იცით თუ არა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცით თუ არა

* ინსულინი ასტიმულირებს ღვიძლში დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის გამომუშავებას. ეს “ცუდი” ქოლესტერინია, რომელიც ღვიძლის ცხიმოვან გადაგვარებას იწვევს.

* ჭარბი ინსულინი ზრდის სისხლძარღვთა გარშემო გლუვკუნთოვან ქსოვილს, რაც, თავის მხრივ, იწვევს არტერიების დაზიანებას, მათ დახშობას და ათეროსკლეროზს.

* ინსულინი ერთვება თრომბების დაშლის მექანიზმში და ხელს უწყობს მათ წარმოქმნას, ისინი კი ახშობენ არტერიებს.

* ინსულინი ავიწროებს სისხლძარღვებს და ამის ხარჯზე ზრდის არტერიულ წნევას.

* ინსულინი ხელს უწყობს სიმსივნური ქსოვილების ზრდას - ის ხომ ერთგვარი ზრდის ჰორმონია და უჯრედების გამრავლების სტიმულაცია შეუძლია.

* ჰიპერინსულინემია (სისხლში ინსულინის მომატება) შესაძლოა ქრონიკული ანთების მიზეზად იქცეს.

* საიდუმლო არ არის, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანებს გამხდრებზე გაცილებით ხშირად აწუხებთ ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ასთმა, ბრონქიტი, ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ქრონიკული ანთებები.

* სრულფასოვანი ერექცია შესაძლებელია მხოლოდ მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა სათანადო სისხლმომარაგების პირობებში, სისხლძარღვების შევიწროებისას კი ზოგჯერ ეს შეუძლებელი ხდება.

ასე რომ, როგორც იტყვიან, ზედმეტი არაფერი ვარგა.

ყველაფერი იცვლება

სინგაპურელმა მეცნიერებმა შექმნეს კუჭქვეშა ჯირკვლის ხელოვნური უჯრედები, რომლებიც ორგანიზმში ინსულინის სინთეზზე არიან პასუხისმგებელნი. მათ საშენ მასალად ლაბორატორიის თაგვების ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს. ხელოვნური უჯრედები აგებულებითა და ქიმიური თვისებებით ბუნებრივის ანალოგიურია და ძლიერ ეფექტიანია ინსულინის დეფიციტის პირობებში. თაგვების ორგანიზმში ხელოვნური უჯრედების შეყვანიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მათ სისხლში გლუკოზის დონე ნორმალურ მაჩვენებელს გაუტოლდა. ამასთან, ტრანსპლანტაციის შემდეგ არც ერთ საექსპერიმენტო ობიექტს არ განვითარებია ე.წ. მოცილების რეაქცია. უფრო მეტიც - ახალი უჯრედები განსაზღვრული ხნის შემდეგ სავსებით ინტეგრირდნენ კუჭქვეშა ჯირკვლის სტრუქტურაში. სპეციალისტების ინფორმაციით, ხელოვნურად გამოყვანილ კუნძულებს ინსულინის განუსაზღვრელი რაოდენობით გამომუშავების უნარი შესწევთ, რაც ექსპერიმენტმაც დაადასტურა. სინგაპურელ მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ რამდენიმე წელიწადში ასეთი კუნძულების შექმნა ადამიანებისთვისაც გახდება შესაძლებელი.

ბიოხელოვნური პანკრეასი

ამერიკელმა მეცნიერმა ჯოზეფ კენედიმ შექმნა ბიოხელოვნური კუჭქვეშა ჯირკვალი, რომელიც დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს სისხლში გლუკოზის დონის ინსულინის მუდმივი ინექციების გარეშე მართვის საშუალებას მისცემს. ხელოვნური ჯირკვალი ტიტანიუმისგან შექმნილი სიგარის ფორმის ხელსაწყოა, რომელსაც გარედან ნახევარგამტარი პოლიმერული მემბრანა ფარავს და რომლის შიგნით ღორის კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულინწარმომქმნელი უჯრედებია მოთავსებული. პოლიმერული მემბრანა ისეა კონსტრუირებული, რომ გლუკოზისა და ინსულინის სისხლში გადასასვლელად საუკეთესო პირობებს ქმნის და არც იმუნურ სისტემას აძლევს ხელოვნურად შეყვანილ უჯრედებზე იერიშის საშუალებას. უფრო მეტიც - მემბრანა უჯრედებს ვირუსებისგანაც კი იცავს. საინტერესოა ჯირკვლის ორგანიზმში მოთავსების გზებიც. მისი განთავსება შესაძლებელია ყველგან, სადაც კი სისხლი მიედინება, თუნდაც კანქვეშ. სისხლს მიაქვს მასთან ჟანგბადი, ხოლო მისგან გამოაქვს ცხოველქმედების პროდუქტები, მათ შორის - ნახშირორჟანგიც. ბიოხელოვნური პანკრეასი ერთსა და იმავე დროს ინსულინის წყაროს როლსაც ასრულებს და სისხლში შაქრის დონის ინდიკატორიც არის. ჯერჯერობით ექსპერიმენტები ძაღლებსა და ლაბორატორიულ ვირთხებზე ტარდება, თუმცა მეცნიერები უკვე გეგმავენ მოხალისეებზე ხელსაწყოს გამოცდას.

სიმსუქნე და დიაბეტი გენეტიკურადაც მეზობლობენ

ბევრმა უკვე იცის, რომ აღმოჩენილია გენი, რომელიც გაცხიმოვნებას და მის თანმხლებ შაქრიან დიაბეტს იწვევს. აღმოჩნდა, რომ ეს ორი - სიმსუქნესა და ენერგეტიკულ ბალანსზე პასუხისმგებელი - გენის გენეტიკური მეზობლობის შედეგი ყოფილა. ასეთი მეზობლობით გამოირჩევა მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, რეკორდული მაჩვენებელი კი ბრიტანელებს ეკუთვნით, სადაც ასეთი რამ მოსახლეობის 50%-ს აღენიშნება. გაცხიმოვნებისა და დიაბეტის თანმიმდევრული განვითარების გენეტიკური საფუძველი სულ ახლახან გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ სიმსუქნის განმსაზღვრელი გენის Mჩ4ღ-ის გვერდით მდებარეობს გენი, რომელიც ჩვენს სხეულში გენეტიკურ ბალანსს არეგულირებს - იმას, რამდენს ვჭამთ, რამდენს ვხარჯავთ და რამდენს ვინახავთ მარაგად. ამ ორი გენის მეზობლობა სამხრეთ აზიაში ევროპაზე 3-ჯერ ხშირია. სწორედ ამით აიხსნება, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობაში გაცხიმოვნებისა და ინსულინდამოკიდებულების მაჩვენებლები 25%-ით აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებს.

ინსულინი - მედლის მეორე მხარე

ინსულინი საციცოცხლო მნიშვნელობის ჰორმონია, თუმცა დიდი დოზებით ის ძლიერ საშიში ხდება. სისხლში მისი დონის მომატებისას მრავალი პრობლემაა მოსალოდნელი. რითია ინსულინი საშიში?

ნ ინსულინი ბლოკავს ცხიმების დამშლელ ფერმენტს, მარტივად რომ ვთქვათ, ის ჩვენს ორგანიზმში საიმედოდ “ინახავს” ცხიმს.

ნ კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ეს ჰორმონი ზრდის ღვიძლში ცხიმოვანი მჟავების სინთეზს, რაც ცხიმების დაგროვების პროცესისთვის სასტარტო სიგნალია.

ნ გამონაყარი, ქერტლი, სებორეა - არ ელოდით? რაც უფრო მაღალია სისხლში ინსულინის დონე, მით უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს ტრიგლიცერიდების სინთეზი და მით მეტი ცხიმი გამოიყოფა ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლებიდან მთელ სხეულზე, განსაკუთრებით კი ბეჭებსა და სახეზე.

ნ ინსულინი ასტიმულირებს ღვიძლში დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის გამომუშავებას. ეს “ცუდი” ქოლესტერინია, რომელიც ღვიძლის ცხიმოვან გადაგვარებას იწვევს.

ნ ჭარბი ინსულინი ზრდის სისხლძარღვთა გარშემო გლუვკუნთოვან ქსოვილს, რაც, თავის მხრივ, იწვევს არტერიების დაზიანებას, მათ დახშობას და ათეროსკლეროზს.

ნ ინსულინი ერთვება თრომბების დაშლის მექანიზმში და ხელს უწყობს მათ წარმოქმნას, ისინი კი ახშობენ არტერიებს.

ნ ინსულინი ავიწროებს სისხლძარღვებს და ამის ხარჯზე ზრდის არტერიულ წნევას.

ნ ინსულინი ხელს უწყობს სიმსივნური ქსოვილების ზრდას - ის ხომ ერთგვარი ზრდის ჰორმონია და უჯრედების გამრავლების სტიმულაცია შეუძლია.

ნ ჰიპერინსულინემია (სისხლში ინსულინის მომატება) შესაძლოა ქრონიკული ანთების მიზეზად იქცეს.

ნ საიდუმლო არ არის, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანებს გამხდრებზე გაცილებით ხშირად აწუხებთ ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ასთმა, ბრონქიტი, ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ქრონიკული ანთებები.

ნ სრულფასოვანი ერექცია შესაძლებელია მხოლოდ მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა სათანადო სისხლმომარაგების პირობებში, სისხლძარღვების შევიწროებისას კი ზოგჯერ ეს შეუძლებელი ხდება.