რა საფრთხეს უქმნის ქალაქის ხმაური ადამიანის ჯანმრთელობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საფრთხეს უქმნის ქალაქის ხმაური ადამიანის ჯანმრთელობას

ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის ლონდონურმა სკოლამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ლონდონის მასშტაბით ადამიანთა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელთა კავშირზე ხმაურის დონესთან. ინფორმაცია ეყრდნობოდა შვიდწლიან კვლევას. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ხმაურიანი ლონდონური ავტომაგისტრალის მახლობელ რაიონებში მცხოვრებლებს უეცარი სიკვდილისა და ინსულტის რისკი გაზრდილი ჰქონდათ.

ლონდონის 8,6 მილიონიანი მოსახლეობიდან საფრთხეში აღმოჩნდა 1,6 მილიონი მოსახლე - იუწყება Zee News. იმ რაიონებში, სადაც დღის განმავლობაში ხმაურის დონე 60 დეციბელს აღემატებოდა, სიკვდილიანობა 4 %-ით იყო გაზრდილი წყნარ რაიონებთან შედარებით. ხმაურიანი რაიონების მცხოვრებლებში ინსულტის შემთხვევებიც უფრო ხშირად აღინიშნებოდა (5 %-ით). თურმე ხმაურის გამო ასაკოვან ადამიანებში ინსულტის დონე 9 %-ით იმატებს. ქუჩის ღამის ხმაური (ნორმაზე მნიშვნელოვნად მაღალი) ასევე ზრდის ინსულტის განვითარების რისკს 5 %-ით, ოღონდ მხოლოდ ასაკოვნებში.

სპეციალისტებმა ყველა ფაქტორის (მათ შორის - თამბაქოს მოწევა, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, ეთნიკური წარმომავლობა) გათვალისწინებით, საფუძვლიან კვლევებზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ ხმაური ზრდის არტერიულ წნევას და სტრესის დონეს. სავარაუდოდ, სწორედ ეს იწვევს გულთან დაკავშირებულ პრობლემებს.

საინტერესოა აგრეთვე უტრეხტის უნივერსიტეტის მონაცემებიც - 68000 ახალშობილის საფუძვლიანი გამოკვლევით აღმოჩნდა, რომ ქუჩის ხმაურის ყოველი 6 დეციბელით მატება ბავშვის წონაში 15-23 გრამით კლებას იწვევდა. პერსპექტივაში ამან შესაძლოა ჰიპერტონიამდე, შაქრიანი დიაბეტის ან გულის პათოლოგიების განვითარებამდე მიგვიყვანოს.

ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ იმ ადამიანების, რომლებიც ქალაქის ხმაურს გაურბიან და სოფლად გადასახლებაზე ოცნებობენ!

თინათინ გოცაძე