რაზეა დამოკიდებული ჩვენი ბიორიტმები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაზეა დამოკიდებული ჩვენი ბიორიტმები

კრიტიკულობის დონე პიკს აღწევს და ადამიანი განსაკუთრებით შეუძლოდ გრძნობს თავს მაშინ, როცა ერთმანეთს ემთხვევა ორი ან სამივე ბიორიტმის კრიტიკული გარდატეხა. ფიზიოლოგები სხვაგვარად ახდენენ ბიორიტმთა კლასიფიკაციას. ორგანიზმის ცხოველმყოფელობის პროცესთა ციკლურ აქტივობას ისინი ხანგრძლივობით განსაზღვრავენ. გამოყოფენ სამი სახის რიტმს:

1. ცირკადულს (ლათ. ცირცა - ახლოს, დიეს - დღე), რომელსაც დღე-ღამის განმავლობაში პერიოდული ცვლა ახასიათებს. ასეთია, მაგალითად, ძილისა და ღვიძილის, სხეულის ტემპერატურის ცვალებადობის, სისხლში ჰორმონების გამოყოფის რიტმები.

2. ინფრადიანურს (ლათ. ინფრა - ნაკლები), რომელიც შედარებით გაიშვიათებული სიხშირით მეორდება ანუ უფრო ხანგრძლივი ციკლურობა ახასიათებს. ასეთია, მაგალითად, მენსტრუალური ციკლი, სეზონური ცვლილება მთელი რიგი პროცესებისა და სხვა.

3. ულტრადიანურს (ლათ. ულტრა - მეტი). ისინი დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე ხშირად განმეორებადი და, ფაქტობრივად, ყველაზე ხანმოკლე ციკლებია. ასეთებია, მაგალითად, კვების, სუნთქვის, გულის მუშაობის, ნერვულ იმპულსთა განმუხტვის ციკლები.

სწავლულები უძველესი დროიდანვე ცდილობდნენ ბიოლოგიური რიტმების შესწავლას და ამ ცოდნის გამოყენებას დაავადებათა გამწვავების პროგნოზირებისა და პროფილაქტიკისთვის. ისინი ასეულობით წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ დაავადებათა სეზონურობას, ცალკეულ პათოლოგიათა გამწვავება-რემისიის (დროებითი შესუსტების) თანხვედრას ამინდისა თუ წელიწადის დროთა ცვალებადობასთან, ადამიანის ჯანმრთელობის, გუნება-განწყობისა და სულიერი მდგომარეობის ციკლურ ცვლილებებს. 1729 წელს ფრანგმა ასტრონომმა და გეოლოგმა დე მერანმა პირველმა გამოაქვეყნა მცენარეთა ფოთლების დღეღამურ რხევებზე დაკვირვების შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ რხევების რიტმი რიტმულად უკავშირდებოდა დღე-ღამის მონაცვლეობას, დე მერანს მიაჩნდა, რომ ცოცხალ სისტემაში მიმდინარე პროცესთა რიტმულობა მხოლოდ ორგანიზმზეა დამოკიდებული და გარეგანი ფაქტორები მასზე გავლენას არ ახდენს. ამის მტკიცების საფუძველს ფრანგ სწავლულს მისივე ცდის შედეგები აძლევდა. დე მერანმა მცენარე მუდმივი ტემპერატურისა და განათების პირობებში მოათავსა და დარწმუნდა, რომ ცხოველმყოფელობის დღეღამური პროცესები უცვლელად გრძელდებოდა იმავე რიტმით. ბიოლოგებმა მხოლო XX სუკუნის 30-იან წლებში მიაქციეს ყურადღება კავშირს ბიორიტმებსა და ფოტოპერიოდულობას (განათების დღეღამურ ცვლილებას) შორის. ცხადია, რომ ბიორიტმები ორგანიზმში მიმდინარე მთელ რიგ ძვრებთანაა გადაჯაჭვული და სხვადასხვა ბიორიტმს სხვადასხვა მექანიზმები განსაზღვრავს, მაგრამ გარეგან ფაქტორებზე მათი დამოკიდებულებაც უდავოა. ამის დასამტკიცებლად იურგენ აშოფმა 1969 წელს კლასიკური ექსპერიმენტი ჩაატარა: ცდისპირი იზოლირებულ კამერაში მოათავსა, სადაც ადამიანს დროში ორიენტირებისთვის არავითარი საშუალება არ ჰქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ ამ ადამიანს ძილ-ღვიძილის 33-საათიანი ციკლი ჩამოუყალიბდა, სხეულის ტემპერატურული ციკლი კი 25 საათის პერიოდულობით უგრძელდებოდა. ამ ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ბიორიტმები მხოლოდ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებით არ განისაზღვრება, რომ მათზე გავლენას ახდენს გარეგანი ფაქტორებიც, და ცხადყო, რომ სხვადასხვა ბიორიტმს სხვადასხვა მექანიზმი არეგულირებს. ორივე ბიორიტმი, რომლებზე დაკვირვებაც ექსპერიმენტით იყო გათვალისწინებული, ნორმალურ პირობებში დღე-ღამის 24-საათიან ციკლს უკავშირდება, თუმცა გარეგან ფაქტორთა ზეგავლენით ისინი სხვადასხვანაირად შეიცვალა. თანამედროვე ბიორიტმოლოგიის მიზანი მხოლოდ ბიორიტმების ურთულესი მექანიზმების შესწავლა კი არ არის, არამედ ამ ბიორიტმებთან ორგანიზმის ბიოლოგიურ შესაძლებლობათა შერწყმაც, რაც ადამიანს ჰარმონიული და ჯანსაღი განვითარების შესაძლებლობას მისცემს.