დაავადებათა სტრუქტურა მსოფლიოში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაავადებათა სტრუქტურა მსოფლიოში

V ადგილი

მეხუთე ადგილს მაღალი არტერიული წნევა - არტერიული ჰიპერტენზია იკავებს. სახელწოდებიდანაც ნათელია, რომ ეს ჰიპოტენზიისგან - დაბალი არტერიული წნევისგან - დიამეტრულად განსხვავებული მდგომარეობაა, რომელიც, ჰიპერტენზიისგან განსხვავებით, სულაც არ გამოირჩევა გავრცელების მაღალი მაჩვენებლით. აი, ჰიპერტენზია კი, რომელიც მილიონობით ადამიანის თავის ტკივილია, ქრონიკულად მიმდინარეობს, წლობით გრძელდება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებათა ჯგუფში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

IV ადგილი

მეოთხე ადგილი სხვადასხვა წარმოშობის ჰეპატიტებს უკავია. ყველაზე დიდი წილი A, B და ჩ ტიპის ვირუსულ ჰეპატიტებზე მოდის. ეს ინფექციური დაავადებებია, რომლებსაც ადამიანის ყველაზე დიდი ჯირკვლის, ბიოლოგიური ფილტრის - ღვიძლის მძიმე დაზიანების უნარი შესწევს. XX საუკუნის დასაწყისში B ჰეპატიტის ეპიდემიებმა იმდენად მწვავე ხასიათი მიიღო, რომ სწორედ ამის აღსაკვეთად შექმნეს ერთჯერადი საინექციო შპრიცები და მრავალი სხვა სამედიცინო ინსტრუმენტი. A ტიპის ვირუსული ჰეპატიტი ვრცელდება დაბინძურებული საკვებით, დაავადებულთან უშუალო კონტაქტით, B და ჩ ჰეპატიტები კი სისხლისმიერი გზით. ორ უკანასკნელს ქრონიკული მიმდინარეობა და მძიმე გართულებები ახასიათებს.

III ადგილი

მესამე ადგილს შაქრიანი დიაბეტი იკავებს. ამ პათოლოგიური მდგომარეობის რამდენიმე ფორმა არსებობს. ერთ-ერთი მოდიფიკაციაა შეძენილი დიაბეტი, რომელიც, ჩვეულებრივ, ძლიერი სტრესების შედეგია. კიდევ ერთი სახეობაა თანდაყოლილი დიაბეტი. აღსანიშნავია, რომ დიაბეტის არც ერთი ფორმა არ იკურნება, დიაბეტიანისთვის აუცილებელია სისხლში შაქრის მუდმივი კონტროლი, მკურნალობა და სამკურნალო კვება. ზოგჯერ მდგომარეობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინსულინთერაპიას და ნახშირწყლებზე უარის თქმას მოითხოვს. ერთი სიტყვით, დიაბეტი ცხოვრების წესია.

II ადგილი

მეორე ადგილზეა დაავადებათა დიდი ჯგუფი, რომელიც საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პათოლოგიათა უამრავ სახესხვაობას აერთიანებს. უპირველეს ყოვლისა, ესაა ყველასათვის კარგად ნაცნობი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება - საკმაოდ მძიმე პათოლოგია, რომელიც ასევე მძიმე გართულებებს იწვევს. ამავე ჯგუფში შედის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ენტერიტები და სხვა.

I ადგილი

მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადების წოდება კარიესმა დაიმსახურა. სწორედ ის გვხვდება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ყველაზე ხშირად. მიუხედავად იმისა, რომ მისი რამდენიმე სახესხვაობა არსებობს, მსოფლიოში გავრცელებული ზოგიერთი დაავადებისგან განსხვავებით, მისგან განკურნება შესაძლებელია. ვერ ვიტყვით, რომ ერთი ხელის მოსმით, მაგრამ პრობლემისადმი სწორი და დროული მიდგომით მისი სრული ლიკვიდაციისთვის, საბედნიეროდ, არც ისე ბევრი დროა საჭირო.

რომელ სპეციალისტებს მიმართავენ ყველაზე ხშირად?

ადგილები მსოფლიოში ავადობის მაჩვენებელთა გათვალისწინებით განაწილდა, თუმცა სპეციალისტებისადმი პირველი მიმართვიანობის სტრუქტურა განსხვავებულია და ამგვარად გამოიყურება:

მოზრდილები

I ადგილი - ზრდასრულები ექიმს ყველაზე ხშირად სასუნთქი სისტემის პრობლემების გამო მიმართავენ. მაჩვენებელი 26,4%-ს შეადგენს.

II ადგილს არავის უთმობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები - 21,4%.

III ადგილს ტრავმები და მავნე გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული დაავადებები იკავებს 15,6%-ით.

მათ მოსდევს საჭმლის მომნელებელი სისტემის (IV ადგილი) და შარდსასქესო სისტემის (V ადგილი) დაავადებები.

ბავშვები

I ადგილი - ექიმთან მისვლის ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებთანაც სასუნთქი სისტემის დაავადებებია. აქ მაჩვენებელი მოზრდილებზე გაცილებით მაღალია და 59.4%-ს შეადგენს.

II ადგილს საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიები, ტრავმები და მოწამვლები იკავებს.

III ადგილზე კანისა და კანქვეშა უჯრედების პათოლოგიებია - 5,3 %.

დაავადებათა გეოგრაფია

ორგანოთა სისტემის ნებისმიერ დაავადებას თავისი გეოგრაფია აქვს, ამიტომ მსოფლიოში ავადობის ზუსტი სტრუქტურის განსაზღვრა საკმაოდ ძნელია, რამდენადაც ესა თუ ის დაავადება, წეს-ჩვეულებების, კლიმატის, ცხოვრების წესისა და ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით, დედამიწის სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვანაირადაა გავრცელებული. საზოგადოდ, დაავადების სიხშირე რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს ფაქტორებია:

1. ადამიანის კულტურულ-სოციალური დონე;

2. ადამიანის სუბიექტური დამოკიდებულება ჯანმრთელობისა და დაავადებისადმი;

3. მოცემულ ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების დონე;

4. სამედიცინო დიაგნოზების განსხვავებული სტატისტიკური აღრიცხვა.