როგორ შევხვდეთ ახალ წელს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევხვდეთ ახალ წელს

ამას ემატება ტრადიციული სადღესასწაულო ატრიბუტები, ნაძვის ხე, თოვლის პაპა, საჩუქრები და დახუნძლული სუფრა... სასურველია, სამზადისი ადრევე დაიწყოთ. ყველაფერი წინასწარ დაგეგმეთ და ლამაზად მოაწყვეთ, იფიქრეთ, რა და როგორ ჯობს, ვის რა საჩუქარი გაახარებს, რა მოეწონება და ისე შეარჩიეთ ყველაფერი. ასე გუნება-განწყობას აიმაღლებთ, ახალი საზრუნავი გაგიჩნდებათ, გააქტიურდებით, დადებითი ემოციით აივსებით და ახალ წელსაც ბედნიერად შეხვდებით.

ლამაზად მორთეთ სუფრა

გემრიელი კერძებით დამშვენებული და მორთულ-მოკაზმული სუფრა, ნაძვის ხის მსგავსად, ახალი წლის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. გურმანებს ეს ზეიმი სუფრის გარეშე ვერც წარმოგვიდგენია - საახალწლო სუფრას ხომ, ტრადიციულად, გამორჩეული კერძები და ნუგბარი ამშვენებს. ჩვენი თუ სხვა ქვეყნების ტრადიციებს ამ კუთხით აღარ შევეხებით - ყველამ კარგად იცის, რით უნდა დაამშვენოს საახალწლო სუფრა. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ გემრიელ და ლამაზად გაფორმებულ კერძებთან ერთად სადღესასწაულო მორთულობაც აუცილებელია. ნუ დაიშურებთ ბრჭყვიალებს, ყვავილებს, სანთლებს. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ 2015 წლის სიმბოლო - ლურჯი ან მწვანე ხის თხა. წლის სიმბოლოს გათვალისწინებით, მეტად მნიშვნელოვანია ხის ჭურჭლისა და სუვენირების გამოყენება. გარდა ამისა, თხისთვის მისაღები და სასიამოვნო კერძები, ბოსტნეულის სალათები, ხილი და მწვანილიც უხვად უნდა გქონდეთ.

აიმაღლეთ გუნება-განწყობა

ტკბილი მოგონებების ქილა

იმისათვის, რომ განვლილმა წელმა ბევრი დადებითი ემოცია დაგიტოვოთ და ნაკლები იფიქროთ უსიამოვნო მოვლენებზე, ტკბილი მოგონებების ქილა შექმენით. გაიხსენეთ ყველა სასიხარულო ამბავი თუ ბედნიერი წუთი, პატარა ფერად ფურცლებზე დაწერეთ და ქილაში ჩაყარეთ. გვერწმუნეთ, თუ მეხსიერებას დაძაბავთ და ყველაფერს გაიხსენებთ, თქვენი ქილა პირამდე აივსება, ეს კი ძალიან გაგახარებთ, დადებითი ემოციებით აგავსებთ, მიგახვედრებთ, რომ გასული წელი არც ისე ცუდი ყოფილა - ბევრი სიკეთე და სიხარული მოუტანია თქვენთვის. ტკბილი მოგონებების ქილა ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ბევრი მას გარდასულ დღეთა მოსაგონებლად სამუდამოდ ინახავს.

სახალისო ჩარჩო

ფოტოსურათების გადაღების მოყვარულებს შეგიძლიათ, წინასაახალწლო გალერეაც მოაწყოთ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში გადაღებული სურათებით, რომელთა თვალიერებაც სიამოვნებას გგვრით. ამისთვის წინასწარ მოამზადეთ საყვარელი ფერის ჩარჩო, მასში რამდენიმე რიგად გაჭიმეთ თოკი, ზედ კი სურათები ჩამოკიდეთ. ამ ჩარჩოს შეხედვისას ერთად მოიგონებთ ყველა ბედნიერ წუთს, რომელიც კი იმ წელს განიცადეთ და დადებითი ემოციებისა და ტკბილი მოგონებების მოზღვავებას იგრძნობთ.

ნუ დაიშურებთ საჩუქრებს საყვარელი ადამიანებისათვის

ყველაზე სასიამოვნო მაინც ახლობლებისთვის საჩუქრების მომზადებაა. ალბათ, არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე საყვარელი ადამიანის გახარებაა. ამისთვის ორიგინალურ ვარიანტებს შემოგთავაზებთ.

ფულით სავსე ბუშტი

ახალ წელს ხვავისა და ბარაქის სიმბოლოდ დეკორატიული სათამაშოები, წლის სიმბოლო (შეგახსენებთ, რომ წელს ლურჯი/მწვანე თხის წელია), წესისამებრ, ფულთან ერთად არის ხოლმე გამოსახული. ფინანსური სტაბილურობა ერთ-ერთი უმთავრესი სურვილია ყველასათვის, ამიტომ გირჩევთ, ახლობლები გაახაროთ იმით, რომ გულწრფელად უსურვებთ ბევრ ფულს, ახალ წელს ფინანსური პრობლემების მოგვარებას. ამის ნიშნად ფულითა და ბრჭყვიალა ქაღალდებით სავსე ბუშტები აჩუქეთ. ბუშტებში წინასწარ ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ბრჭყვიალები და ქაღალდის ფული და გაბერეთ - შესანიშნავი სუვენირი გამოგივათ.

სურვილების გვირილა

საყვარელ ადამიანებს გაუკეთეთ სურვილების გვირილა. თუ სურათს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ამ სუვენირის გაკეთება არც ისე რთულია. გვირილის ნაცვლად შეიძლება სხვა ყვავილის სიმბოლოს შექმნაც - იმ ყვავილისა, რომელიც თქვენს ახლობელს ყველაზე მეტად უყვარს და იცით, რომ მისი სიმბოლო განსაკუთრებით გაახარებს. ყვავილის გვირგვინის თითოეულ ფურცელზე თითო სურვილი მიაწერეთ. დაფიქრდით, რა გაახარებს თქვენთვის ძვირფას ადამიანს, რაზე ოცნებობს, რა ვერ აისრულა და გულწრფელად უსურვეთ ყველაფერი ეს.

კონვერტების დაფა

შეიძლება კონვერტების დაფის შექმნაც. ესეც მეტად ორიგინალური სიურპრიზი იქნება. ცალ-ცალკე ფურცლებზე დაწერილი სურვილები წინასწარ ერთ დაფაზე დამაგრებულ ფერად კონვერტებში მოათავსეთ. კონვერტები შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიით გააფორმოთ.

* * *

ნუ დაიშურებთ ფანტაზიას, აჩუქეთ სიყვარული და ღიმილი ძვირფას ადამიანებს, გაუფრთხილდით მათ, იდღეგრძელეთ და იხარეთ მათთან ერთად. გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით!