ფორმის სწრაფად დასაბრუნებელ საშუალებათა ტოპ-10 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფორმის სწრაფად დასაბრუნებელ საშუალებათა ტოპ-10

2 დაამატეთ საბაზისო ვარჯიშები

მხოლოდ ბუქვნას ნუ დასჯერდებით - თქვენს არსენალში შეიტანეთ სხვა საბაზისო ვარჯიშებიც: იატაკიდან აზიდვა, გაჭიმვა, აზიდვა ღერძის გამოყენებით და სხვა. მათი უმრავლესობის შესრულებაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი - თუნდაც სამსახურში, შესვენებაზე. შედეგების კონტროლირება ძალიან ადვილია: საკმარისია რაოდენობისა და ტემპის გაზრდა.

3 სინჯეთ HIIT

ეს კიდევ ერთი შესანიშნავი ვარიანტია მოუცლელთა და სწრაფი შედეგის მიღების მსურველთათვის. მაღალინტენსიური ინტერვალური ტრენინგი (ჰიდჰ ინტენსიტყ ინტერვალ ტრაინინგ) აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ზრდის ამტანობას და უზრუნველყოფს ცხიმის სწრაფ წვას. ამ ტიპის ვარჯიშები მოიცავს მაღალი და დაბალი ინტენსივობის ფიზიკური ვარჯიშების, მაგალითად, სიარულისა და სირბილის მონაცვლეობით შესრულებას. ასეთ კომპლექსებს, თუ პროფესიონალი ინსტრუქტორი ვერ მოიძიეთ, ადვილად მიაგნებთ ინტერნეტში, ხოლო მათი შესრულება შეგიძლიათ, სადაც გსურთ - შინ თუ ეზოში. ძირითადი უპირატესობა: გართმევთ ნაკლებ დროს და გაძლევთ სწრაფ შედეგს.

4 ჩაეწერეთ კრივის სექციაში

გსურთ კარდინალური ცვლილებები? მოსინჯეთ რამე უჩვეულო და ეფექტური, მაგალითად, კრივი. დღეს სპორტის ეს სახეობა ყველასთვის ხელმისაწვდომია. კრივს მოდელებიც კი მისდევენ. არცთუ უსაფუძვლოდ: კრივი მხოლოდ აქტიურობის მაღალინტენსიური სახეობა კი არა, რომელიც ყველა კუნთს ამუშავებს, არამედ სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაცაა.

5 ივარჯიშეთ ქუჩაში

რა თქმა უნდა, სპორტდარბაზში ვარჯიშს განსაზღვრული უპირატესობა აქვს, მაგრამ ყველა ზემომოხსენებული აქტიურობის სუფთა ჰაერზე გადატანაც შეიძლება. გაზაფხულისა და ზაფხულის თბილ დღეებში ეს დამატებითი სტიმულია რეგულარული ვარჯიშისთვის. რა საჭიროა სარბენი ბილიკები და ველოტრენაჟორები, როცა არსებობს ველოსიპედი, პარკები და ხეივნები სახლის მახლობლად?

6 თვალი გადაავლეთ რაციონს

უამისოდ არაფერი გამოგივათ. მართალია, ზამთარში ეშვებით და ორგანიზმი მეტ საკვებს ითხოვს, მაგრამ თბილი დღეების დადგომისთანავე აჯობებს, თავი ხელში აიყვანოთ და გაიხსენოთ, რომ ყველაფერი, რასაც მიირთმევთ, თქვენს გარეგნობაზე აისახება. რა თქმა უნდა, იდეალური იქნება, თუ დიეტოლოგს მიმართავთ, მაგრამ, სავარაუდოდ, მის გარეშეც მოახერხებთ იმის განსაზღვრას, რა უნდა შეიცვალოს თქვენს რაციონში - ამოიღებთ “სწრაფ” ნახშირწყლებს ანუ ტკბილეულს და შეამცირებთ მავნე ცხიმების რაოდენობას. თუ შემწვარ-მოხრაკულზე ჯერაც ვერ გითქვამთ უარი, სწორედ ახლაა ორთქლზე მომზადებულ კერძებზე გადასასვლელად საუკეთესო დრო.

7 სვით წყალი

რამდენჯერაც არ უნდა გავიმეოროთ, ზედმეტი არასდროს იქნება: ბევრი ადამიანი საჭიროზე ნაკლებ წყალს სვამს! იგულისხმება უგაზო, სუფთა სასმელი წყალი. ყველამ იცის, რომ ადამიანის ორგანიზმი 70-80%-ით წყლისგან შედგება. მოზრდილ ადამიანს დღეში 2-3 ლიტრი წყალი სჭირდება. თუ ფიზიკურად ვარჯიშობთ, წყლის ბალანსი უფრო აქტიურად უნდა შეივსოთ.

8 აითვისეთ იოგა

თბილი დღეები საუკეთესოა რაიმე ახლის, უფრო სასარგებლოს მოსასინჯად. რატომაც არ უნდა მოსინჯოთ იოგა ან რატომაც არ უნდა აქციოთ ის თქვენი ცხოვრების ნაწილად? ფიზიკური და სულიერი განვითარების ამ უძველეს სისტემას მრავალი უპირატესობა აქვს და, ამასთან, უკუჩვენება თითქმის არ გააჩნია.

9 გაიხსენეთ ცურვა

უკვე აღარავინ დავობს, რომ ეს ორგანიზმის გამოფხიზლებისა და ფიგურის დახვეწის საუკეთესო საშუალებაა. შეიძინეთ საცურაო აუზის აბონემენტი - ის არა მარტო სტრესის მოხსნასა და გაკაჟებაში, არამედ გახდომაშიც დაგეხმარებათ.

10 ჩაიტარეთ მასაჟის კურსი

პირდაპირ გეტყვით: წონის დაკლებისა თუ სხეულის კონტურების შეცვლის კუთხით (მიუხედავად ზოგიერთის მტკიცებისა) მხოლოდ მასაჟი უეფექტოა, მაგრამ ის დადებით გავლენას მოახდენს კანის მდგომარეობაზე და აქტიურ ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად იდეალური საპლაჟო ფორმის დაბრუნებას უზრუნველყოფს.