ბიოეთიკა - ევთანაზია, ორგანოთა გადანერგვა, კლონირება და სხვა პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბიოეთიკა - ევთანაზია, ორგანოთა გადანერგვა, კლონირება და სხვა პრობლემები

ბიოეთიკის საკვანძო საკითხები

ევთანაზია. სიცოცხლეზე ნებაყოფლობით უარის თქმის საკითხი უფრო და უფრო აქტუალური ხდება იმ ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად, რომლებიც “სხეულის სიცოცხლის” შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა მაშინ, როცა “ტვინის სიკვდილი” დადასტურებულია. ევთანაზია - ეს მძიმე ავადმყოფის სიკვდილის გამიზნული დაჩქარებაა, რომელიც ექიმის ხელით ხდება. წესისამებრ, მის საფუძვლად მიიჩნევა პაციენტის მდგომარეობის უიმედობა და ტკივილებისგან მისი გათავისუფლების განზრახვა. ევთანაზია ორგვარი შეიძლება იყოს: აქტიური, როცა თავად ექიმის ქმედება იწვევს პაციენტის სიკვდილს და პასიური, როცა პაციენტს სიცოცხლის გასახანგრძლივებლად არავითარ სამედიცინო დახმარებას არ უწევენ. ზოგჯერ ევთანაზიად მიიჩნევენ თვითმკვლელობის დროს დახმარებასაც, რაც “მსუბუქი სიკვდილის” განსაზღვრებას შეესაბამება - ასე უწოდა მას მე-17 საუკუნეში ბეკონმა. 2500 წლის განმავლობაში ევთანაზია მედიცინაში კანონგარეშედ იყო გამოცხადებული, დაგმობილი იყო საზოგადოებაში და მკაცრად ისჯებოდა. მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან ამ დამოკიდებულების გადაფასება დაიწყო, რაც გამოიხატა მძიმედ დაავადებულთა სიცოცხლის შეწყვეტის ათეულობით ფაქტით, სასამართლო გადაწყვეტილებებით მათ შესახებ. და მაინც, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ნიდერლანდები მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ლეგალიზებულია ევთანაზიის ყველა სახეობა (2002 წელს მსგავსი, ოდნავ შეცვლილი კანონი ბელგიამაც მიიღო). თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო 10-15 წელია, ევთანაზიისადმი - კერძოდ, პასიური ევთანაზიისადმი - დამოკიდებულება, სამწუხაროდ, უფრო ლოიალური გახდა, ხოლო “პრაქტიკული ჰუმანიზმის ინსტიტუტად” მის შემოღებაზე მოთხოვნა ნელ-ნელა ძლიერდება. ევთანაზია იქცა პრობლემად, რომელიც არა მარტო მედიცინისთვის, არამედ მთელი თანამედროვე კულტურისთვისაა აქტუალური. ამას ისიც მოწმობს, რომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ევთანაზიას ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია “სენსაციურობის რეიტინგში” (თუმცა ბოლო ხანს ის ოდნავ შეავიწროვა ადამიანის კლონირებისა და ხელოვნური ორსულობის საკითხებმა).

ორგანოთა გადანერგვა. ესეც ბიოეთიკის დიდ პრობლემად მიიჩნევა. მართალია, ჯერ თავის ტვინის გადანერგვას მხოლოდ ფანტასტიკურ ნაწარმოებებში თუ შეხვდებით, მაგრამ მკვლევრები უკვე ბჭობენ, ვინ იქნება ასეთი ადამიანი - ახალი ინდივიდი თუ ის, ვისი ტვინიც გადაუნერგეს პაციენტს, მოახდენს თუ არა სხეული ტვინზე გავლენას და პირიქით და სხვა. დიდი ყურადღება ექცევა ალოტრანსპლანტაციას (იმავე ბიოლოგიური ინდივიდისგან ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვას). ცოცხალი დონორის ორგანოს (ძირითადად - თირკმლის) ტრანსპლანტაცია საქართველოში ნებადართულია ახლო ნათესავებისგან ორივე მხარის თანხმობით.

გარდაცვლილის ორგანოთა გამოყენება. რაც უფრო მალე გადაინერგება გარდაცვლილი დონორის ორგანო, მით უფრო დიდია წარმატების შანსი, თუმცა სიკვდილის კრიტერიუმები დღემდე საკამათოდ მიიჩნევა. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჩვენი ქვეყანა შეუერთდა საერთაშორისო აქტს, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანს ან მის ნათესავებს უარი არ უთქვამთ სიკვდილის შემდეგ მისი ორგანოების გამოყენებაზე, ის პოტენციურ დონორად ითვლება. მთელ მსოფლიოში ძალზე აქტუალურია იმ სამსახურებისადმი ნდობის საკითხი, რომლებიც ორგანოთა ამოღებას უზრუნველყოფს (პრობლემადაა მიჩნეული კონტროლის შეუძლებლობა - არსებობს ავადმყოფი დონორების სიკვდილამდე მიყვანისა და ჯანმრთელი ადამიანისთვის ექიმის მიერ გამოგონილი ოპერაციის გამო ორგანოების ამოღების რისკი).

ქსენოტრანსპლანტაცია. ადამიანისთვის ცხოველის ორგანოთა გადანერგვისას არაეთიკურად მიიჩნევა მუსლიმანებისთვის ან ებრაელებისთვის ღორის, ხოლო ინდუსებისთვის - ძროხის ქსოვილების ან ორგანოების გადანერგვა. ცხოველებისა და ადამიანების უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ქსენოტრანსპლანტაციის პრაქტიკა არაეთიკურია ცხოველებთან დამოკიდებულების მიხედვით.

აბორტი. სამედიცინო აბორტის დაშვების საკითხი კანონმდებლობითაა განსაზღვრული, სხვადასხვა ქვეყანაში - სხვადასხვაგვარად, და სახელმწიფოებრივ მოწყობაზეა დამოკიდებული. ისლამი, კათოლიციზმი, ბუდიზმი და ინდუიზმი აბორტზე, სამედიცინო ჩვენებითაც კი, უარს ამბობენ. მართლმადიდებლები აბორტს ნებადართულად მიიჩნევენ იმ შემთხვევაში, თუ დედას სიკვდილი ემუქრება. მრავალ სხვა ქვეყანაში, სადაც რელიგიას ნაკლები გავლენა აქვს, მიჩნეულია, რომ სხეულებრივი ავტონომია ქალს უფლებას აძლევს, სურვილისამებრ გამოიყენოს თავისი სხეული, ხოლო პიროვნებად, რომელსაც საკუთარი უფლებები აქვს, ბავშვი მხოლოდ დაბადების მომენტში იქცევა, ამიტომ ყველა ასეთ ქვეყანაში აბორტი ნებადართულია.

კლონირება. კლონირებას უწოდებენ რომელიმე ობიექტის ზუსტი ასლის შექმნას ხელოვნური გზით. ადამიანის კლონირების ტექნოლოგია ჯერჯერობით დაუმუშავებელია და სადღეისოდ არ არის აღრიცხული ადამიანის კლონირების არც ერთი სარწმუნო შემთხვევა. აქ თავს იჩენს უამრავი თეორიული და ტექნიკური პრობლემა, თუმცა უკვე არსებობს მეთოდები, რომლებზე დაყრდნობითაც შეიძლება ითქვას, რომ მთავარი საკითხები თითქმის მოგვარებულია. ცნობილმა ცხვარმა დოლიმ, რომელიც ეგრეთ წოდებული ბირთვის გადატანის მეთოდით შეიქმნა, ექვსნახევარი წელი იცოცხლა და ექვსი შთამომავალი დატოვა. ეს ტექნიკა, მეცნიერთა აზრით, სადღეისოდ საუკეთესოა, რათა ადამიანის კლონირება მოხდეს. სოციალურ-ეთიკური ასპექტით, საკმაოდ დიდია არასრულფასოვანი ადამიანის შექმნის ან კლონირების წარუმატებლობის საფრთხე. ასევე საკამათოა ამ დროს წარმოქმნილი მშობლობის (დედობისა და მამობის), ქორწინების, სოციალიზაციისა და სხვა საკითხებიც. ვაწყდებით ეთიკურ-რელიგიურ და ბიოლოგიური უსაფრთხოების (გენების შეცვლა) საკმაოდ მძაფრ პრობლემებსაც.

ღეროვანი უჯრედები. ზოგ შემთხვევაში ღეროვანი უჯრედების მისაღებად ემბრიონულ ქსოვილებს იყენებენ (ხშირად გამოიყენება თავად პაციენტის ღეროვანი უჯრედები ან არადიფერენციალური უჯრედები, ბლასტოციტები). ზოგ ქვეყანაში აკრძალულია ამ მიზნით სააბორტო მასალის გამოყენება, ზოგან კი მხოლოდ ინ ვიტრო გამოზრდილი ქსოვილების გამოყენებაა ნებადართული. ემბრიონის ღეროვანი უჯრედების ალტერნატივად შესაძლოა იქცეს ინდუცირებული ღეროვანი უჯრედები, რომლებსაც თავად პაციენტის უჯრედების გადაპროგრამებით იღებენ. ეს მეტ-ნაკლებად შეარბილებს ბიოეთიკურ პრობლემებს.

კლინიკური კვლევების ჩატარება. ახალი სამკურნალო საშუალებებისა და ვაქცინების კლინიკური კვლევა თერაპიის მეთოდების დასახვეწად და უფრო ეფექტური პრეპარატების საპოვნელადაა აუცილებელი. წინათ ასეთი კვლევები დღევანდელთან შედარებით ნაკლებმასშტაბური იყო, ხოლო ექიმებს ნაკლები ეჭვი ჰქონდათ ამა თუ იმ გვერდითი ეფექტისა თუ გართულების შესახებ. თანამედროვე ფარმაკოლოგიას მტკიცებითი და ეთიკური კვლევების დიდი გამოცდილება აქვს. ამ გამოცდილებაზე დიდი გავლენა მოახდინა პაციენტების, მოხალისეებისა და ცდებში მონაწილე სხვა კატეგორიის პირთა მიერ აღძრულმა სასამართლო პროცესებმა, რომლებიც ბოლო 50 წლის განმავლობაში საკმაოდ დაგროვდა. სადღეისოდ ცდებში მონაწილეობისთვის ყველა მსურველს სთხოვენ “ინფორმირებული თანხმობის” საბუთს.

სუროგატული დედობა. სუროგატული დედობის ტექნოლოგია ევროპის ზოგ ქვეყანაში აკრძალულია. თითოეულ ქვეყანას აქვს საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ამ პრაქტიკას განსაზღვრულ ჩარჩოებში აქცევს.