მედიცინის რევოლუციური მიღწევების ტოპ-10 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მედიცინის რევოლუციური მიღწევების ტოპ-10

1. ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები მამაკაცებისთვის

დანა-ფაბერის (აშშ, ბოსტონი) კიბოს ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატი, რომელსაც მამაკაცის არაჰორმონული კონტრაცეფციის სფეროში რევოლუციის მოხდენა შეუძლია. პრეპარატს არ გააჩნია ძილის მომგვრელი და ანქსიოლითური ეფექტი. თაგვებზე გამოცდისას მან მაღალი ეფექტურობა გამოამჟღავნა, თანაც ცხოველის რეპროდუქციული შესაძლებლობა პრეპარატის მოქმედების შეწყვეტისთანავე აღდგა.

2. უსიამოვნო მოგონებების წამალი

მონრეალის (კანადა) უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს პრეპარატი, რომელიც უსიამოვნო მოგონებების დავიწყებას უწყობს ხელს. ეს ჯერ კიდევ არ არის “წმინდა გონების მარადიული ბრწყინვალება”, მაგრამ შესამჩნევი ნაბიჯია ადამიანის მეხსიერების მუშაობის კორექტირების გზაზე. ეს წამალი ადრეც არსებობდა, მაგრამ მას თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის უკმარისობის სამკურნალოდ იყენებდნენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წამალი კორტიზოლის ანუ იმ ჰორმონის შემცირებას იწვევს, რომელსაც სტრესულ სიტუაციაში გამოიმუშავებს თირკმელზედა ჯირკვლები. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ამ ჰორმონის რაოდენობის შემცირება ასუსტებს მტკივნეული მოგონებებით გამოწვეულ შეგრძნებებს და ხელს უწყობს მოვლენებზე პოზიტიური თავლთახედვის ფორმირებას.

3. შაკიკისა და კლასტერული თავის ტკივილების საწინააღმდეგო ნეიროსტიმულატორი

კომპანია ატი-ს სპეციალისტებმა საზოგადოებას წარუდგინეს ნეიროსტიმულატორი, რომელიც ადამიანს შაკიკისა და კლასტერული თავის ტკივილების შემსუბუქებაში ეხმარება. ნუშის გულისოდენა აპარატი ღრძილში ინერგება და მართვის დისტანციური პულტის დახმარებით აქტიურდება - აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტს ის ლოყასთან მიაქვს. კვლევების თანახმად, ევროპაში პაციენტთა 68%-ს შეუმცირდა ტკივილის ინტენსივობა ან სიხშირე, ზოგიერთ შემთხვევაში კი ერთიცა და მეორეც. ფდა-მ - აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ - ეს აპარატი ჯერჯერობით მხოლოდ კვლევის მიზნით დაუშვა ქვეყანაში.

4. ჰიპერტონიისა და რასიზმის საწინააღმდეგო წამალი

ოქსფორდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერთა მონაცემებით, პროპანოლოლმა, რომელსაც ექიმები გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიისა და სხვა დაავადებების დროს უნიშნავდნენ, შესაძლოა რასიზმის დონეც შეამციროს. კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის პროფესორმა ჟულიან სავულესკუმ, განაცხადა: “ასეთი კვლევები მოწმობს, რომ რაიმესადმი ჩვენი გაუცნობიერებელი დამოკიდებულება შეიძლება მოდელირებულ იქნეს ტაბლეტების საშუალებით. ეს საკითხი გულმოდგინე ეთიკურ ანალიზს მოითხოვს. ბიოლოგიურ კვლევებს, რომელთა მიზანი ადამიანის “უკეთესად ქცევა” იყო, ბნელი წარსული აქვს და არც პროპანოლია რასიზმის საწინააღმდეგო ტაბლეტი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი უკვე იღებს პრეპარატებს, რომლებსაც “მორალური” გვერდითი ეფექტები აქვს, ის მაინც უნდა გავიგოთ, როგორია ეს ეფექტები”.


5. ქრომოსომული თერაპია

მასაჩუსეტსის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეძლეს “გაეთიშათ” 21-ე ქრომოსომის ზედმეტი ასლი, რომელიც დაუნის სინდრომის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. მიუხედავად იმისა, რომ ცდები ინ ვიტრო ტარდებოდა, ამ კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს. მომავალში მის საფუძველზე შესაძლოა ჩაუტარდეთ ქრომოსომული თერაპია ჯერ კიდევ დაუბადებელ ტრისომიით (დაუნის სინდრომი, პატაუს სინდრომი, ედვარდსის სინდრომი) დაავადებულ ბავშვებს ან სიმპტომური მკურნალობა უკვე დაბადებულებს. კვლევის დროს მეცნიერებმა გამოიყენეს დაუნის სინდრომით დაავადებული პაციენტის კანიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები და 21-ე ქრომოსომის ასლში გენეტიკური “გამომრთველი” შეიყვანეს. ამის შედეგად პრობლემურმა ქრომოსომამ მუშაობა შეწყვიტა და დაავადებული ღეროვანი უჯრედი ჯანმრთელ უჯრედად იქცა.

6. ნაბახუსევისა და ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო ახალი საშუალება

კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს-ანჯელესი, აშშ) მეცნიერებმა გამოყვეს ნივთიერება, რომელსაც შეუძლია სიმთვრალის ნეგატიური შედეგების შემცირება, ნაბახუსევის თავიდან აცილება და დალევისადმი მიდრეკილების დაქვეითება. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა კარგი შედეგები აჩვენა, სკეპტიკოსები მაინც ეჭვობენ, რომ ახალი პრეპარატი ნამდვილად დაეხმარება ადამიანებს, რომლებიც ალკოჰოლიზმით იტანჯებიან, რადგან, თუ წამალმა ნაბახუსევს, თავბრუხვევას უშველა და ღებინების შეგრძნება გააქრო, დიდია ცდუნება, ადამიანმა უფრო მეტი დალიოს.

7. სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა, ანალიზები და ჩხვლეტა უნემსოდ

სულ ახლახან ამერიკული კომპანიის Eცჰო თჰერაპეუტიცს მიერ დამუშავებული მოწყობილობები პრელუდე სკინპრეპ სყსტემ და სყმპჰონყ ცგმ სყსტემ საშუალებას იძლევა, ჩხვლეტის გარეშე გაკეთდეს ინექცია, განისაზღვროს დიაბეტიანის სისხლში შაქრის დონე და აღებულ იქნეს საანალიზო მასალა. აპარატების მეშვეობით შესაძლებელია კანის ზედა გარქოვანებული ნაწილის (მისი სისქეა დაახლოებით 0,01 მმ) უმტკივნეულოდ აღება, რაც სითხეებისადმი კანის გამავლობას ამაღლებს. შედეგად ქსოვილოვანი სითხეებისადმი მიდგომა კანის მთლიანობის დაურღვევლად ხდება შესაძლებელი. სისხლში შაქრის რაოდენობის განმსაზღვრელი მოწყობილობა, რომელიც უსადენო გადამცემით არის აღჭურვილი, ლეიკოპლასტირივით მაგრდება პაციენტის კანზე. აპარატი ყოველწუთიერად გზავნის მონაცემებს მონიტორზე, რომელიც ავადმყოფის სისხლში შაქრის დონის ცვლილებას აფიქსირებს და თუ მაჩვენებელი მეტისმეტად დაეცა ან მოიმატა, საფრთხის ხმოვან და ვიზუალურ სიგნალს უშვებს. მოწყობილობა, უპირველეს ყოვლისა, საავადმყოფოებისთვის არის დამზადებული.

8. “სამიზნე” პრეპარატი გაფანტული სკლეროზისთვის

ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა მიაგნეს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის მეთოდს ისეთი მედიკამენტების გარეშე, რომლებიც იმუნურ სისტემას თრგუნავს. ამ აღმოჩენას წინ უძღოდა მუშაობის დაახლოებით 30 წელი. სპეციალისტებმა შეძლეს, ათეროსკლეროზით დაავადებულთა ორგანიზმისთვის “ესწავლებინათ” აუტორეაქტიული ტ-ლიმფოციტების დათრგუნვა, რომლებიც უტევენ მიელინს - ნივთიერებას, რომელიც მხედველობის ნერვში, ზურგისა და თავის ტვინში ნეირონების ელექტრომაიზოლირებელ გარსს წარმოქმნის. ამისთვის ექიმებმა პაციენტების ორგანიზმში შეიყვანეს მათივე ლეიკოციტები, რომლებშიც გენური ინჟინერიის საშუალებით მიელინის მილიონობით ანტიგენი იყო დამატებული. შედეგად ნეირონების გარსებზე მოქმედი იმუნური სისტემის აქტიურობის დონემ 50-75%-ით დაიწია. მეცნიერები აღიარებენ, რომ პირველი ექსპერიმენტული ჯგუფი მეტისმეტად მცირე იყო საიმისოდ, რომ საბოლოო დასკვნები დაიდოს. მაგრამ იმედი აქვთ, რომ მალე მიიღებენ ფინანსებს ახალი, უფრო მასშტაბური კვლევებისთვის.

9. 3დ-მამოგრაფია კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის

ჯონს ჰოპკინსის საავადმყოფოში (ბალტიმორი, აშშ) დაიწყეს ახალი მოწყობილობის გამოყენება, რომელიც ჩვეულებრივ 2დ-სურათებთან ერთად სარძევე ჯირკვლის 3დ-მამოგრაფიის ჩატარების საშუალებასაც იძლევა. “თუ ეს დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვავლინეთ და მკურნალობა მანამდე დავიწყეთ, სანამ მეტასტაზები გაჩნდება, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში პაციენტთა 98%-ზე მეტი ცოცხალი დარჩება, - აცხადებს ჯონს ჰოპკინსის საავადმყოფოს ძუძუს რადიოლოგიის განყოფილების დირექტორი სიუზან კ. ჰარვი, - გარდა ამისა, ადრეულ სტადიაზე მკურნალობა უფრო მცირე ქირურგიული ჩარევით შემოიფარგლება და ხშირად ქიმიოთერაპიაც არ არის საჭირო”. მიუხედავად ამისა, მკვლევრები იმასაც აღნიშნავენ, რომ 3დ-მამოგრაფიის დროს არსებობს რისკი კალციფიკაციის კერის გამოტოვებისა, რომელიც უკეთ დიაგნოსტირდება 2დ-კვლევის დახმარებით.

10. პროსტატის კიბოს სამკურნალო რევოლუციური პრეპარატი

2011 წელს დიდ ბრიტანეთში გამოჩნდა სამკურნალო საშუალება, რომელსაც სპეციალისტები ონკოლოგიაში ნამდვილ რევოლუციად მიიჩნევენ. პრეპარატი აბირატერონი შემთხვევათა 80%-ში ამცირებს სიმსივნის ზომებს ან ასტაბილურებს მას უკანასკნელ სტადიაზეც კი, როცა უკვე მეტასტაზებია წარმოქმნილი, და ტკივილის სინდრომსაც შესამჩნევად ამცირებს. პრეპარატი ბლოკავს ანდროგენების სინთეზს და შედეგად ამცირებს ტესტოსტერონის დონეს, რომელიც პროსტატის კიბოს ძირითად “საწვავად” მიიჩნევა. სამწუხაროდ, პრეპარატი უნივერსალური არ არის: კიბოს აგრესიული ფორმის მქონე პაციენტებს ის ვერ შველის, თუმცა, სულ მცირე, ორჯერ ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და მის ხარისხსაც აუმჯობესებს.