთ ფანტია ბრინჯი

(ბევრი წყალი არ არის სასურველი). წყალმა 5 წუთს უნდა იდუღოს, ამის შემდეგ ცეცხლის ალს უნდა დაუკლოთ, ქვაბს თავსახური დააფაროთ და ყოველგვარი მორევის გარეშე, ორთქლზე დაასრულოთ ბრინჯის ხარშვა.

მეცნიერული ახსნა _ სახამებელი, მაკარონის ნაწარმის მსგავსად, ბრინჯის მთავარი კომპონენტია. თუმცა მაკარონისგან განსხვავებით ბრინჯი მცირე მოცულობის წყალში უნდა მოხარშოთ. სითხე, რომელიც ბრინჯში არსებულმა სახამებელმა უნდა შეიწოვოს, მხოლოდ ბრინჯის გაჯირჯვებისათვის უნდა იყოს საკმარისი, ასეთ შემთხვევაში მარცვლები არ აიზილება, სისველეს მოკლებული არ შეწებდება და ბრინჯი ფაფისებურის ნაცვლად, ფანტია დარჩება. გახსოვდეთ, მაკარონის ნაწარმს ზოგჯერ ოდნავ მოუხარშავს ანუ "ალ დენტე" - შეგნებულად ტოვებენ, ამიტომაც ეს ნაწარმი მოხარშვისას წყლის ზუსტი მოცულობით შერჩევას არ მოითხოვს. რაც შეეხება ბრინჯს, მისი წყალში ხარშვისას, სითბოს გადაცემა წყლის მოლეკულათა გადაადგილებით კონვექციის საშუალებით ხდება. წყლის შეწოვის შემთხვევაში, გარკვეულწილად იქმნება საშიშროება ქვაბის ძირიდან ბრინჯზე სითბოს პირდაპირი გადაცემისა. ამიტომაც რეკომენდებულია ხუთწუთიანი დუღილის შემდეგ ცეცხლის ალის მინიმუმამდე შემცირება და ხარშვის პროცესის ორთქლზე დასრულება. ხუფის დაფარება კი ამ დროს ქვაბის შიგნით ჰაერის მოძრაობას უზრუნველყოფს, ჰაერი ამ დროს გარეთ ვერ გამოდის, ზედა ფენაში ცივდება და ქვედა ფენებისაკენ ეშვება. ყოველივე ეს ბრინჯს ფანტიობას უნარჩუნებს.

ავტორი თინათინ გოცაძე

იხილეთ აგრეთვე მაკარონი ხარშვისას რომ არ აიზილოს

ხარშვისას კვერცხი რომ არ გაგისკდეთ

რატომ გვეცრემლება თვალები ხახვის დაჭრისას