მშიერ კუჭზე კევის ღეჭვა მავნებელია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მშიერ კუჭზე კევის ღეჭვა მავნებელია

(რომელსაც ტუტე რეაქცია აქვს) ხვდება კუჭში და ამცირებს მის მჟავიანობას. ამის საპასუხოდ (საკომპენსაციოდ) კუჭის ლორწოვანი გარსის ჯირკვლები დამატებით გამოყოფენ კუჭის წვენს (რომლის საფუძველიც მარილმჟავაა). თუ ეს პროცესი მშიერ კუჭზე მიმდინარეობს, პრობლემის თავიდან აცილება შეუძლებელი ხდება – მარილმჟავას აგრესიული მოქმედება, უპირველეს ყოვლისა, საკუთრივ კუჭის ლოროწვანზე აისახება. კუჭის წვენის მუდმივად გამღიზიანებელი ზემოქმედების შედეგად შესაძლოა კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი) ან წყლული ჩამოყალიბდეს.

მეორე მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია ის, რომ კევის ხანგრძლივად ღეჭვის პროცესში მუდმივ სტიმულაციას განიცდის სანერწყვე ჯირკვლები. თავიდან ისინი ინტენსიურად გამოყოფს ნერწყვს, მოგვიანებით კი ნერწყვის გამოყოფის უკმარისობა ვითარდება. ასეთი გამოვლინება შესაძლოა ქსეროსტომიის - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალის მიზეზი გახდეს.

იმასაც შეგახსენებთ, რომ მუდმივად კევის ღეჭვამ შესაძლოა კბილებიდან ბჟენების, ბრეკეტებისა და პროთეზების ამოგდება და კბილისირგვლივი ქსოვილების გადატვირთვა გამოიწვიოს, მით უფრო, პაროდონტის დაავადებათა დროს. რაც მთავრია, კევის შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა სახის საღებავი, კონსერვანტი, არომატიზატორი, სტაბილიზატორი თუ შემასქელებელი დანამატი ორგანიზმში მოხვედრისას არასასურველ გავლენას ახდენს ქსოვილებზე.

დაბოლოს, კევის ღეჭვასა და გამოყენებას თავისი კულტურა აქვს. კბილებიდან საკვების ნარჩენების მოცილების მიზნით საღეჭი რეზინი სულ 5-10 წუთი უნდა ღეჭოთ (სანამ  გემო და არომატი აქვს). პირის ღრუს ჰიგიენისათვის (თუ იმ დროს კბილების გამოხეხვის საშუალება არ არის) მაღალხარისხიანი კევი უნდა გამოიყენოთ!

თინათინ გოცაძე

საღეჭმა რეზინმა შესაძლოა კუჭის წყლული გამოიწვიოს

საღეჭი რეზინის ათწუთიანი ღეჭვა და მინუს 100 მილიონი ბაქტერია