“თმაში ჭაღარა სულ არ ნიშნავს გულში ჭაღარას!” - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

“თმაში ჭაღარა სულ არ ნიშნავს გულში ჭაღარას!”

საინტერესოა, რატომ და როგორ ჩნდება ჭაღარა. თმა ძაფისმაგვარი ეპითელური წარმონაქმნია. მას საკმაოდ რთული აგებულება აქვს. მისი ზრდა დამოკიდებულია წელიწადის დროზე (თბილ პერიოდში ეს პროცესი უფრო ინტენსიურია) და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. თმის ზრდა ნერვული და ენდოკრინული სისტემებით რეგულირდება. მასზე დიდ გავლენას ახდენს საკვებში A ვიტამინისა და დარიშხანის შემცველობა, ასევე - სხვა ფიზიკური თუ ქიმიური ფაქტორები, მათ შორის - ულტრაიისფერი სხივებიც. თმის ფერი მასში არსებული პიგმენტის სახეობითა და რაოდენობით განისაზღვრება (წითურ თმაში დიდი რაოდენობითაა რკინის შემცველი პიგმენტი). თმის თითოეული ღერი რამდენიმე თვიდან 4 წლამდე და მეტხანსაც ცოცხლობს. განსაზღვრული პერიოდის შემდეგ თმა ცვივა და ახლით იცვლება. 40-50 წლის შემდეგ თმის ღერში არსებული პიგმენტი თანდათან ქრება, ტვინოვანი და ქერქოვანი ნივთიერება ჰაერის ბუშტუკებით ივსება და საბოლოოდ ადამიანი ჭაღარავდება. ამრიგად, ჭაღარა პიგმენტს მოკლებული, ჰაერის ბუშტუკებით გაჯერებული თმაა. გაჭაღარავების პროცესი შეუქცევადია. მეცნიერმა შეინერმა თავის დროზე დაამტკიცა, რომ ჭაღარა თმა უფრო მალე იზრდება და პიგმენტირებულზე გამძლეცაა. გაჭაღარავებული ღერები უფრო ძნელად სწყდება ფოლიკულს და მათი ამოგლეჯა უფრო მტკივნეულიცაა. დაკვირვებულ თვალს არც ის გამოეპარება, რომ თმის გაჭაღარავება ძირიდან იწყება - თმის ძირები თეთრია, ბოლოები კი უწინდებურად პიგმენტირებული. ამრიგად, გაჭაღარავება ერთბაშად, არსებული ღერების სრული დეპიგმენტაციით არ ხდება. ეს პროცესი შეიძლება შევადაროთ იმ ფაბრიკის საქმიანობას, რომელიც პიგმენტის უქონლობის გამო უპიგმენტო, ჰაერის ბუშტუკებით სავსე პროდუქციის გამოშვებას იწყებს (მუქთმიან ადამიანებს თავდაპირველად შედარებით ბაცი ფერის, “გახუნებული” ღერები უჩნდებათ. ეს ღერები სწორედ პიგმენტის სიმცირის გამო გამოიყურება ასე). გაჭაღარავების პროცესის უჯრედულ და მოლეკულურ დონეზე გამოკვლევა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შედეგად, თმის სტრუქტურისა და შემადგენლობის შესწავლის საფუძველზე გახდა შესაძლებელი. მანამდე კი მეცნიერები დიდხანს დავობდნენ გაჭაღარავების პროცესის არსის შესახებ. ფრანგული და გერმანული სკოლები ფიქრობდნენ, რომ თმა ერთბაშად თეთრდება, ანუ დეპიგმენტაციას განიცდიან მთელი ღერები, და, აქედან გამომდინარე, მიაჩნდათ, რომ ნერვული სტრესის გამო ერთ დღეში ადამიანის გაჭაღარავება სავსებით შესაძლებელია. ამ თეორიის მომხრეები საყოველთაოდ ცნობილ არაერთ ისტორიულ ფაქტს იმოწმებდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ ლუდოვიკო სფორცა დაპატიმრების მეორე დღეს საპატიმროდან სრულიად გათეთრებული გამოიყვანეს. მნახველთა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ეშაფოტისკენ მიმავალი მარია-ანტუანეტა იხილეს - ქალს მომხიბლავი კულულები ერთ ღამეში შევერცხლოდა. ილია მეჩნიკოვს ამ პროცესთა საფუძვლად ქრომოფაგების მოქმედება მიაჩნდა. იგი ვარაუდობდა, რომ გარეგან გამღიზიანებელთა ზემოქმედების შედეგად ქრომოფაგები (პიგმენტის შთამნთქმელი უჯრედები) ძლიერ აქტიურდებიან და მაქსიმალური სისწრაფით ინელებენ პიგმენტს. სამედიცინო ლიტერატურაში არა მხოლოდ ხაზგასმულია ნერვული სტრესისა და ემოციურ-ფსიქიკური ტრავმების როლი გაჭაღარავების პროცესში, არამედ მითითებულია კიდეც, რომ ის უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სულიერ მდგომარეობას. საყურადღებოა, რომ პათოლოგიური გაჭაღარავება ნაადრევად, ზოგჯერ 20 წლის ასაკშიც კი ვითარდება. მას ხელს უწყობს სხვადასხვა ენდოკრინული და ინფექციური დაავადება, მათ შორის - თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, მუცლის ტიფი, ჰიპო- და ავიტამინოზი, ანემია. ამავდროულად, ისიც გაითვალისწინეთ, რომ გაჭაღარავება გენეტიკურადაა კოდირებული და ნაადრევი ჭაღარა ზოგჯერ მემკვიდრეობით გადაცემული ნიშან-თვისების გამოხატულებას წარმოადგენს. ასე რომ, გულს ნუ გაიტეხთ, გახსოვდეთ: “თმაში ჭაღარა სულაც არ ნიშნავს გულში ჭაღარას!”