რატომ არის სახიფათო ტატუირება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის სახიფათო ტატუირება

ტატუს გაკეთება უნდა მოხდეს მხოლოდ სტერილურ პირობებში. ამასთან, ინფექცია შეიძლება შეიჭრას არა მხოლოდ დაბინძურებული ხელსაწყოებიდან, არამედ საღებავებიდან და იმ ადამიანიდანაც ვინც ტატუს აკეთებს. მაგალითად, თუ საღებავი დაბინძურებულია Mycobacterium chelonae-თი, შესაძლებელია გამონაყარის განვითარება. არ არის გამორიცხული ვირუსული და სოკოვანი ინფექციების განვითარება. გაწითლება, შეშუპება ან ანომალური გამონადენი პირველი სიგნალია, რის გამოც უნდა მიმართოთ ექიმს.

ტატუირება ასევე დაკავშირებულია ალერგიული რეაქციების განვითარებასთან, რაზეც როგორც წესი, მიუთითებს შეწითლება და ქავილი. სამწუხაროდ, ტატუზე განვითარებული ალერგიის განკურნება მარტივი არ არის. მკურნალობისთვის გამოიყენება სტეროიდული კრემები ან ინექციებიც კი. ცალკეულ შემთხვევებში საჭირო ხდება კანის ტატუირებული უბნის ამოკვეთა.

ტატუ მალავს კანის ანომალურ ცვლილებებს, მაგალითად, კანის კიბოს. საღებავის ქვეშ, ახალწარმონაქმნის გაჩენა და ზომების ცვლილება შეუმჩნეველი რჩება. ცალკე საკითხია მზეზე კანის რეაქცია საღებავში არსებული კადმიუმის გამო. შეიძლება ქავილისა და წვის შეგრძნების განვითარება.

ტატუირებული ადამინებისთვის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია შეიძლება პრობლემატური გახდეს. არ არის გამორიცხული დამწვრობის მიღება, თუ საღებავის შემადგენლობაში რკინაა. განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ არიან სხეულის დიდ უბანზე შავი ტატუს მქონე ადამიანები.

ლალი ჩხიკვაძე