ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა არც ისე უსაფრთხოა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა არც ისე უსაფრთხოა

ერთი შეხედვით საყვარელი მუსიკის მოსმენა ყურსასმენებით მეტისმეტად მოსახერხებელია და არც გარშემომყოფებს უქმნის დისკომფორტს. გარდა ამისა, ეს მეთოდი ხომ ერთგვარად გარემოში არსებული უსიამოვნო ხმაურისგან თავის დაღწევის კარგი საშუალებაცაა.

პრობლემა ის გახლავთ, რომ მელომანების უმრავლესობა მუსიკას დიდი ხნით და რაც მთავარია, მეტისმეტად მაღალ ხმაზე უსმენს.

აღსანიშნავია, რომ ხმაურის დასაშვები (ბუნებრივი) დონე ადამიანისთვის 30-40 დეციბელის ფარგლებში მერყეობს. ეს ზღურბლი ხშირ შემთხვევაში გაზრდილია, განსაკუთრებით დიდი ქალაქების მცხოვრებლებისთვის.

მაგალითად, მეტროში ხმაურის დონე 90-100 დეციბელს აღწევს. ხმაურის ანალოგიური დონე იქმნება თურმე ყურსასმენებით მუსიკის მოსმენისას. ამიტომაც მუდმივად ყურსასმენების გამოყენება არ არის რეკომენდებული. მზარდი დატვირთვა სმენის ორგანოზე მის გადაძაბვას იწვევს, რაც საბოლოო ჯამში სმენის დაქვეითებით მთავრდება.

განსაკუთრებით სახიფათოა ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა მეტროში. თურმე ამ დროს გარეგანი ხმაურის ჩასახშობად ადამიანი ცდილობს მაქსიმალურად აუწიოს მუსიკის ხმას და რაც მთავარია, ყურებზე განსაკუთრებით იჭერს ყურსასმენებს. ყოველივე ეს კი ორმაგ დარტყმას აყენებს სმენის აპარატს.

გირჩევთ:

• ნუ მოუსმენთ მუსიკას ყურსასმენებით ერთ საათზე მეტხანს.

• ერთსაათიანი მოსმენის შემდეგ მინიმუმ ამდენივე ხანი დაასვენეთ ყურები.

• მაქსიმალურად ერიდეთ ხმაურიან ადგილებში ყურსასმენებით მუსიკის მოსმენას.

• თუ ყურებში შუილს გრძნობთ, გაგიხშირდათ თავის ტკივილი ან სმენა დაგიქვეითდათ, უარი თქვით ყურსასმენების გამოყენებაზე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

თინათინ გოცაძე