რა უპირატესეობა აქვს თმით დიაგნოსტირებას სისხლის ანალიზთან შედარებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უპირატესეობა აქვს თმით დიაგნოსტირებას სისხლის ანალიზთან შედარებით

თმით დიაგნოსტიკა! საოცარი მეთოდია, არა? წარმოიდგინეთ, 3-4 სმ სიგრძის 20-30 გრამი თმა სავსებით საკმარისია ანალიზისათვის. მეთოდის უპირატესობაზე თავად იმსჯელეთ - არავითარი სირთულე, არავითარი ტრავმა და ჩარევა ორგანიზმის “შიდა სამყაროში”, არავითარი რისკი იმისა, რომ გამოკვლევის შედეგად დამატებით რომელიმე ინფექციურ დაავადებას შეიძენთ, არავითარი ტკივილი. უბრალოდ, იკრეჭთ თმას და გამოსაკვლევად გზავნით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ უნიკალური მეთოდია, მით უფრო - მათთვის, ვისაც თითიდან სისხლის აღებაზეც კი აკანკალებს, რომ არაფერი ვთქვათ სხვა, რთულ სადიაგნოზო მანიპულაციებზე. რაც მთავარია, ეს ფინანსურადაც ხელსაყრელია. დღეს, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, გამოკვლევა და მკურნალობა ბევრისთვის არათუ უცხოეთში, სამშობლოშიც კი არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ როცა თმის გაგზავნა ნებისმიერ ქვეყანაში ფოსტითაც შეიძლება.

მაინც, რაზე მეტყველებს თმა?

თმის ანალიზი სპექტრული მეთოდით ხდება. განისაზღვრება მასში ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ელემენტების შემცველობა, მათი კონცენტრაცია და ურთიერთთანაფარდობა. უპირველეს ყოვლისა, ხდება ორგანიზმისთვის აუცილებელ ელემენტთა - კალიუმის, კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, თუთიისა და სპილენძის - განსაზღვრა-შეფასება. ჩამოთვლილ ელემენტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ორგანიზმისთვის. ისინი შედიან ფერმენტების, ჰორმონების, ვიტამინების, პიგმენტების, სასიცოცხლო მნიშვნელობის ცილოვანი კომპონენტების შემადგენლობაში, წარმართავენ ნივთიერებათა ცვლის ურთულეს პროცესებს და ამით ორგანიზმის ნორმალურ ცხოველმყოფელობას უზრუნველყოფენ. რაც შეეხება რუსი მეცნიერის ანატოლი სკალნის (იგი მოსკოვში მოქმედი თმით სადიაგნოზო ცენტრის - “ელემენტის” მთავარი სპეციალისტია) მიერ შემუშავებულ დიაგნოსტიკისა და პროგნოზირების მეთოდს - ის მინერალური ცვლის დარღვევას ეფუძნება. დადგენილია, რომ ორგანიზმში არსებული ნებისმიერი ქიმიური ელემენტის კონცენტრაცია თმაში გაცილებით მაღალია, ვიდრე სისხლსა და შარდში. როგორც სასარგებლო, ასევე მავნე ელემენტები თმაში უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი. მაგალითად, სისხლის შრატში კვლევის თანამედროვე მეთოდებით სარწმუნოდ შეიძლება განისაზღვროს 6-8 ელემენტის შემცველობა, მაშინ როცა თმაში 20-30 ელემენტის განსაზღვრაა შესაძლებელი. თმა წარმოადგენს საუკეთესო ბიოლოგიურ სუბსტრატს, რომელიც ორგანიზმში წლობით მიმდინარე პროცესებს ასახავს. აქედან გამომდინარე, მისი შესწავლა ყველაზე ინფორმაციულია ქრონიკულ დაავადებათა დიაგნოსტიკის თვალსაზრისით. გარდა ამისა, თმის ანალიზით შესაძლებელია ამა თუ იმ დაავადების წინასწარი პროგნოზირება კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე. მაგალითად, თმაში რკინის შემცველობის დაქვეითება ყველაზე ადრე მიუთითებს მოსალოდნელ რკინადეფიციტურ ანემიაზე; თუთიის უკმარისობა ცენტრალური ნერვული და იმუნური სისტემების “გასაჭირზე” მეტყველებს; ტყვიის ჭარბი შემცველობა ძვლოვან ქსოვილში არსებული გადახრების დამადასტურებელია. ძვლოვანი სისტემის დესტრუქციული (რღვევითი) პროცესების დროს, წესისამებრ, ამ ელემენტის რაოდენობა თმაში განსაკუთრებით იზრდება. ტყვია ცენტრალური ნერვული სისტემის დამაზიანებელი აგენტია. მისი სიჭარბისას ბავშვები ჰიპერრეაქტიულობას (მომატებულ აგზნებადობას) და აგრესიულობას ამჟღავნებენ. არ შეიძლება არ ვახსენოთ კადმიუმიც. მწეველთა ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით ბავშვებს, თმაში ეს ელემენტი ჭარბად აქვთ. კადმიუმი კი, როგორც ცნობილია, თუთიის ანტაგონისტია, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ამ უკანასკნელის გამოძევებას, რითაც განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს ცენტრალურ ნერვულ და შარდსასქესო სისტემებს. კადმიუმის სიჭარბისას, უპირველეს ყოვლისა, თირკმელების ფუნქცია ირღვევა. მწეველი ან მწეველთა გარემოცვაში ხშირად მყოფი ორსული საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ნაყოფის თირკმელებსაც. დადგენილია, რომ ყოველ ადამიანს, ასაკის, სქესის, კონსტიტუციისა და ტემპერამენტის შესაბამისად, ელემენტთა განსაკუთრებული, მისთვის დამახასიათებელი და განუმეორებელი “პორტრეტი” აქვს და ამ “პორტრეტის” განსაზღვრისთვის თმა ინფორმაციის უნივერსალური წყაროა.