სხეულის დეფექტების მქონე ყველაზე უჩვეულო ადამიანები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სხეულის დეფექტების მქონე ყველაზე უჩვეულო ადამიანები

მარკ უოლბერგი

მსახიობს მკერდის მარცხენა მხარეს დამატებითი ძუძუსთავი აქვს. კარიერის დასაწყისში მისი მოცილება უნდოდა, მაგრამ მოგვიანებით შეეგუა. ასეთი უცნაურობა მსოფლიოში ქალების დაახლოებით 2%-ს და მამაკაცების კიდევ უფრო მცირე ნაწილს ახასიათებს, თუმცა ამ დეფექტს ხშირად ხალად აღიქვამენ. დამატებითი ძუძუსთავი სხვადასხვა ადგილას შეიძლება აღმოვაჩინოთ: იღლიაში, საზარდულზე, მუცელზე... ის სხვადასხვა ზომისაა და ზოგჯერ ლაქტაციის უნარიც კი აქვს.

ანტონიო ალფონსეკა

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის მოთამაშეს ორივე ხელზე ექვს-ექვსი თითი აქვს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეს არავითარ გავლენას არ ახდენს მის თამაშზე, რადგან ზედმეტი თითებით არც კი ეხება ბურთს. ხელისა თუ ფეხის დამატებითი თითები ხშირად უმოძრაოა და მათ ჩვილ ასაკში აცილებენ ქირურგიული წესით. ასეთი გადახრით მსოფლიოში ხუთასიდან ერთი ბავშვი იბადება.

ჟასმინ ტრაიდევილი

მასაჟის თერაპიის სპეციალისტი, ფლორიდელი ჟასმინ ტრაიდევილი, ოციათასდოლარიანი ოპერაციის შემდეგ, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მესამე ძუძუს მფლობელი გახდა. ამის შემდეგ მისი უნიკალური ბიუსტის ფოტოებმა ინტერნეტი წალეკა. ალბათ, ჟასმინის მიზანიც სახელის მოხვეჭა იყო. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს მედიის მონაჭორს. სიმართლე, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცხადი...

რებეკა მარტინესი

პარაზიტული კრანიოპაგი სამედიცინო მდგომარეობაა, რომლის დროსაც ბავშვი ტყუპი თავით იბადება. დამატებითი თავი პარაზიტია, მასში არ არის ტვინი, რაც ამ მდგომარეობას სიამის ტყუპისგან განასხვავებს. ფაქტობრივად, ბავშვი იბადება თავისი მკვდარი ტყუპისცალის თავით, რომელიც მის საკუთარ თავსაა მიმაგრებული. დოკუმენტურად დადასტურებულია 8 ასეთი შემთხვევა. ამათგან 5 დაბადებისთანავე დაიღუპა. ერთი მათგანი გახლდათ რებეკა მარტინესი, რომელიც 2003 წლის დეკემბერში დაიბადა დომინიკელთა რესპუბლიკაში. ის იყო პირველი ბავშვი, რომელმაც მეორე თავის მოცილების ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ 2004 წლის 7 თებერვალს, 11-საათიანი ოპერაციის შემდეგ, ის გარდაიცვალა.

ორთავიანი გოგონა

არსებობს მდგომარეობა პოლიცეფალია, რომლის დროსაც ახალშობილს ერთზე მეტი მოფუნქციე თავი აქვს. ცხოველთა სამყაროში პოლიცეფალიის მრავალი შემთხვევაა დოკუმენტურად დადასტურებული. როცა ადამიანებთან ასეთი რამ ხდება, ჩვენ ამას სიამის ტყუპს ვუწოდებთ. ერთ-ერთი უკანასკნელი შემთხვევა 2006 წელს აღირიცხა ინდონეზიაში. იქ დაიბადა ტყუპი გოგონა, რომელსაც სიაფიტრი დაარქვეს. დიახ, მხოლოდ ერთი სახელი, რადგან მშობლები ამბობდნენ, რომ მათ მხოლოდ ერთი გოგონა ჰყავდათ - ამ უკანასკნელს ხომ ერთი სხეული და ერთი გული ჰქონდა. ექიმებმა გოგონასთვის მეორე თავის მოცილება ვერ მოახერხეს. დაბადებიდან ორი კვირის შემდეგ ბავშვი გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა.

სამხელა ბავშვი

2006 წელს ჩინეთში დაიბადა ბიჭუნა, სახელად ჯი-ჯი, რომელსაც მარცხენა მხარეს ორი ხელი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ხელი ნორმალურად გამოიყურებოდა და კარგად ფუნქციობდა, ორი თვის ასაკში შანხაიელმა ექიმებმა ერთი, მათივე თქმით, ნაკლებგანვითარებული, ქირურგიული წესით მოკვეთეს.

ფრანჩესკო ლენტინი

ის სიცილიაში დაიბადა 1889 წელს. მას სამი ფეხი და სასქესო ორგანოების ორი კომპლექტი დაჰყვა. უფრო მეტიც - მესამე ფეხზე გამოზრდილი იყო დამატებითი ფეხის ნაწილი, “ნარჩენი” ტყუპისცალისა, რომელიც დედის მუცელშივე დაიღუპა. მშობლებმა ფრანჩესკოზე უარი თქვეს და ის დეიდამ გაზარდა. 8 წლის ასაკში ბავშვი ამერიკაში მოხვდა, სადაც ცირკში დაიწყო გამოსვლა და “დიდ ლენტინიდ” იქცა. ფრანჩესკო ლენტინის მეუღლე და შვილებიც ჰყავდა. ის 78 წლისა გარდაიცვალა.

ოთხფეხა გოგონა

1868 წელს დაბადებული ჯოზეფინ მირტლ კორბინი ორი გაცალევებული მენჯითა და ოთხი ფეხით მოევლინა ქვეყნიერებას. მას ოთხივე ფეხით შეეძლო სიარული, თუმცა თავად მეტისმეტად სუსტი გახლდათ. ის “ტეხასელი ოთხფეხა გოგონას” სახელით იყო ცნობილი. ჯოზეფინი ექიმს გაჰყვა ცოლად და ხუთი შვილი ეყოლა. ლეგენდის თანახმად, სამი შვილი ერთი მენჯიდან “გამოვიდა”, ორი - მეორიდან.

დიიპაკ პასვაანი

არანაკლები ინტერესი გამოიწვია 2010 წელს ინდოეთის შტატ ბიჰანში დაბადებულმა დიიპაკ პასვაანმა. ის ზედმეტი კიდურებით - 4 ფეხით და 4 ხელით მოევლინა ქვეყნიერებას, თუმცა მხოლოდ ერთი თავი ჰქონდა. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ბიჭუნა მუცლის ღრუში შეზრდილ ტყუპისცალთან ერთად დაიბადა. ამჟამად, ოპერაციის შემდეგ, დიიპაკი თანატოლებივით გამოიყურება და ცხოვრობს.

ებიგეილ ლორენ ჰანსელი და ბრიტანი ლი ჰანსელი

ებიგეილ ლორენ ჰანსელი და ბრიტანი ლი ჰანსელი 1990 წლის 7 მარტს დაიბადნენ. ისინი გვერდებით შეზრდილი დიცეფალი-პარაპაგები არიან. თითოეულ მათგანს ცალკე თავი, საკუთარი გული, კუჭი და ხერხემალი აქვს, დანარჩენი სხეული კი საერთოა. ორივეს დამოუკიდებლად შეუძლია წერა, თმის ვარცხნა ან კვება, მაგრამ თავდაპირველად სირთულეები გამოიწვია იმ მოქმედებებმა, რომლებიც ერთად უნდა შეესრულებინათ, მაგალითად, სიარულმა, ტაშის დაკვრამ. ამიტომ გოგონები დიდხანს სწავლობდნენ კოორდინირებულ მოქმედებებს. დღეს ისინი სრულფასოვნად ცხოვრობენ. სამეცნიერო არქივებში მხოლოდ ოთხი გადარჩენილი ტყუპი-დიცეფალია აღწერილი.