რა უნდა გამოვიკვლიოთ 45 წლიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა გამოვიკვლიოთ 45 წლიდან

  • მამაკაცთა 50%-ზე მეტს ამ დროისთვის ერექციული დისფუნქცია აღენიშნება. ამაში ბრალი მიუძღვის უამრავ ფაქტორს, მათ შორის - სტრესს, არასწორ კვებას, არარეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას, მავნე ჩვევებს, მაღალ არტერიულ წნევას, ათეროსკლეროზს. ხშირად მამაკაცები საკუთარ თავსაც კი არ უმხელენ პრობლემას, აყოვნებენ ექიმთან მისვლას, რითაც უფრო მეტად ირთულებენ საქმეს.
  • 45 წელს გადაცილებულ მამაკაცთა კიდევ ერთი პრობლემა პროსტატიტია. მის თავიდან ასაცილებლად წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიაროთ სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევა და გაიკეთოთ შესაბამისი ანალიზები. საქმე ის არის, რომ დაავადება დიდხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობს, დაგვიანებით აღმოჩენილი პროსტატიტის მკურნალობა კი უფრო რთული და ხანგრძლივია. პროსტატის ადენომა პროსტატიტის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. ის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია და ოპერაციულ მკურნალობას მოითხოვს.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს: ჰიპერტონიას, მიოკარდიუმის ინფარქტს და ინსულტს, - გავრცელების მიხედვით ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია დაავადებათა სტრუქტურაში. ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტის ყველაზე ხშირი მიზეზი, უმეტესად 40-45 წლის მამაკაცებთან გვხვდება. მიოკარდიუმის ინფარქტი ვერაგია იმით, რომ უკანასკნელ წუთამდე არ მჟღავნდება, ამიტომ პროფილაქტიკა საუკეთესო მკურნალობაა.
  • იცით თუ არა, რომ პოდაგრა უმთავრესად მამაკაცთა დაავადებაა? განსაკუთრებით მათი, ვინც მისდევს უმოძრაო ცხოვრების წესს. ხშირად ამ დაავადებას თან ახლავს შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია, “ცუდი” ქოლესტერინის დონის მომატება. პოდაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელთა ფუნქციის მძიმე დარღვევა, რადგან ურატების დაგროვება შარდკენჭოვანი დაავადების განვითარების რისკფაქტორია.
  • კლიმაქსი მამაკაცებთანაც გვხვდება. ეს ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ახასიათებს ოფლიანობის შეტევები, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის თამაში, თავბრუხვევა და სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება. კანი და კუნთები ეშვება, ჩნდება პიგმენტური ლაქები, ჭაღარა და სიბერის სხვა ნიშნები.

აუცილებელი გამოკვლევები და ანალიზები

  • ინფარქტის რისკის გამოსარიცხად წელიწადში ერთხელ აუცილებელია ეკგ-ს გადაღება, თუნდაც გულის არეში ტკივილს არ უჩიოდეთ.
  • მუცლის ღრუს ორგანოების (განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თირკმელებს, ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს), ფარისებრი, წინამდებარე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა რეკომენდებულია წელიწადში ორჯერ.
  • სასურველია, ყოველწლიურად ჩატარდეს გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. მწეველმა მამაკაცებმა გამოკვლევა წელიწადში ორჯერ უნდა ჩაიტარონ.
  • ყურადღება მიაქციეთ არტერიული წნევის მაჩვენებლებს. სისტემატურად იზომეთ წნევა.
  • წელიწადში ერთხელ რეკომენდებულია მხედველობის შემოწმება და თვალის წნევის გაზომვა, რათა გამოირიცხოს მხედველობის ნერვის დაზიანება ან ბადურას პრობლემები.
  • ასევე აუცილებელია პროქტოლოგის, ანდროლოგის, უროლოგის კონსულტაცია, რათა სასქესო სისტემის დაავადებები გამოირიცხოს.
  • ზედმეტი არ იქნება ექიმ ნევროლოგის კონსულტაცია, რადგანაც დაძაბული ცხოვრების წესი ნერვული სისტემის მუშაობაზეც აისახება.
  • 6 თვეში ერთხელ აუცილებელია სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის დონის განსაზღვრა. ჭარბი წონის შემთხვევაში ეს მაჩვენებლები წელიწადში 3-4-ჯერ უნდა შემოწმდეს.
  • სასურველია სასქესო ჰორმონების დონის განსაზღვრაც, რაც მამაკაცის კლიმაქსის პირველი ნიშნების გამოვლენასა და დროულ ჰორმონულ კორექციაში დაგვეხმარება.

ყოველივე ამის შემდეგ შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ 45 წლის შემდეგ ცხოვრება მთავრდება. საბედნიეროდ, ასე არ არის. უბრალოდ, პრევენცია სჯობს მკურნალობას, ამიტომ მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას, რათა ახალგაზრდობა და მხნეობა დიდხანს შეინარჩუნოთ.