ისრაელელი მეცნიერების გამოგონებათა ტოპ-10 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ისრაელელი მეცნიერების გამოგონებათა ტოპ-10

9 ჰერვანა

ეს გახლავთ ჩასახვის საწინააღმდეგო არაჰორმონული სუპოზიტორია (წამლის ფორმა სანთლის სახით), რომელსაც ხანგრძლივი მოქმედება აქვს. ამ მეთოდმა გეიტსის ფონდიდან მილიონდოლარიანი გრანტი დაიმსახურა. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ოჯახის დაგეგმვისას ეს საშუალება უფრო ხელმისაწვდომი, იაფი და სოციალურად მისაღებია.

8 vecoy

ეს ნანოპრეპარატი ვირუსების ნანომახეებია, რომლებსაც უჯრედების ინფიცირებამდე შეუძლიათ ვირუსების დაჭერა და განადგურება. ვირუსსაწინააღმდეგო საშუალებებსა და ვაქცინებთან შედარებით ეს წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია.

7 აგილი-c

ეს გახლავთ ხსნარი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მუხლის ჰიალინური ხრტილის რეგენერაცია. ბენ-გურიონის სახელობის უნივერსიტეტის ეს ნამუშევარი ევროკავშირმა მოიწონა და დასამტკიცებლად ფდა-ს წარუდგინა.

6 დიაბეტი

საპატიო მეექვსე ადგილს იკავებს მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალო ინსულინის კაფსულები, რომლებითაც შესაძლებელია ინექციების ჩანაცვლება. ეს გამოგონება ფარმაცევტულ კომპანია ორამედ-ს ეკუთვნის.

5 ხერხემლის იმპლანტანტები

იმპლანტანტებმა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ხერხემლის სახსრების ჩანაცვლება, წარსულში დატოვა ტოტალური ენდოპროთეზირება. ეს სიახლე კომპანია პრემია სპინე-ს ეკუთვნის და უკვე ხელმისაწვდომია ავსტრიაში, ისრაელში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში.

4 გაფანტული სკლეროზი

გაფანტული სკლეროზის სიმპტომებისა და ტკივილების სამკურნალო (მუდმივი შეყვანის გზით) ინოვაციური პრეპარატი შექმნეს კომპანია მაპი პჰარმა-ს მეცნიერებმა. მისი ბაზარზე გამოშვება 2017 წელს იგეგმება.

3 აპნოეს (ძილის დროს სუნთქვის შეკავების) საწინააღმდეგო ნიღაბი

ეს ნიღაბი განკუთვნილია მათთვის, ვინც ძილის დროს სუნთქვის შეკავებით იტანჯება. ეს მეტად რთული პრობლემაა, რადგან ძილის აპნოე შესაძლოა საშიშ მდგომარეობად იქცეს. ახალი ნიღაბი გულს ზედმეტად არ ტვირთავს და ამით უფრო მოხერხებულია. აპნოეს საწინააღმდეგო ნიღაბი კომპანია დისცოვერ მედიცალ-მა შექმნა.

2 სარძევე ჯირკვლის სიმსივნური პათოლოგიების სადიაგნოსტიკო აპარატი

კომპანია რეალ იმაგინგ-ის მეცნიერთა ჯგუფმა (ხელმძღვანელი არნონ ბოაზი) გამოიგონა აპარატი სარძევე ჯირკვლების ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის. მას არ სჭირდება ორგანოსთან კონტაქტი და მისგან არ მოდის რადიაციული გამოსხივება. აპარატი ანალიზს 3დ-ში ინფრაწითელი სხივების დახმარებით აკეთებს. ამ სიახლის საწარმოო გამოშვება 2015 წელსაა დაგეგმილი.

1 ალცჰაიმერის და შარკოს დაავადებების დიაგნოსტიკის ახალი ხერხი

ვაიცმანის სახელობის ინსტიტუტის პროფესორმა მ. შვარცმა შეიმუშავა ახალი მეთოდი, რომელიც სისხლის ანალიზის დახმარებით შარკოს დაავადებისა და ალცჰაიმერის დაავადების ადრეული სტადიების დიაგნოსტირების შესაძლებლობას იძლევა.