10 ტექნოლოგია, რომლებიც სუპერადამიანის შექმნის საშუალებას იძლევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

10 ტექნოლოგია, რომლებიც სუპერადამიანის შექმნის საშუალებას იძლევა

10. ინტერფეისი თავის ტვინსა და კომპიუტერს შორის

მრავალი წლის განმავლობაში ადამიანის თავის ტვინსა და გარე მოწყობილობას (ვთქვათ, ტელევიზორს ან კომპიუტერს) შორის პირდაპირი კავშირის დამყარება სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდ მიიჩნეოდა. ამ ტიპის პირველი მოწყობილობები მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების შუა ხანებში გამოსცადეს ადამიანებზე და კვლევები მას შემდეგ გრძელდება. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოციან წლებში იყო ცნობილი, რომ თავის ტვინი ელექტრულ სიგნალებს გამოიმუშავებს. შესაბამისად, გაჩნდა იდეა, ეს სიგნალები მექანიკური მოწყობილობების სამართავად ან პირიქით მიემართათ. ბევრი ასეთი აპარატი სადღეისოდ სმენის ან მხედველობის აღსადგენად გამოიყენება, ზოგი მათგანი კი პარალიზებული ავადმყოფების მოძრაობათა აღდგენას ემსახურება.

9. ეგზოჩონჩხები

მექანიზებულ ეგზოჩონჩხებზე სადღეისოდ არსებული წარმოდგენა ძალიან ჰგავს იმ “ძალოსნურ ჯავშნებს”, რომლებსაც ფილმ “ვარსკვლავური დესანტის” გმირები იყენებდნენ. სინამდვილეში კი ის ტექნოლოგიები, რომლებზეც მეცნიერები მუშაობენ, ორიენტირებულია არა უცხოპლანეტელებთან ან გიგანტურ რობოტებთან ბრძოლაზე, არამედ ინვალიდების მობილურობის აღდგენაზე, გამძლეობისა და ტვირთამწეობის მომატებაზე. მაგალითად, ერთ-ერთი კომპანია უკვე აწარმოებს ალუმინისა და ტიტანისგან დამზადებულ ოცკილოგრამიან კოსტიუმს, რომელიც აშშ-ის რამდენიმე საავადმყოფოში გამოიყენება. მისი მეშვეობით ზურგის ტვინის ტრავმის გამო პარალიზებული ადამიანები გადაადგილებას ახერხებენ.

8. ნეირონული იმპლანტანტები

თავში ჩადგმული კომპიუტერი? ურიგოდ არ ჟღერს. მაგრამ მაინც რას წარმოადგენს სინამდვილეში ის მოწყობილობები, რომლებსაც ექიმები ტვინში დგამენ? ნეირონული იმპლანტანტი - ეს ის მოწყობილობაა, რომელსაც თავის ტვინის რუხ ნივთიერებაში ჩაზრდა შეუძლია. რასაც სხეულისთვის აკეთებენ ეგზოჩონჩხები, იმასვე აკეთებენ იმპლანტანტები ტვინისთვის. მათი უმრავლესობა დაზიანებული უბნების ჩასანაცვლებლად გამოიყენება და კოგნიტიურ ფუნქციებს აღადგენს. არსებობს ტვინის “გამაძლიერებელი” იმპლანტანტები, ზოგი იმპლანტანტი კი თავის ტვინის გარე მოწყობილობებთან კავშირისთვის არის შექმნილი. 1997 წელს დამტკიცებულ იქნა, რომ იმპლანტანტები ეფექტურია პარკინსონის დაავადებისა და დისტონიის მკურნალობისას. მათ ეფექტურობის სხვადასხვა ხარისხი გამოავლინეს დეპრესიისა და ქრონიკული ტკივილების მკურნალობის დროსაც.

7. კიბერორგანოები

პროთეზირებას მრავალი წელია მიმართავენ დაკარგული კიდურების შესაცვლელად, მაგრამ პროთეზების თანამედროვე ვერსიებს, კიბერორგანოებს, მხოლოდ ესთეტიკური დანიშნულება როდი აქვთ - მათ ფუნქციების აღსადგენადაც იყენებენ. კიბერპროთეზის წყალობით დაკარგული ხელი მხოლოდ გარეგნულად კი არ აღდგება, არამედ ფუნქციობასაც მოახერხებს.

6. ეგზოკორტექსი

Exocortex ინფორმაციის დამუშავების თეორიული სისტემაა, რომლის მეშვეობითაც ბიოლოგიური ტვინი კომპიუტერთან ერთად მოქმედებს. ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ თავის ტვინს უფრო მეტი ადგილი ექნება ინფორმაციის შესანახავად, არამედ იმასაც, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფე. კარგად თუ დავუკვირდებით, იმასაც დავინახავთ, რომ ადამიანები თვალსაწიერის (მეხსიერების, უფრო მეტი ინფორმაციის მიღების და სხვა) გასაფართოებლად უკვე დიდი ხანია იყენებენ კომპიუტერებს. ინტერნეტიც კი შეიძლება განვიხილოთ ამ ტექნოლოგიის პროტოტიპად, ვინაიდან ის უდიდესი და მრავალმხრივი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

5. გენური ინჟინერია

დაავადებათა მკურნალობის კუთხით გენურ თერაპიასა და გენურ ინჟინერიას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე მედიცინის ნებისმიერ სხვა დარგს. ამ ტექნოლოგიის ყველაზე მკაფიო მაგალითს გენეტიკური დაავადებების განკურნება წარმოადგენს.

4. ნანომედიცინა

ბევრს ჯერ კიდევ ეშინია ნანოტექნოლოგიების, მაგრამ ამ ტექნოლოგიამ მედიცინაში ფართო გავრცელება პოვა. სადღეისოდ მკვლევრები ნანოტექნოლოგიებით ყველა დაავადების განკურნებას და თვით სიკვდილის დამარცხებასაც გვპირდებიან. ნანომედიცინის თანამედროვე დონე სამკურნალო პრეპარატების სხვადასხვა ორგანომდე მიტანის შესაძლებლობას იძლევა. არსებობს სხვა მეთოდებიც, მათ შორის - ორგანიზმში მოლეკულური ნაწილების დისპერსიისაც. მაგალითად, ფილტვის კიბოს ექსპერიმენტული მკურნალობისას გამოიყენება ნანონაწილაკები, რომლებსაც ადამიანი აეროზოლის სახით ჩაისუნთქავს. ისინი ფილტვის დაზიანებულ ნაწილებში სახლდებიან და შემდეგ, გარეგანი მაგნიტის დახმარებით გახურებისას, კლავენ ავადმყოფ უჯრედებს. საბოლოოდ კი ადამიანის ორგანიზმის საკუთარი რეაქცია მკვდარ უჯრედებსა და ნანონაწილაკებს გაიწოვს ან გარეთ გამოაძევებს.

3. თავის ტვინის შენახვა

ტრანსჰუმანიზმის ფილოსოფიის მიმდევრები თავის ტვინის შენახვის იდეებზე სვამენ მთავარ აქცენტს. მათ მიაჩნიათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანი შეძლებს, ფიზიკური სხეულის გარეშე ან მის საზღვრებს გარეთ იარსებოს. ეს იდეა არსით ადამიანის თავის ტვინის შენახვის პრობლემამდე მიდის. სადღეისოდ შესაძლებელია დაბალ ტემპერატურაზე (-150 0C) ადამიანის მთელი სხეულის შენახვა, მაგრამ მეცნიერები მუშაობენ ქიმიური კონსერვაციის საკითხებზეც, რომელთა გამოყენების შემთხვევაშიც ზედაბალი ტემპერატურა საჭირო არ იქნება.

2. ხელოვნური სხეული

სადღეისოდ უკვე შეიძლება ადამიანის სხეულის ზოგიერთი ნაწილის შეცვლა ორგანოებით, რომლებიც წინასწარ არის დაპროექტებული ან ლაბორატორიაშია გამოზრდილი. არ არის გამორიცხული, მომავალში შესაძლებელი გახდეს მთელი სხეულის და თავის ტვინის შექმნა. სადღეისოდ 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ერთად მუშაობს ისეთი აპარატის შესაქმნელად, რომელიც ადამიანის თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილის იმიტირებას შეძლებს. პირველ პროტოტიპად მიჩნეულია ოცსანტიმეტრიანი ფირფიტები, რომლებიც 51 მილიონ ხელოვნურ სინაფსს შეიცავს. პროექტის ხელმძღვანელი ჰენრი მარკრამი აცხადებს, რომ ხელოვნური ტვინი უახლოეს ათწლეულში შეიქმნება.

1. ცნობიერების ჩატვირთვა

ფუტურისტ რეი კურცვეილს მიაჩნია, რომ 2040-2045 წლებში ადამიანი საკუთარი ცნობიერების კომპიუტერში ჩატვირთვას შეძლებს. სადღეისოდ ამ აზრს მრავალი მეცნიერი თუ ფილოსოფოსი იზიარებს. ჩვენს დროში უკვე ხდება ვირტუალური სამყაროების განვითარება და სრულიადაც აღარ გვეჩვენება წარმოუდგენლად, უახლოეს მომავალში მართლაც მოხერხდეს ციფრულ მეტასამყაროში ცნობიერების კოპირება.