როგორ ვავარჯიშოთ ტვინი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვავარჯიშოთ ტვინი

უნარით, უჩივიან აზროვნების სისწრაფეს, დარდობენ იმაზე, რომ ასაკთან ერთად მათი გონებრივი შესაძლებლობები უფრო და უფრო იკლებს. შეიძლება თუ არა, ვავარჯიშოთ ტვინი, რათა ყველა ჩამოთვლილი პრობლემა გადავჭრათ?ტვინში მიმდინარე პროცესების შესწავლის საფუძველზე მიჩნეულია, რომ ადამიანი თავისი გონებრივი შესაძლებლობების მხოლოდ 5-10%-ს იყენებს. ნეირომეცნიერები სხვადასხვანაირად უდგებიან ამ საკითხს. ზოგი ეთანხმება, ზოგი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამგვარ ფორმულირებას.

თუმცა ყველა ერთხმად აღიარებს, რომ გონებრივი შესაძლებლობანი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ესენია: მემკვიდრეობა, ცხოვრების წესი, გარე სამყარო, კვების თავისებურებანი და ცალკეული ჩვევები. ყველასათვის ცნობილია, რომ თანამედროვე თეორიული ფიზიკის ფუძემდებელი ალბერტ აინშტაინი სკოლაში წარჩინებით არ გამოირჩეოდა. ალბათ, თქვენც იცნობთ ადამიანებს, რომლებიც ბავშვობაში ვერავის აოცებდნენ მეხსიერებითა და გონებრივი შესაძლებლობებით, მაგრამ ამა თუ იმ "ინტელექტუალურ" პროფესიაში დიდ წარმატებას მიაღწიეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ტვინი "ვარჯიშდება და მწვერვალებსაც იპყრობს". მეცნიერებს დღემდე უამრავი კვლევა ჩაუტარებიათ იმის გასარკვევად, როგორ შეიძლება ადამიანის გონებრივი პოტენციალის ამაღლება, იმ ძირითადი მეთოდების შემუშავება, რომლებიც საშუალებას მისცემს ადამიანს, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოს მეხსიერება და აზროვნების ფუნქცია. საფუძვლიანად არის შესწავლილი ტვინისთვის სასარგებლო უნარ-ჩვევები, საკვები პროდუქტები და მათი გავლენა, იმ ადამიანთა ცხოვრების წესი და ცხოვრებისეული პრიორიტეტები, რომლებმაც ღრმა სიბერემდე შეინარჩუნეს მახვილი გონება და კრეატიული აზროვნების უნარი. გთავაზობთ რამდენიმე შემოწმებულ და ექსპერიმენტულად დასაბუთებულ რეკომენდაციას.

როგორ ვავარჯიშოთ ტვინი

სწავლა. სწავლა სიბერემდეო, ხომ გაგიგონიათ. გახსოვდეთ, სწავლა აუცილებელია ნებისმიერ ასაკში. როცა ცდილობთ რაღაცის დამახსოვრებას, დასწავლას, რაღაცაში გარკვევას, რაღაც რთულის ამოხსნასა და გაგებას, აღქმას, დაუფლებას, ამ დროს სტიმულირდება დოფამინის გამოთავისუფლება (რაც ხელს უწყობს ნეირონების ზრდას) და ნეირონებს შორის ახალი სინაფსები (კავშირები) ყალიბდება. ამოხსენით კროსვორდები, რთული თავსატეხები, იკითხეთ საინტერესო წიგნები, იზეპირეთ ლექსები, უბრალოდ უცხო სიტყვები, ბრძნული გამონათქვამები ან ცნობილი ადამიანების ფრაზები. შეუდექით უცხო ენის შესწავლას, თუნდაც სიბერეში. ყველაფერი ეს ავარჯიშებს ტვინს, იცავს ორგანიზმს ალცჰაიმერის დაავადებისგან.

ვარჯიში სუფთა ჰაერზე. ჟანგბადი ენერგიის მთავარი წყაროა. ოდითგანვე ცნობილია, რომ ფიზიკური ვარჯიში აკაჟებს ორგანიზმს, აძლიერებს კუნთებს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, ამაღლებს ზოგად ტონუსს. უკანასკნელმა გამოკვლევებმა კი დაადასტურა, რომ სუფთა ჰაერზე ვარჯიში კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციაზეც, უზრუნველყოფს მის ეფექტურ მუშაობას. დღეში სულ 30-წუთიანი ვარჯიშიც საკმარისია, რომ კოგნიტიური ფუნქციების შესრულება 5-10%-ით გაუმჯობესდეს. დადებითი ეფექტის მისაღებად სუფთა ჰაერზე გასეირნებაც კმარა, რომ არაფერი ვთქვათ ძუნძულსა თუ სირბილზე.

სრულფასოვანი ძილი. ძილს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის, ყველას კარგად მოეხსენება. ტვინმა, იმისთვის რომ კარგად "იმუშაოს", კარგად უნდა გამოიძინოს. ჯანსაღი აზროვნებისა და კოგნიტიურ ფუნქციათა სრულყოფილად წარმართვისთვის აუცილებელია დღე-ღამეში არანაკლებ 7-საათიანი სრულფასოვანი ძილი.

ახალი გარემო. ტვინის გასავარჯიშებლად თურმე ძალიან სასარგებლოა აქტიური დასვენება, მუზეუმების, გამოფენებისა და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილების თვალიერება, უცხო ქალაქში სეირნობა, საზოგადოდ, მოგზაურობა. ყოველივე ეს მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას, მეხსიერების მექანიზმთა მობილიზებას. უცხო გარემოში ორიენტირება ამახვილებს ყურადღებას, ავარჯიშებს გონებრივ შესაძლებლობებს. მიღებული შთაბეჭდილებები ააქტიურებს ტვინის ცალკეულ სტრუქტურებს. გარდა ამისა, მოგზაურობის შემდეგ ადამიანები, წესისამებრ, შთაბეჭდილებათა გაზიარებას ცდილობენ, შესაბამისად, იმახსოვრებენ და შემდგომ ცდილობენ სახელწოდებების, ფასების, მარშრუტების, ფაქტებისა და მოვლენების გახსენებას, რაც, თავის მხრივ, აუმჯობესებს მეხსიერებას.

მზე მუხტავს ტვინს. დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ გარუჯვა და, საზოგადოდ, მზის სხივები კანისათვის მავნებელია, თუმცა კარგა ხანია დადგენილია D ვიტამინის სარგებლობა მთლიანად ორგანიზმისა და კერძოდ ტვინისთვის. მეცნიერებმა ექსპერიმენტულად დაადასტურეს, რომ მზის აბაზანების მოყვარულები გაცილებით უკეთ ასრულებენ ტესტურ დავალებებს, ვიდრე ისინი, ვისაც ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა აღენიშნება. ადამიანები, რომლებიც დღეობით არიან მოკლებულნი მზის სინათლეს, შეკავებით და შენელებულ რეაქციებს აამჟღავნებენ, აზროვნება და კონცენტრაციის უნარი რამდენადმე დაქვეითებული აქვთ.

აწარმოეთ დღიური. ძველად აქტიურად მისდევდნენ დღიურების წარმოებას, რეგულარულად იწერდნენ შთაბეჭდილებებს, აღწერდნენ ცალკეულ მოვლენებსა და ფაქტებს. თურმე ყოველივე ეს მეტად სასარგებლოა ტვინის ისეთი უმაღლესი ფუნქციების განვითარებისთვის, როგორებიცაა მეხსიერება, ყურადღება, ფორმულირების უნარი და განსაზღვრებათა მინიჭება. რეგულარულად ჩაიწერეთ ყველაფერი, რასაც კი მნიშვნელოვნად მიიჩნევთ: იდეები, აზრები, სახელწოდებები, ამოცანები, მოვლენები და სხვა. გახსოვდეთ, რასაც იწერთ, უკეთ გამახსოვრდებათ.

იცეკვეთ. იაპონელი მეცნიერები გვამცნობენ, რომ "სიბერის მარაზმის" თავიდან აცილება მხოლოდ ცეკვითაა შესაძლებელი. როდესაც ადამიანი ცეკვავს, მისი სხეული და ტვინი შეწყობილად მუშაობს. ცეკვის დროს მოძრაობა მოითხოვს ნატიფ ფსიქომოტორულ კოორდინაციებს, რაც ზრდის ყურადღებას და დადებით გავლენას ახდენს სივრცით ორიენტაციაზე. გადაწყვეტილებებიც უფრო სწრაფად მიიღება და, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ცეკვის ახალი ილეთების დასწავლა აზროვნების ფუნქციასაც საგრძნობლად აწრთობს.

ხშირად ითამაშეთ ჭადრაკი და ტეტრისი. ნეირომეცნიერები გვირჩევენ, მეხსიერებისა და ყურადღების განვითარებისთვის ყოველდღიურად ვითამაშოთ ჭადრაკი. თანდათანობით შეეჯიბრეთ უფრო და უფრო ძლიერ მეტოქეს. ასე გაიაქტიურებთ აზროვნებას, იპოვით ლოგიკურ გზებს, გაავარჯიშებთ ტვინს. საინტერესო მონაცემები მიიღეს მეცნიერებმა ტეტრისის თამაშის დროს ადამიანის ტვინის ფუნქციობის შესწავლის დროსაც. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ტეტრისის ხანმოკლე სეანსებიც კი ზრდიდა ტვინში რუხი ნივთიერების რაოდენობას, აუმჯობესებდა ამოცანათა გადაჭრის უნარს სივრცითი აზროვნებისას, საზოგადოდ, ამაღლებდა გონებრივ აქტივობას. ნეირომეცნიერთა აზრით, ლოგიკური კომპიუტერული თამაშები ასევე ავარჯიშებს ტვინს და არამც და არამც არ უწყობს ხელს მის "დაჩლუნგებას", როგორც ბევრი ამტკიცებს.

ერიდეთ გადაძღომას. ნერიომეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მშიერი საცდელი ვირთაგვები უმაღლესი კოგნიტიური ფუნქციების შესაფასებელ ტესტებს უკეთ ასრულებდნენ, ვიდრე კარგად დანაყრებულები. ასე რომ, თუ გამოცდის ჩაბარებას აპირებთ, გადაძღომას არ გირჩევთ. თუმცა არც შიმშილია რეკომენდებული - ნუ დაგავიწყდებათ, რომ ტვინის ეფექტური ფუნქციობისთვის გლუკოზა აუცილებელია!