B9 - ბედნიერების ვიტამინი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

B9 - ბედნიერების ვიტამინი

გეტყვით. არსებობს ასეთი ვიტამინი - B9, ფოლიუმის მჟავა. ის ხელს უწყობს ორგანიზმში სეროტონინის გამომუშავებას, რომელიც, თავის მხრივ, ჩვენი პოზიტიური განწყობის განმსაზღვრელია. გარდა ამისა, ფოლატები ხელს უწყობს ერითროციტების შემადგენლობაში შემავალი ცილა ჰემის სინთეზს და ამით კანს სასიამოვნო ფერს სძენს. ფოლიუმის მჟავას დეფიციტის დროს კი ანემია ვითარდება.

ვიტამინ B9-ის წყალობით უმჯობესდება თმის, ფრჩხილებისა და კანის მდგომარეობა, რადგან იგი შედის ძირითადი საშენი ცილის - ალფა-კერატინის შემადგენლობაში. ყველამ ვიცით, რომ ახალგაზრდობა კანში კოლაგენის გამომუშავებაზეა დამოკიდებული, ფოლატები კი სწორედ ამ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობენ. ისინი ხელს უშლიან კანის ფოტოდაბერებას, რაც მასზე მზის სხივების ზემოქმედების შედეგია. ეს ვიტამინი ფასდაუდებელ დახმარებას უწევს მათ, ვინც ცხოვრების აქტიურ წესს მისდევს - ხელს უწყობს განსაზღვრული ცილების სინთეზს, რომლებიც კუნთურ ენერგიას ზრდის და გულის კუნთის მუშაობას აუმჯობესებს. გოგონებს, რომლებსაც ხშირად უფუჭდებათ გუნება, ასევე ვურჩევდით ფოლიუმის მჟავას მიღებას - მისი წყალობით აწეული სეროტონინის დონე მათ პოზიტიურ განწყობაზე იზრუნებს. ვიტამინი B9 აუცილებელია ორსულობისას. იგი ამცირებს ჩანასახის ნერვული მილის ანომალიების ალბათობას, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს ორსულობის პირველ 28 დღეს.

როგორ ჯობს მიღება?

ორგანიზმს დღე-ღამეში 400 მკ/გ ფოლიუმის მჟავა სჭირდება. მისი ნორმის შესავსებად ადამიანმა ყოველდღე უნდა მიიღოს 100 გ ცხვრის შემწვარი ღვიძლი (მისი ყოველდღე ჭამა ადვილი არ არის, ამიტომ შეიძლება შემწვარი კვერცხის გულებით შეცვლა). მცენარეული პროდუქტებიდან ფოლიუმის მჟავათი მდიდარია ფორთოხლის წვენი, ყვავილოვანი კომბოსტო, სალათის ფურცლები. ძნელია ყოველდღე იმდენი საკვების მიღება, რომ ფოლიუმის მჟავას სადღეღამისო ნორმა შევივსოთ, ამიტომ ზოგიერთი სპეციალისტი ფოლიუმის მჟავას აბებისა და კაფსულების სახით მიღებას გვირჩევს. შესაძლოა, ყველას ოქროს შუალედი სჯობდეს - რაციონის შედგენისას გავითვალისწინოთ პროდუქტები, რომლებიც ბუნებრივი სახით შეიცავს ბედნიერების ჰორმონს, ხოლო დანაკლისი სინთეზური ვიტამინებით შევივსოთ. არჩევანი თქვენზეა.

რომელი ჰორმონის წყალობით "დაფრინავს" შეყვარებული ადამიანი