რაზეა დამოკიდებული ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაზეა დამოკიდებული ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები

ფაქტები

  • დედამიწაზე უდიდესი ცხოველი ლურჯი ვეშაპია, რომლის ტვინიც 6800 კგ-ს იწონის. ამასთან, ტვინის თითოეული გრამი სხეულის 20 კგ-მდე მასას განაგებს, რაც ძალიან ცოტაა.
  • ადამიანის ტვინის საშუალო წონა 1300-დან 1700 გრამამდეა.
  • ტვინის ხვეულები და ღარები იმისთვის არსებობს, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს ტვინის ზედაპირის საერთო ფართობი, რათა მასზე რაც შეიძლება მეტი ნეირონი დაეტიოს.

თეორიულად, რაც უფრო მეტია ნეირონი, მით უკეთესი უნდა იყოს ტვინის ფუნქციაც, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ რაოდენობა ხარისხის პირდაპირპროპორციული ყოველთვის არ არის. გონებრივი შესაძლებლობების განსაზღვრისას მნიშვნელოვანია იმ ნეირონთა რაოდენობა, რომლებსაც ერთმანეთთან კავშირი აქვთ და ინფორმაციას ცვლიან. რაც უფრო მეტი კონტაქტია ნერვულ უჯრედებს შორის, მით უფრო პროდუქტიულად მუშაობს ტვინი.

გენიოსებად იბადებიან თუ ხდებიან?

თურმე იბადებიან. ადამიანის ტვინის განსაზღვრული ნაწილები პასუხს აგებენ განსაზღვრულ ფუნქციებზე. გენიოსებს ტვინის განსაკუთრებული უბნები გაცილებით აქტიურიც აქვთ და უკეთ განვითარებულიც, ვიდრე დანარჩენებს. მაგალითად, მათემატიკური ნიჭი თავის ტვინის იმ ზონის დამსახურებაა, რომელიც თვლაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, გენიოსებს საკმაოდ მაღალი აქვთ ნეირონების კონცენტრაცია. ეს ყველაფერი გენეტიკურადაა განსაზღვრული და ყველაზე მეტი, რისი გაკეთებაც მშობლებს შეუძლიათ, ის არის, რომ უპოვონ შვილს ინტელექტუალური ცხოვრების თანამგზავრი, სწორი მიმართულება მისცენ მის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს. თუმცა, ერთი ფუნქციის ძლიერი განვითარება სხვა უბნის შედარებით ნაკლები განვითარებით კომპენსირდება. მაგალითად, ფენომენალური უნარების მქონე ბავშვები ხშირად უჩივიან ჯანმრთელობას და, ჩვეულებრივ, სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელიც დაბალი აქვთ.

ასაკი და გონებრივი შესაძლებლობები

ადამიანის ტვინი 25 წლამდე ვითარდება. 40 წლამდე სტაციონარული პერიოდია, მერე კი ასაკობრივი ცვლილებები იწყება. იაპონელებმა დაადგინეს, რომ საშუალო ასაკის შემდეგ ტვინი დაპატარავებას იწყებს, მასში მიმდინარეობს ატროფიული ცვლილებები, მცირდება ნერვული უჯრედების რაოდენობა, რომლებსაც ტვინის ბრძანებები საჭირო ინსტანციამდე მიაქვთ. აზროვნებაზე ეს უშუალო გავლენას ახდენს, მაგრამ დიდად თვალშისაცემიც არ არის, რადგან ადამიანის ტვინს ნერვული უჯრედების საკმაოდ დიდი მარაგი აქვს. მიუხედავად ამისა, ასაკობრივი ცვლილებები დროთა განმავლობაში მაინც გარდაუვალია.


შეიძლება თუ არა ტვინის გავარჯიშება?

განსაზღვრულ ინტელექტუალურ უნარებს ადამიანი მემკვიდრეობით იღებს, თუმცა ბევრი მათ განუწყვეტლივ, მთელი სიცოცხლე ავარჯიშებს, ისევე როგორც კუნთებს. მოწაფეობისა და სტუდენტობის წლებში ამას აქტიურად ვაკეთებთ, ხოლო 40 წლიდან, როდესაც თავის ტვინში ატროფიული ცვლილებები იწყება - ნაკლებად. როგორც კუნთი პატარავდება ვარჯიშის გარეშე, ისევე იკლებს დატვირთვის გარეშე დარჩენილი ტვინის გონებრივი შესაძლებლობები.

დადებითი ემოციები ტვინის დაბერების საუკეთესო პროფილაქტიკაა

გონებრივი შესაძლებლობების შენარჩუნებაში დიდ როლს ასრულებს დადებითი ემოციური ფონი. ტემპერამენტი და ემოციური თვისებები, ჩვეულებრივ, დაბადებიდანვე დევს ადამიანში, იგი ან პესიმისტია, ან ოპტიმისტი. დადასტურებულია, რომ ოპტიმისტებს გაცილებით იშვიათად ემართებათ ინსულტი და ცერებრული პათოლოგიები, ვიდრე პესიმისტებს.

ქალები და მამაკაცები

ქალისა და მამაკაცის ტვინი რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისგან. ქალებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული მარცხენა ნახევარსფერო, რომელიც ემოციებსა და მეტყველებაზეა პასუხისმგებელი, მამაკაცებს კი მარჯვენა, რომელიც ლოგიკურ აზროვნებას განაგებს, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, როდესაც ქალებს მარჯვენა ნახევარსფერო მეტად აქვთ განვითარებული, ვიდრე მარცხენა. ასეთ ქალებზე ამბობენ, რომ მამაკაცური ტვინი აქვთ.

ნერვული უჯრედებიც აღდგება

მოძველებულია წარმოდგენა, თითქოს ნერვულ უჯრედებს აღდგენის უნარი არ გააჩნია. მათ შეუძლიათ რეგენერაცია. ამიტომაცაა, უკანასკნელ ხანს შესამჩნევად რომ გაიზარდა ინსულტგადატანილთა რეაბილიტაციის შედეგები.

თამბაქო გონებრივ პოტენციალს აქვეითებს

დღეს კარგადაა ცნობილი ყველა ზიანი, რომელსაც კი ორგანიზმს თამბაქოს წევა აყენებს. გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, თამბაქო ვნებს გონებრივ შესაძლებლობებს და საგრძნობლად აქვეითებს ადამიანის ინტელექტუალურ კოეფიციენტს. ადამიანის ტვინს გამუდმებით სჭირდება ჟანგბადი, გონებრივად მომუშავენი კი თამბაქოს წევისას ვერ იღებენ საჭირო ოდენობის ჟანგბადს.

გონებრივი შესაძლებლობები გენეტიკურადაა განსაზღვრული

აღმოჩენილია გენი, რომელიც ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს განაგებს. ეს KL-Vშ გენია, რომლის მატარებელ ადამიანს ინტელექტის კოეფიციენტი 6 პუნქტით მაღალი აქვს. ინტელექტის გენი პასუხს აგებს აგრეთვე გულის კუნთის სიჯანსაღეზე. ასე რომ, იგი ერთსა და იმავე დროს ჩვენს გონებრივ პოტენციალზეც ზრუნავს და სიცოცხლესაც გვიხანგრძლივებს.

უძილობა აქვეითებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს

დადასტურებულია, რომ ძილის უკმარისობა, ისევე როგორც ჭარბი ძილი, ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია შუახნის ადამიანებთან, რომლებსაც დღეში 6 საათზე ნაკლები ან 8 საათზე მეტი სძინავთ. ეჭვს აღარ იწვევს, რომ უძილობაც და ჭარბი ძილიც ორგანიზმის გონებრივი დაბერების მთავარი მიზეზებია. თანამედროვე ცივილიზაცია ადამიანისგან აქტიურ, მოვლენებით დატვირთულ ცხოვრებას ითხოვს. მოუცლელობის გამო ბევრი იძულებულია, უარი თქვას ძილზე, რასაც მისი კოგნიტური უნარები ეწირება. ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა 7 საათია. ეს ის დროა, რომლის განმავლობაშიც ყველა ორგანო ასწრებს დასვენებას, განტვირთვას და მომდევნო დაძაბული დღისთვის მომზადებას. გამოუძინებლობა პროვოცირებას უწევს სისხლში იმ ჰორმონთა გამომუშავებას, რომლებიც ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, ხანგრძლივი ძილი კი კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას იწვევს.