ინტერიერი და აქსესუარები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინტერიერი და აქსესუარები

დეკორის საგნები ინტერიერს თავისთავად ვერაფერს ავნებს, - უარეს შემთხვევაში, ისინი შეიძლება უხარისხო აღმოჩნდეს. უარყოფით ეფექტს მაშინ ვიღებთ, როცა მათ არასწორად ვიყენებთ. სახლის დეკორირების დროს გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • ნუ გამოიჩენთ ზედმეტ გულმოდგინებას და სახლს მუზეუმად ნუ გადააქცევთ. სამშვენისების სიმრავლე არათუ ვერაფერს შემატებს ინტერიერს, არამედ, პირიქით, დაღლის კიდეც თვალს.
  • ეცადეთ, დეკორის ელემენტები ბინის საერთო სტილს შეუხამოთ. ფიცრულ იატაკს და ხის ჟალუზებს არამც და არამც არ მოუხდება ბაროკოს სტილის მდიდრული ავეჯი, ვერც ანტიკური სკულპტურა მიესადაგება სკანდინავიურ თუ აღმოსავლურ სტილს.
  • აქსესუარების ზომაც საცხოვრებლის პარამეტრებს უნდა შეესატყვისებოდეს. თავი შეიკავეთ მომცრო ბინაში დიდი სკულპტურული კომპოზიციების დადგმისგან და აქცენტი დეკორის მცირე დეტალებზე დასვით.

თუ სივრცის სტილიზაცია გაგიჭირდათ, მიმართეთ დიზაინერს, თუმცა ზოგი რამის ცოდნა ხელს არ შეგიშლით:

  • ყველაზე მარტივი ევროპული სტილის დეკორირებაა. დეკორატიულ ელემენტებად გამოგადგებათ მინის, ფაიფურის, კერამიკისა და ვერცხლის ნაკეთობები.
  • კლასიციზმი მოითხოვს ნაძერწ სამშვენისებს, ქანდაკებებს, ბევრ მინას, დიდ სარკეებს, ბროლის ჭაღებს და არავითარ შემთხვევაში - მოვარაყებულ, მოოქრულ ნივთებს, რომლებიც ბაროკოსა და როკოკოსთვისაა დამახასიათებელი.
  • აღმოსავლური სტილის ინტერიერისთვის საუკეთესო აქსესუარებია ბუდისტური სტატუეტები, სწორკუთხა თეფშები, მარაოები, ბამბუკის ნაკეთობები, ქოლგები და აკვარელით შესრულებული პეიზაჟები.
  • ეგზოტიკასა და ქანთრის ხელნაკეთი ნივთები უხდება. იმის მიხედვით, რომელი ქვეყნის სტილში გსურთ ბინის მოწყობა, შეიძლება გამოიყენოთ თიხის თეფშები, ხის ხონჩები, ნაქარგი სუფრები.
  • ბევრს მოსწონს ხმელთაშუა ზღვის სტილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფაიფურის სიმრავლე, ზღვის მოტივი, თეთრისა და ლურჯის შეხამება.
  • მოდერნი არ ცნობს კლასიკურ კეთილშობილებასა და დახვეწილ ფუფუნებას. აქ მთავარია ასიმეტრიულობა, მრუდე ხაზები. აქ ყველაფერი ორიგინალური უნდა იყოს: საათები, სანათები, ლარნაკები, სურათები, სამშვენისები.
  • განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მინიმალიზმი. ეს ლაკონიური სტილი უპირატესობას ანიჭებს ლითონის, მინისა და პლასტიკის სიუხვეს. ასეთ ინტერიერში დეკორის ელემენტები თითქმის არ არის, ხოლო ის, რაც არის, სადაა, უბრალო, მინისა, პლასტიკისა ან ლითონისა.

მოიკრიბეთ გამბედაობა და სცადეთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ: საკუთარი საცხოვრისის დიზაინერობა თავადაც შეგიძლიათ!