იაპონელთა რჩევები დღეგრძელობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იაპონელთა რჩევები დღეგრძელობისთვის

* მაქსიმალურად ერიდეთ ცხიმიან საკვებს.

* დილაობით მეტი წყალი სვით, საღამოობით - ნაკლები.

* 6 საათის შემდეგ ნუ შეჭამთ.

* ეცადეთ, არ გაჩერდეთ მობილური ტელეფონის დამტენის მახლობლად.

* იძინეთ საღამოს 10-დან დილის 6 საათამდე.

* ნუ გამოიყენებთ მობილურ ტელეფონს, როდესაც მუხტის მაჩვენებელი ერთ ხაზამდეა ჩამოსული - ამ დროს აპარატის გამოსხივება 1000-ჯერ მეტია.

* სვით გამაჯანსაღებელი წვენები

სტაფილო + კოჭა + ვაშლი - განამტკიცებს იმუნურ სისტემას.

ვაშლი + კიტრი + ნიახური - აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის სიმსივნური პროცესის აღმოცენებას, აფერხებს თავის ტკივილსა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებს.

პომიდორი + სტაფილო + ვაშლი - აუმჯობესებს კანის ფერს, ახშობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან.

მწარე წიწაკა + ვაშლი + რძე - ახშობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან, აქვეითებს სხეულის ტემპერატურას.

ფორთოხალი + კოჭა + კიტრი - აუმჯობესებს კანის ფერსა და ტენიანობას, აქვეითებს ტემპერატურას.

ანანასი + ვაშლი + საზამთრო - გამოდევნის ორგანიზმიდან მარილებს, კვებავს თირკმელებსა და შარდის ბუშტს.

მსხალი + ბანანი - არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.

ვაშლი + კიტრი + კივი - აუმჯობესებს კანის ფერს, ზრდის მის სინოტივეს.

სტაფილო + ვაშლი + მსხალი + მანგო - აქვეითებს არტერიულ წნევას, ებრძვის ჟანგვას ორგანიზმში.

ყურძენი + საზამთრო + რძე + ჩ და B2 ვიტამინები - აძლიერებს უჯრედულ აქტივობას, აძლიერებს იმუნიტეტს.

სვით წყალი უზმოზე

იაპონიაში დღეს პოპულარული ტრადიციაა ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, წყლის სმა. საყურადღებოა, რომ ამ ტრადიციის მარგებლობა მეცნიერული კვლევებითაა დადასტურებული. იაპონელები ამტკიცებენ, რომ ეს მეთოდი 100%-იანი გარანტიით კურნავს: თავის ტკივილს, სახსრების ტეხას, ართრიტს, გულის დაავადებებს, გულისცემის გახშირებას, ეპილეფსიას, გაცხიმოვნებას, ბრონქულ ასთმას, მენინგიტს, გასტრიტს, დიარეას, თირკმლისა და საშვილოსნოს პათოლოგიებს, ბუასილს, შეკრულობას, შაქრიან დიაბეტს, თვალებისა და ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებს. მკურნალობის მეთოდი ასეთია:

1. დილით, გაღვიძებისთანავე, კბილების გამოხეხვამდე, დალიეთ 4 ჭიქა წყალი (ერთი ჭიქის მოცულობა დაახლოებით 160 მლ-ია).

2. გაიხეხეთ კბილები. მომდევნო 45 წუთის განმავლობაში ნურც დალევთ და ნურც ნურაფერს მიირთმევთ.

3. 45 წუთის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში ისაუზმეთ.

4. საუზმის, ისევე როგორც სადილისა და ვახშმის შემდეგ 2 საათის განმავლობაში ნურც დალევთ რამეს და ნურც შეჭამთ.

ასაკოვნებმა და ავადმყოფებმა, რომელთაც ერთ ჯერზე 4 ჭიქა წყლის დალევა არ შეუძლიათ, მკურნალობა შეიძლება მცირე ულუფით დაიწყონ და რეკომენდებულ ოდენობამდე თანდათან ავიდნენ. მეთოდის მიმდევართა თქმით, სხვადასხვა დაავადება სხვადასხვა ვადაში იკურნება:

  • მაღალი არტერიული წნევა - 30 დღეში.
  • გასტრიტი - 10 დღეში.
  • შაქრიანი დიაბეტი - 30 დღეში.
  • შეკრულობა - 10 დღეში.
  • კიბო - 180 დღეში.

ართრიტით დაავადებულებმა წყალი პირველ კვირას მხოლოდ დღეგამოშვებით უნდა სვან, მეორე კვირიდან კი - მითითებული წესისამებრ, ყოველ დილით. კარგი იქნება, თუ ამ პროცედურაზე არც განკურნების შემდეგ იტყვით უარს და ცხოვრების წესად აქცევთ. ასე რომ, სვით წყალი, იყავით აქტიური, ჯანმრთელი და დღეგრძელი.