ძლიერი ადამიანები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძლიერი ადამიანები

ადამიანებთან ურთიერთობისთვის ის მეტყველების სინთეზატორს იყენებს. ამას მისთვის სულაც არ შეუშლია ხელი, მსოფლიოს ერთ-ერთი გამოჩენილი ფიზიკოსი გამხდარიყო. იგი ეწევა სამეცნიერი მოღვაწეობას, კითხულობს ლექციებს, წერს წიგნებს, რომელთა უმრავლესობაც დღეს უკვე ბესტსელერადაა აღიარებული. ყველაფერთან ერთად, ჰოკინგი ორჯერ გახლდათ დაქორწინებული. ჰყავს შვილები.

ფრანკლინ დელანო რუზველტი

აშშ-ის 32-ე პრეზიდენტიც ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ 1921 წელს პოლიომიელიტის მძიმე ფორმით დაავადდა და საბოლოოდ ინვალიდის ეტლში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, რუზველტს 12 წლის განმავლობაში, სიკვდილამდე ეკავა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი. ის აშშ-ის ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ლიდერი.

ალექსანდრ მარესევი

მეორე მსოფლიო ომის დროს მფრინავი მარესევი მძიმედ დაიჭრა, რის გამოც ორივე ქვედა კიდური მოჰკვეთეს. ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ მან მოიპოვა ავიაციაში დაბრუნების უფლება და პროთეზირებული კიდურებით კიდევ რამდენიმე ათეული გაფრენა განახორციელა. ის სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იცავდა უნარშეზღუდულთა უფლებებს.

ქრისტი ბრაუნი

ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანებისგან განსხვავებით, ირლანდიელი ქრისტი ბრაუნი ცერებრული დამბლით დაიბადა. ექიმები მას უპერსპექტივოდ მიიჩნევდნენ, არც სიარული შეეძლო და განვითარებითაც შესამჩნევად ჩამორჩებოდა. ბრაუნების ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, მამა ქრისტის საერთოდ არ აღიარებდა შვილად, მაგრამ დედას არც უფიქრია შვილის მიტოვება, ზრდიდა პატარას და არ კარგავდა იმედს, რომ ის, ბოლოს და ბოლოს, ისწავლიდა სიარულს, ლაპარაკს, წერასა და კითხვას. სრულფასოვნად ქრისტის მხოლოდ მარცხენა ფეხის მოძრაობა შეეძლო და სწორედ ამ ფეხით დაიწყო წერა და ხატვა. თავდაპირველად - ცარცით, შემდეგ - ფუნჯით, კალმით და ბოლოს - საბეჭდი მანქანით. მან მხოლოდ კითხვა და ლაპარაკი კი არ ისწავლა, არამედ ცნობილი მხატვარი და ნოველისტიც გახდა. მის ცხოვრებაზე ფილმიც კი გადაიღეს: “ქრისტი ბრაუნი: ჩემი მარცხენა ფეხი”, - რომლის სცენარიც თავად ბრაუნმა დაწერა.

ესთერ ვერგეერი

ცნობილი ჰოლანდიელი ჩოგბურთელი ესთერ ვერგეერი 8 წლისა დაავადდა პარაპლეგიით. მას საკმაოდ სახიფათო ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ხანგრძლივი რეაბილიტაციის წყალობით ეტლში მჯდარმა გოგონამ ხელბურთის, კალათბურთისა და ჩოგბურთის თამაში ისწავლა. ესთერი რამდენიმე წელი თამაშობდა კალათბურთს ერთ-ერთ კლუბში, რის შემდეგაც შეუერთდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კალათბურთელთა ეროვნულ გუნდს. ამ გუნდთან ერთად ესთერმა 1997 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. 1998 წლისთვის იგი მთლიანად გადაერთო ჩოგბურთზე და 2000 წელს პარაოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქრისტოფერ რივი

თეატრისა და კინოს ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და საზოგადო მოღვაწე ქრისტოფერ რივი, რომელმაც 1978 წელს ფილმ “სუპერმენში” შესრულებული მთავარი როლით მოიპოვა მსოფლიო სახელი, 1995 წლის 27 მაისს ცხენიდან ჩამოვარდა და კისრის მალები დაიზიანა. ექიმებმა მსახიობი გადაარჩინეს, მისი ფეხზე დაყენება კი ვეღარ შეძლეს - რივი მხრებს ქვემოთ პარალიზებული დარჩა. დამოუკიდებლად სუნთქვა და ლაპარაკიც კი არ შეეძლო. ამის შემდეგ მან პარალიზებული ადამიანებისთვის დამოუკიდებლად არსებობის უნარების შემსწავლელი ცენტრი დააარსა და მეუღლესთან ერთად ბევრ უნარშეზღუდულს მისცა ცხოვრებაში დაბრუნების საშუალება. ტრავმის მიუხედავად, რივი აგრძელებს ტელევიზიაში მუშაობას და აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ოსკარ პისტორიუსი

ოსკარ პისტორიუსი თანდაყოლილი პათოლოგიით დაიბადა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, თავი იმ სფეროში გამოეჩინა, სადაც მხოლოდ ფიზიკურად ჯანმრთელები მოღვაწეობენ. მუხლს ქვევით კიდურის უქონლობის მიუხედავად, იგი მორბენალი გახდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა მრავალ შეჯიბრებაში გამარჯვების შემდეგ მან ჯანმრთელ სპორტსმენებთან შეჯიბრების უფლება მოიპოვა და დიდ წარმატებასაც მიაღწია.

მარკ ინჰლისი

ახალზელანდიელმა მარკ ინჰლისმა 2006 წელს ევერესტი დაიპყრო - იმ დღიდან 20 წლის შემდეგ, რაც ერთ-ერთ ექსპედიციაში ორივე კიდური მოეყინა და დაკარგა. მას უარი არ უთქვამს სანუკვარ მიზანზე და მოახერხა კიდეც პროთეზებით მწვერვალის დაპყრობა.