მოვემზადოთ გაზაფხულისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოვემზადოთ გაზაფხულისთვის

  • გენერალური დასუფთავება - შეიძლება, თამამად გადავყაროთ უსარგებლო ნივთები, მოვაწესრიგოთ სამუშაო ადგილი, კარადები და კომოდები;
  • გარდერობის დალაგება - ხშირად კარადა სავსე გვაქვს ტანსაცმლით, მაგრამ მაინც არ ვიცით, რა ჩავიცვათ. გადააწყვეთ ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იცვამთ, მოირგეთ ახალი იმიჯი ან შეცვალეთ ჩვეული ფერთა გამა.

გაზაფხულის სურნელი

გაზაფხულზე მძიმე, თბილ ტანსაცმელთან ერთად ზამთრის არომატისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ. უბრალო ენით რომ ვთქვათ, შევიცვალოთ სუნამო. მზიან დღეებს უფრო მსუბუქი, მცენარეული არომატი უხდება. ჯერ კიდევ არ დამდგარა ხილის სურნელით გაჯერებული სუნამოების დრო, რომლებიც იდეალურად მიესადაგება ცხელ ზაფხულს, მაგრამ უკვე შეიძლება გამოვიყენოთ აღმოსავლური პარფიუმი ძლიერი, დომინირებადი ნოტებით. გაზაფხულს უყვარს არომატით მსუბუქი თამაში. საგაზაფხულო სუნამოების ძირითადი ნოტები ყვავილოვანი უნდა იყოს. არჩევანი ფართოა: იასამნის, შროშანის მსუბუქი არომატით დაწყებული, ტიტების, ვარდების, აყვავებული ხეხილის თბილი, ნაზი ნოტებით დამთავრებული. თუ უფრო ტკბილი, ცვალებადი სურნელი გიყვართ, აირჩიეთ სუნამო გარდენიების, ჟასმინის არომატით. სწორედ ყვავილთა არომატია ყველაზე პოპულარული ყველა ასაკის ქალებს შორის და სწორედ გაზაფხულობით იყიდება ყველაზე მეტი სუნამო. გამოკითხვებიც მოწმობს, რომ მამაკაცებს უყვართ, როდესაც ქალებს ყვავილების სურნელი ასდით. საყვარელი არომატის არჩევა არ უნდა გაგიჭირდეთ, რადგან პარფიუმერიულ მაღაზიებში საგაზაფხულო კოლექციის სუნამოთა ფართო არჩევანია.

ვიმუშაოთ სხეულზე

გაზაფხულზე ვიხდით ფართო, ხალვათ ზედა ტანსაცმელს და ელეგანტური თხელი ბლუზონებითა და მოტკეცილი ჯინსებით ვიმოსებით. ამდენად, დღის წესრიგში დგება სხეულის ფორმებზე ზრუნვა. ადამიანის ორგანიზმი ბიორიტმებს, ე.წ. ცხოვრებისეულ ციკლებს ემორჩილება. ერთ-ერთი ასეთი ბიორიტმია სეზონურობა. გაზაფხული ზამთრის ძილისგან ბუნების გამოღვიძების დროა, ამიტომ ჩვენც ისე მიმზიდველად უნდა გამოვიყურებოდეთ, როგორც არასდროს. ამასთან, არც ზღვის სეზონია შორს... ზაფხულს სათანადო ფორმაში რომ შევეგებოთ, ახლავე უნდა დავიწყოთ ზრუნვა და მზადება. როგორ მოვიშოროთ ცივი ზამთრის დანატოვარი - ზედმეტი კილოგრამები და სახის არაჯანსაღი ფერი? დიეტებს წლის ამ დროს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. არ შეიძლება რაციონის მკვეთრი შეზღუვა. იმისთვის, რომ ზამთარში მომატებული კილოგრამებისგან ეფექტურად გავთავისუფლდეთ, მოდი, გავარკვიოთ, რა ვჭამოთ.

შევზღუდოთ:

  • ცხიმიანი საკვები: მაიონეზი, ნაღების კარაქი, ცხიმიანი ყველი, არაჟანი, ხორცი, თევზი და რძის ნაწარმი.
  • შემწვარი ხორცი და ბოსტნეული. ისინი, კალორიებთან ერთად, კანცეროგენებითაც მდიდარია. შემწვარის შესანიშნავი ალტერნატივაა მოხარშული, ორთქლზე მომზადებული და ჩაშუშული კერძი.
  • ტკბილეული და ცომეული: ფუნთუშები, ნამცხვრები, ტორტები, კანფეტები, ტკბილი ჩაი და ყავა. შაქრის მაგივრად თაფლი გამოიყენეთ, რძიანი შოკოლადის ნაცვლად მიირთვით მწარე, ხოლო კანფეტების ნაცვლად  - ჩირი.
  • სწრაფი საკვები: სოსისი, ძეხვი, კონსერვები, პიცა, ჰამბურგერი, ჩისბურგერი...
  • ტკბილი გაზიანი სასმელები, შაქრიანი წვენები, ბურახი.
  • ალკოჰოლი.

სწორი კვების შესანიშნავი დანამატია განტვირთვის დღე, რომელიც შეიძლება მოიწყოთ კვირაში ერთხელ. ერთი-ორი თვის შემდეგ შრომის შედეგს დაინახავთ. ეცადეთ, მენიუში რაც შეიძლება მეტი ნატურალური პროდუქტი ჩართოთ. მიირთვით:

  • მეტი ხილი, განსაკუთრებით - ციტრუსები, რომლებიც სავსეა ვიტამინებით და საგრძნობლად აქვეითებს მადას.
  • ბოსტნეული. მასში ბევრია ვიტამინი, მინერალი და უჯრედისი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის.
  • რძის მჟავე პროდუქტები. ისინი კალციუმის წყაროა.
  • ცილოვანი პროდუქტები - პარკოსნები, ქათმის ხორცი, თევზი.
  • წყალი. ორგანიზმმა საათივით რომ იმუშაოს, დღეში 2 ლიტრამდე წყალი მაინც უნდა დავლიოთ.

გასახდომად საკვებზე უარის თქმა არასწორია. ამ მეთოდის შედეგი შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს. შიმშილობისას დაკლებული რამდენიმე კილოგრამი ერთიორად დაგიბრუნდებათ დიეტის შეწყვეტიდან პირველივე კვირას, ამიტომ სწორი კვების მეშვეობით გახდომა ყველაზე გონივრული და სასარგებლოა. მხოლოდ სწორი კვებით წონის კორექცია შესაძლოა ვერ მოახერხოთ. მნიშვნელოვანია რეგულარული და სისტემატური ფიზიკური დატვირთვაც. გარეთ უფრო და უფრო თბილა, სუფთა ჰაერზე სეირნობაც უფრო და უფრო სასიამოვნო ხდება. მეტი იარეთ ფეხით, ნუ დაიზარებთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშის შესრულებას. თუ აუზსაც მიაკითხავთ, იდეალურ შედეგს მიიღებთ.