როგორ ხსნიან მეცნიერები ადამიანის ათ უცნაურ ქცევას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ხსნიან მეცნიერები ადამიანის ათ უცნაურ ქცევას

2. ძვირფასი არსების კბენის სურვილი

ბავშვის მოფერებისას ბევრისგან გაიგონებთ ასეთ სიტყვებს: “შეგჭამ”, “გიკბენ”, “ჩაგკბეჩ”. კნუტზე ან ლეკვზეც შეიძლება თქვან, რომ “ჩასაკბეჩია”, “შესაჭმელია”. საიდან მოდის ესოდენ გაუგებარი რეაქცია? რატომ უჩნდება ადამიანს, თუნდაც ხუმრობით, საყვარელ არსებათა ჩაკბეჩის სურვილი? მეცნიერები ამ მოვლენას ორგვარად ხსნიან. პირველი თეორია ასეთია: როცა ადამიანი (განსაკუთრებით - ქალი) ახალშობილის სუნთქვას გრძნობს, მის სისხლში დოფამინი გამოიყოფა. იგივე ხდება მაშინაც, როცა გემრიელ კერძს შევექცევით. მიჩნეულია, რომ დოფამინის მოზღვავება არაცნობიერად გემრიელ საჭმელთან ასოცირდება. მეორე თეორიის თანახმად, კბენა, კბილის გაკვრა (ზიანის მიუყენებლად) თამაშის ფორმაა. ის ფართოდაა გავრცელებული ძუძუმწოვართა შორის.

3. უადგილო სიცილი

ადამიანთა უმრავლესობას ერთხელ მაინც გასცინებია უდროო დროს, მაგალითად, ვისიმე წაქცევისას ან ცუდი ამბის გაგებისას. მართალია, ყველამ ვიცით, რომ გარდაცვალებაში არაფერია სასაცილო, მაგრამ ზოგს სწორედ პანაშვიდზე თუ გასვენებაში აუვარდება ხოლმე ისტერიული სიცილი. ეს სულაც არ არის უტაქტობის ბრალი; ასეთ დროს სიცილი იმის ნიშანია, რომ ადამიანმა ძლიერი ემოციური სტრესი გადაიტანა და მისი ორგანიზმი დაძაბულობის მოხსნას ცდილობს.

4. ფსიქოპათებით მოხიბვლა

ბევრი უმიზეზოდ იხიბლება საშიში ადამიანებით, მათ შორის - გამოხატული ფსიქოპათებითაც. რა აღვიძებს მათ ინტერესს? მეცნიერებს სამი თეორია აქვთ. პირველი ღაღადებს, რომ ფსიქოპათების მიერ ჩადენილი ბოროტება საშუალებას აძლევს ადამიანს, დროებით გადალახოს კანონმორჩილების საზღვრები. მეორის თანახმად, ფსიქოპათი არსით მტაცებელია და ამბები მის შესახებ ადამიანს ატავისტურ დაყოფაში (მონადირე და მსხვერპლი) აბრუნებს. დაბოლოს, მესამე თეორიის მიხედვით, ადამიანს ზოგჯერ აქვს მოთხოვნილება, უბრალოდ შეაშინონ.

5. რაღაც ვერ არის რიგზე...

“ელ ბულს მიირთმევთ?” - ასეთ დროს თითქმის ყოველთვის დაუფიქრებელად პასუხობენ: “დიახ”. არადა, ბევრს ეს სახელი პირველად ესმის. ზოგს სჩვევია, თავი მოაჩვენოს იმის მცოდნედ, რის შესახებაც არაფერი გაუგონია. ამ მოვლენის შემსწავლელი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანთა უმრავლესობა ასე თავის გამოსაჩენად და საკუთარი მნიშვნელობის წარმოსაჩენად იქცევა.

6. ტირილი

ტირილს მწუხარებაზე ადამიანის ბუნებრივ რეაქციად აღვიქვამთ, მაგრამ მაინც საინტერესოა, როგორია მისი არსი. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ტირილი წარსულის გადმონაშთია და იმის მანიშნებელია, რომ ადამიანი საფრთხეშია. ახალგაზრდა ცხოველების უმეტესობა განსაზღვრულ ხმებს გამოსცემს, რითაც სხვებს საფრთხის შესახებ აფრთხილებს ან დახმარებას სთხოვს. მიჩნეულია, რომ ტირილი წარსულში უბედურების ის სიგნალი იყო, რომლითაც მახლობლად მყოფ ადამიანს ისე გააფრთხილებდი, რომ მტაცებლების ყურადღებას არ მიიპყრობდი.

7. შეხტომა ჩაძინებისას

ადამიანთა 70% ჩაძინებისას უნებლიე მოძრაობებს აკეთებს. მეცნიერებმა ჯერჯერობით ზუსტად არ იციან, რა იწვევს ამ სპაზმებს. არსებობს მხოლოდ ვარაუდები. ზოგს მიაჩნია, რომ ეს შემთხვევითი რეაქციაა, რომელიც მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, როცა ნერვები სიფხიზლიდან ძილის მდგომარეობაში გადადის. შეხტომა შეინიშნება მაშინაც, როცა ადამიანს ესიზმრება, რომ საიდანღაც ვარდება. ასეთ დროს თავის ტვინს სიზმარი და სინამდვილე ერთმანეთში ერევა.

8. ჭორაობა

ქალებს ხშირად უწოდებენ ჭორიკნებს. არადა, გამოკვლევების თანახმად, მამაკაცები 32%-ით მეტს ჭორაობენ. საქმე ისაა, რომ ადამიანთა უმრავლესობას ირგვლივ მყოფებთან დაახლოება, სოციალური კავშირების გაბმა სურს, ჭორაობა, საიდუმლოს გაზიარება კი სწრაფად აჩენს ნდობას. კვლევები მოწმობს, რომ ერთობლივ ანტიპათიაზე დაფუძნებული კავშირი უფრო მყარია, ვიდრე სიმპათიაზე დაფუძნებული.

9. სევდიანი ფ ილმების სიყვარული

ადამიანის ცხოვრება უსიამოვნებებითაა სავსე, ამიტომ გასაკვირია, რომ ბევრი, ნაცვლად იმისა, რომ კომედიით შეიქციოს თავი, სევდიანი მელოდრამების ყურებას ამჯობინებს. შესაძლოა, არალოგიკური მოგეჩვენოთ, მაგრამ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ როცა ადამიანი ტრაგედიას უყურებს, საკუთარ უსიამოვნებას ივიწყებს და თავი ბედნიერად მიაჩნია.

10. უხერხული სიჩუმე

ვითომ რითია ცუდი ვინმეს გვერდით უბრალოდ ჩუმად ჯდომა? მაგრამ ფაქტია, რომ ხანგრძლივი სიჩუმე უხერხულობის განცდას იწვევს. ისევე როგორც ადამიანის ბევრი სხვა ქმედება, ესეც სოციუმთან ურთიერთობასა და საზოგადოებაში ინტეგრირებას უკავშირდება. ფსიქოლოგების აზრით, როცა პაუზა ხანგრძლივდება, თანამოსაუბრეები ღელავენ და ფიქრობენ, რომ რაღაც ვერ არის რიგზე. თუმცა ყველა კულტურაში არ არის ასე. მაგალითად, იაპონიაში გახანგრძლივებული პაუზა შესაძლოა პატივისცემის ნიშანი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სერიოზულ საკითხებს განიხილავენ.