ყველაზე ძვირად ღირებული საახალწლო ნაძვის ხეების ტოპ-10 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაზე ძვირად ღირებული საახალწლო ნაძვის ხეების ტოპ-10

საახალწლო და საშობაო ნაძვის ხეების ათეული გაგაცნოთ. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან ყველაზე ძვირად ღირებული საახალწლო ნაძვის ხის მფლობელის ტიტულისთვის. მათთვის ეს ფინანსური შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებად მიიჩნევა.

10. დიოდურშუქიანი ხელოვნური ნაძვის ხე

(Vermont)

ეს ნაძვის ხე განსაკუთრებულია კონსტრუქციით, ჩადგმული დიოდურშუქიანი განათებით და მეხსიერების სისტემით. 2,5 მ სიმაღლის ხელოვნური ხე უახლესი ტექნოლოგიებით არის შექმნილი. მის ასაწყობად 5 წუთზე ნაკლებია საჭირო, მეხსიერების სისტემის დახმარებით ტოტები დამოუკიდებლად იღებენ საჭირო მდგომარეობას. ტექნიკის ეს საოცრება 850 დოლარი ღირს.

9. დიოდურშუქიანი ხელოვნური ნაძვის ხე

(fraser)

ეს ხელოვნური ნაძვის ხე 1350 სხვადასხვა ფერის მინიდიოდური ნათურით არის შემკული. რომელიმე მათგანის გამოცვლა ან ბუდიდან ამოღება სხვების მუშაობას ხელს არ უშლის. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელოვნური ნაძვის ხეა. მისი სიმაღლე 3 მეტრია, ფასი - 1700 დოლარი.

8. ფრანგული კონიაკით მორთული საშობაო ნაძვის ხე

(sofitel london st. james)

წვრილი შავი ლითონის კარკასი ძნელად თუ მოგაგონებთ საშობაო ნაძვის ხეს, მაგრამ თუ მიუახლოვდებით და კარგად დააკვირდებით, ადვილად შეამჩნევთ ოქროსგან ხელით ჩამოსხმულ 200 მინიატურულ ბოთლს, რომლებშიც ძვირფასი ფრანგული კონიაკი, ლოუის მე-13, გრანდ-ცჰამპაგნე ცოგნას ასხია. რატომ დადგეს ასეთი ძვირად ღირებული საშობაო ნაძვის ხე სასტუმროს ფოიეში, არავინ იცის. ხის სიმაღლე 5 მეტრია. ასე რომ, თუ კონიაკის დაგემოვნებას მოისურვებთ, უსაფრთხოებისთვის ჯობს, დეგუსტაცია ხის წვერიდან დაიწყოთ და ნელ-ნელა ჩამოხვიდეთ ქვემოთ. ხე 55 000 დოლარად არის შეფასებული.

7. ოქროს საშობაო ნაძვის ხე

(steve quick jewellers)

ეს საშობაო ნაძვის ხე ცნობილმა იუველირმა სტევე ქუიცკ-მა საგანგებოდ შექმნა ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოების საქველმოქმედო პროექტისთვის, რომელიც ონკოლოგიური პაციენტებისთვის შემოწირულობათა მოზიდვას ისახავდა მიზნად. ჩიგაკოელმა იუველირმა ნაძვის ხე მაღალი სინჯის ოქროსგან დაამზადა და ტოტები - პატარა ბრილიანტის გირლანდებით, ხოლო წვერი პლატინის ვარსკვლავით შეუმკო. ეს უკანასკნელი შეიძლება მოხსნათ და კულონად ატაროთ. სამშვენისის ფასი 500 000 დოლარს აღწევს.

6. ბრილიანტის ნაძვის ხე

(soo kee)

ეს ნაძვის ხე უდიდეს სავაჭრო ცენტრს ამშვენებდა. 6 მეტრი სიმაღლისა გახლდათ და 3500 კილოგრამს იწონიდა. ვერცხლის ნაძვის ხე 21 798 ბრილიანტითა და 3000-ზე მეტი კრისტალით იყო შემკული და 1 000 000 დოლარი ღირდა.

5. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის მახლობლად დადგმული ნაძვის ხე

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, კაპიტოლიუმის მახლობლად, ნაძვის ხის დადგმის ტრადიციას 1964 წელს ჩაეყარა საფუძველი. ყოველწლიურად ნაციონალურ პარკში ირჩევა ყველაზე ლამაზი და მაღალი ნაძვის ხე, რომელსაც ვაშინგტონში გადარგავენ და რთავენ. თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, ეს ოპერაცია დაახლოებით მილიონი ამერიკული დოლარი ჯდება.

4. ოქროს ნაძვის ხე

(ginza tanaka)

იუველირმა გინზა ტანაკამ ოქროსგან შექმნა ნაძვის ხე, რომელიც იაპონიაში (ოსაკაში) დაიდგა. ის 240 უძვირფასესი ქვით და ბრილიანტებისა და მარგალიტების გირლანდებით გახლდათ შემკული. ამ უკანასკნელთა საერთო მასამ 20 კილოგრამი შეადგინა, ხოლო ფასმა - 1 600 000 დოლარი.

3. მინი ნაძვის ხე ვარდებისგან

(takashimaya)

იმის დასტურად, რომ ზომას მნიშვნელობა არ აქვს, იაპონელმა დიზაინერმა გამხმარი ვარდებისგან 35 სმ სიმაღლის ნაძვის ხე დაამზადა. 400 ბრილიანტით მორთულ ხეს დათუნია ტედიც მოჰყვება ბრილიანტის გულსაკიდით. თუმცა ამ უჩვეულო საშობაო საჩუქრის მყიდველი დღემდე არ გამოჩენილა. რა გასაკვირია - ის ხომ 1 800 000 დოლარი ღირს.

2. საშობაო ნაძვის ხე შუქდიოდური ილუმინაციით

(hong kong Swarovski crystal)

სვაროვსკის 40000 კრისტალით შემკული 27 მეტრი სიმაღლის საშობაო ნაძვის ხე ჰონკონგში დაიდგა. მიუხედავად იმისა, რომ ის დღისითაც ულამაზესი გახლდათ, მისი მშვენიერების მთელი სისრულით აღქმა საღამოობით უფრო შეიძლებოდა - ხის ტოტებში ჩასმული დიოდური ნათურები მნახველს არაჩვეულებრივ შოუს სთავაზობდნენ. სამწუხაროდ, ამ ნაძვის ხის ფასი დღემდე უცნობია.

1. ბრილიანტებიანი საშობაო ნაძვის ხე

(the emirates palace hotel)

11 მილიონი დოლარის ღირებულების 12-მეტრიანი საშობაო ფიჭვი აბუ-დაბის შვიდვარსკვლავიან სასტუმროში დადგეს. ხე უამრავი ბრილიანტით, მარგალიტით, ზურმუხტითა და სხვა ძვირფასი ქვებით იყო შემკული და ფასიც არანაკლებ შთამბეჭდავი ჰქონდა - 11 400 000 დოლარი.