ფრჩხილების ენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფრჩხილების ენა

  • თეთრი ლაქები კალციუმისა და თუთიის ნაკლებობაზე მიანიშნებს;
  • გრძელი ხაზები - საკვების ცუდ შეწოვაზე;
  • განივი ღარები ცუდი კვების ან არანამკურნალები ქრონიკული დაავადებების ნიშანია;
  • დაჭმული კიდეები - გასტრიტის, ნევროზის, სქესობრივი დისფუნქციის;
  • ციანოზური ფერი - სისხლის მიმოქცევის დარღვევის, გულის მანკისა და ფილტვის პრობლემების;
  • სიფითრე ანემიაზე მეტყველებს, მაგრამ თუ ფრჩხილები ყოველთვის ასეთი ფერისა იყო, უნდა ვიფიქროთ, რომ ღრმად განლაგებული სისხლძარღვები გაქვთ;
  • სიწითლე სისხლის წითელი სხეულაკების სიჭარბეზე მიანიშნებს;
  • სიყვითლე - ღვიძლის სისუსტეზე;
  • საათის მინის მსგავსი ფრჩხილები ჟანგბადის ნაკლებობაზე მეტყველებს, რომელიც ხშირად შეინიშნება ფილტვებისა და გულის მძიმე დაავადებების დროს;
  • ფოროვანი ფრჩხილები ელენთის დაავადების შედეგი გახლავთ.

რატომ შრევდება და იმტვრევა ფრჩხილები

ფრჩხილების აშრევებასა და სიმყიფეს რამდენიმე მიზეზი აქვს.

მიზეზი 1 - რომელიმე ვიტამინის, მაკრო- ან მიკროელემენტის დეფიციტი

ფრჩხილის ფირფიტა შედგება კერატინისგან - ფიბრილური ცილისგან, რომლის სინთეზისთვის აუცილებელია ამინმჟავები: გლიცინი, ცისტეინი, ალანინი. მათ შეიცავს ფრინველის ხორცი, კვერცხი და ზღვის თევზი. გაზარდეთ რაციონში ამ პროდუქტების შემცველობა. ფრჩხილების მდგომარეობას გამოგიკეთებთ შემდეგი მინერალები:

  • კალციუმი. ეს ელემენტი აუცილებელია ძვლისა და შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებისთვის, შედის უჯრედების ბირთვისა და მემბრანის შემადგენლობაში, მონაწილეობს ნერვული ბოჭკოების აღგზნებაში, კუნთების შეკუმშვაში. კალციუმის წყაროა ყველი, ხაჭო და რძის სხვა ნაწარმი, კვერცხის ცილა, ისპანახი, ბროკოლი, ლობიო, ნიგოზი, ლეღვი.
  • მაგნიუმი. ის მონაწილეობს დნმ-ს წარმოებაში, ფერმენტულ და ჰორმონულ ცვლაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვკუნთოვან რეგულაციაში, პასუხს აგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღეზე. მაგნიუმს შეიცავს შვრია, წიწიბურა, ბრინჯი, ჭვავის პური, ლობიო, ბანანი, ნიგოზი, ისპანახი.
  • გოგირდი. ის ორგანიზმის ყველა ცილოვანი ნაერთის კომპონენტია, გარდა ამისა, შედის В ჯგუფის ვიტამინების: თიამინისა და ბიოტინის - შემადგენლობაში. გოგირდი მონაწილეობს კერატინის, კოლაგენური ბოჭკოების სინთეზში, შემაერთებელი და ძვლის ქსოვილის ფორმირებაში, სისხლის წარმოქმნის პროცესებში. გოგირდის წყაროა ხორცი, ფრინველი, ზღვის პროდუქტები, შვრია, წიწიბურა, ხახვი, ნიორი, ბოლოკი, პური, რძე, კვერცხი და ყველი.
  • ფოსფორი. ეს ელემენტი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე პრაქტიკულად ყველა ბიოქიმიურ რეაქციაში, შედის ფრჩხილის, ძვლის შემადგენლობაში. მისი წყაროა ხორცი, ფრინველი, კვერცხი, თევზი და ზღვის პროდუქტები, მზესუმზირა, ნიგოზი.

ამ ელემენტების, ასევე - ფრჩხილების სიჯანსაღეზე პასუხისმგებელი А, В1, В3, В5, С, D, Е ვიტამინების მარაგის შევსება შესაძლებელია ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსებით. წესისამებრ, მათ შემადგენლობაში შედის ჟელატინიც. ეს უკანასკნელი შეიძლება მივიღოთ ისეთი კერძებიდანაც, როგორებიცაა ლაბასხმული თევზი, ჟელე, ხაში, ლაბა.

მიზეზი 2 - ჯანმრთელობის პრობლემა

მყიფე, აშრევებული ფრჩხილები, უპირველეს ყოვლისა, ორგანიზმში ცვლის პროცესების დარღვევაზე მიუთითებს, რის გამოც ფრჩხილი ვერ იღებს ჯანსაღი ფირფიტის ფორმირებისთვის აუცილებელ ნივთიერებებს. ფრჩხილების აშრევება ხშირად იწყება ანთებითი დაავადებების, განსაკუთრებით - მათი ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ. ფრჩხილების სიმყიფე შესაძლოა იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, თირკმელების, პანკრეასის მუშაობის დარღვევის, ზოგიერთი ენდოკრინული დაავადების ნიშანი. ფრჩხილის ფირფიტის სისუსტე ზოგჯერ იმუნიტეტის დაქვეითების, გადაღლის, გადატანილი სტრესის გამო ორგანიზმის გამოფიტვის შედეგია.

მიზეზი 3 - ქიმიურ საშუალებებთან ხშირი კონტაქტი

ყოველგვარი საოჯახო საქმე, რომელიც კი სარეცხი საშუალებების ან აგრესიული შემადგენლობის სხვა ნივთიერების გამოყენებას მოითხოვს, რეზინის ხელთათმანებით აკეთეთ. დალაგების, ჭურჭლისა და სარეცხის რეცხვის, აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ ხელები კარგად შეიმშრალეთ და ფრჩხილებზე წაისვით მკვებავი კრემი ან ზეთი. დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, ფრჩხილის მიმდებარე ზონა დაიზილეთ კუტიკულებისთვის განკუთვნილი ზეთით. ფრჩხილებს ამაგრებს ზღვის ან სუფრის მარილის აბაზანა (1 სუფრის კოვზი მარილი 0,5 ლ წყალზე). ეს პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ, 20 წუთის განმავლობაში.

მიზეზი 4 - ფრჩხილების არასწორი დამუშავება

ფრჩხილების გასაქლიბავად გამოიყენეთ არა ლითონის, არამედ მინის ქლიბი. გაიქლიბეთ ისე, რომ ქლიბი ფრჩხილის ფირფიტის პერპენდიკულარულად გეჭიროთ. ფრჩხილის აშრევებისას გაქლიბვა უნდა მოხდეს გვერდიდან ცენტრისკენ და ზემოდან ქვემოთ. შარჩიეთ მცირეაბრაზიული ნაქლიბის ქლიბი. არასოდეს გაიხეხოთ აშრევებული ფრჩხილები - შესაძლოა მოგტყდეთ.