რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები

კვება

ჭარბი წონა ხერხემალს და მალათაშორის დისკოებს ზედმეტად ტვირთავს, შედეგად კი ოსტეოქონდროზი და მალათაშორისი თიაქარი ვითარდება. კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ხერხემლის თიაქრის მკურნალობა ძნელია და ამისთვის პროფესიონალს მივმართოთ და არა თვითნასწავლ დილეტანტს.

მოძრაობა

ჯდომისას ზურგით მტკიცედ უნდა მიეყრდნოთ სკამის საზურგეს და არ იმოძრაოთ. უნდა შეარჩიოთ იმ ზომის სკამი, რომ მისი საჯდომი ნაწილი მუხლის ნაოჭამდე გწვდებოდეთ. არ ვარგა მძიმე ტვირთის აწევა. ხერხემალზე დატვირთვის შესამცირებლად ტვირთი ასწიეთ მკვეთრი მოძრაობის გარეშე - წელში გამართული ჩაიკუნტეთ, მოჰკიდეთ ხელი ტვირთს და ნელ-ნელა გაიმართეთ. არ შეიძლება ტვირთის აწევა მოხრილი ზურგით და გამართული ფეხებით - ამ შემთხვევაში სიმძიმე ხერხემალზე არათანაბრად ნაწილდება და მთელი დატვირთვა მის განსაზღვრულ სეგმენტს ადგება, რაც დაზიანების ალბათობას ზრდის.

ფეხსაცმელი

კარგია რბილი ფეხსაცმელი დრეკადი ლანჩით. ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 სმ-ს (საუკეთესოა 3-4 სმ). არ ვარგა ყოველდღე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება - ეს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის უბნების წანაცვლებას და არა მარტო ხერხემლის, არამედ სახსრებისა და სისხლძარღვების პრობლემებსაც გამოიწვევს.

ძილი

კარგია ხერხემლის გამოზნექილობათა შესაბამისად კონსტრუირებული საწოლი. მსუქნებისთვის რეკომენდებულია უხეში ლეიბი, გამხდრებისთვის კი, პირიქით, რბილი. ბალიში არც მეტისმეტად დიდი უნდა იყოს და არც მეტისმეტად პატარა. მან უნდა შეავსოს კეფიდან ბეჭების დასაწყისამდე არსებული ჩაღრმავება. მისი სისქე არ უნდა აღემატებოდეს 14-15 სმ-ს. თუ, ახალგაღვიძებულს, გტეხთ კისერი, გტკივათ ყურები და თავი, გირჩევთ, გამოცვალოთ ბალიში. ზურგის ტკივილის შემთხვევაში შეგიძლიათ მენჯის ქვეშ პატარა ბალიში ამოიდოთ - ხერხემლის წელის ნაწილი გასწორდება და ტკივილი შესუსტდება. ბევრ ხერხემალდაავადებულს შვებას ჰგვრის მტკივან მხარეზე წოლა - ამ დროს მალათაშორისი ნაპრალები ფართოვდება და ზურგის ტვინის ფესვებზე ზეწოლა (სწორედ ეს იწვევს ტკივილს) მცირდება.

როგორ ავდგეთ საწოლიდან

თავდაპირველად ფეხები იატაკზე ჩამოუშვით, შემდეგ ხელებზე დაყრდნობილმა წამოიწიეთ, ჩამოჯექით საწოლის კიდეზე და ისე ადექით, რომ მეტისმეტად არ წაიხაროთ წინ. ნურასოდეს წამოდგებით ერთბაშად და სწრაფად, რადგან შესაძლოა, ფესვები ჩაიჭედოს და ტკივილს გაუწიოს პროვოცირება.

თავის ტკივილს სწორი სუნთქვით დაიამებთ

გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია - თავის ტკივილს სუნთქვითი ვარჯიშები შველის. თავის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და ტკივილი ყუჩდება. ასე რომ, სუნთქვით ვარჯიშებს ზოგჯერ თავისუფლად შეუძლია ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტების შეცვლა.

1. დაჯექით სკამზე და მიეყრდენით საზურგეს. თვალები დახუჭეთ. მთელი ყურადღება სუნთქვაზე გადაიტანეთ. ჩასუნთქვისას, რომელიც 5-6 თვლამდე უნდა გაგრძელდეს, ნელი, თანაბარი მოძრაობით დაუშვით ნიკაპი მკერდზე. ჩაისუნთქეთ აუცილებლად ცხვირით და რაც შეიძლება ღრმად (ამისათვის მთელი ძალით გაიფართოეთ ნეკნები და მუცელი). შემდეგ ცხვირითვე ამოისუნთქეთ, - ამოსუნთქვა უნდა გაგრძელდეს 9-12 თვლაზე, - თავი ნელ-ნელა ასწიეთ და თვალები გაახილეთ. ეს ვარჯიში 5-8-ჯერ გაიმეორეთ.

2. დაჯექით სწორად. 4-5 თვლაზე ღრმად ჩაისუნთქეთ პირით. ჩასუნთქვა დაიწყეთ მუცლით - გამობერეთ, თითქოს ჰაერით ავსებთო, შემდეგ გაიფართოეთ ნეკნები და გულმკერდის ღრუ, თითით დაიხშეთ ცალი ნესტო, მოკუმეთ პირი და მეორე ნესტოთი ამოისუნთქეთ, თან თანმიმდევრობით მოადუნეთ გულმკერდის ყაფაზი, მხრები და მუცელი. ამოსუნთქვა 9-10 თვლაზე უნდა გაგრძელდეს. გაიმეორეთ ვარჯიში, მაგრამ ამჯერად დაიხშეთ მეორე ნესტო. ვარჯიში სულ 8-ჯერ შეასრულეთ - 4-4-ჯერ თითოეული ნესტოსთვის.

3. დაჯექით სწორად, თვალები დახუჭეთ, არათითის ბალიშები თვალის შიდა კუთხეებზე მიიდეთ, შუა და საჩვენებელი თითებისა კი - ზედა ქუთუთოებზე. იდაყვებით აუცილებლად დაეყრდენით მაგიდას, თორემ მხრები დაგეძაბებათ. ღრმად ჩაისუნთქეთ, ზუსტად ისევე, როგორც ზემოთაა აღწერილი. ამოისუნთქეთ 4 თვლაზე და ამ დროს არათითებით თვალის კუთხეებს დააწექით. ზეწოლას უნდა გრძნობდეთ, მაგრამ არ უნდა გტკიოდეთ. ღრმადვე ამოისუნთქეთ 5-6 თვლაზე და თვალის კუთხეებზე ზეწოლა თანდათან შეასუსტეთ, ხოლო საჩვენებელი და შუა თითები ზედა ქუთუთოებზე ნაზად მიირტყით. გაიმეორეთ ვარჯიში 4-8-ჯერ.

ხალია თუ მელანომა?

მელანომა, კანის ავთვისებიანი სიმსივნე, გარეგნულად ხალს ჰგავს, მაგრამ არსებობს სიმპტომები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მათი ერთმანეთისგან გარჩევა. უპირველესად, ყურადღება მიაქციეთ სიმეტრიულობას (მელანომა, წესისამებრ, ასიმეტრიულია). შემდეგ დაუთვალიერეთ კიდეები - ხალი სწორ და გლუვკიდეებიანია. დააკვირდით ფერსაც - ხალს ერთგვაროვანი ფერი აქვს. სხვადასხვა ფერის ჩანართები იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, რაღაც არ იყოს რიგზე. გახსოვდეთ, რაც უფრო დიდია ხალი, მით უფრო მეტია მელანომად მისი გადაგვარების ალბათობა.

სურდოს მკურნალობის მარტივი და ეფექტური ხერხები

მდოგვის საფენი

როგორც კი სურდოს პირველი ნიშნები გამოგაჩნდებათ, მაშინვე დაიდეთ ქუსლებზე მდოგვის საფენი და მჭიდროდ შეიხვიეთ. ზემოდან ამოიცვით თბილი, უმჯობესია, შალის წინდები და 1-2 საათით მაინც გაიჩერეთ. ჯობს, ეს პროცედურა ძილის წინ ჩაიტაროთ - დილით სურდო აღარ შეგაწუხებთ.

მარილწყალი

სურდოს საწყის სტადიაზე სასარგებლოა ცხვირის ღრუს მარილწყლით გამორეცხვა. ხსნარი ასე მზადდება: ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი და 5 წვეთი იოდი. ცხვირი დღეში 4-5-ჯერ გამოირეცხეთ. ამ დროს ცხვირის ღრუ მექანიკურად იწმინდება ლორწოსა და მიკროორგანიზმებისაგან, რაც გამოჯანმრთელებას აჩქარებს.

კალანჰოე

სურდოს დროს დღეში 2-3-ჯერ გამოისვით ცხვირის ღრუში კალანჰოეს წვენი ან ჩაიწვეთეთ 3-5 წვეთი თითოეულ ნესტოში.

ალოე

კარგია ალოეს წვენის ჩაწვეთებაც, ოღონდ ხანდაზმული (3-5 წლის) ფოთლებიდან უნდა გამოწუროთ, თანაც უმჯობესია, გამოწურვამდე ფოთლები რამდენიმე დღე საყინულეში გააჩეროთ. რასაკვირველია, არც ახალმოწყვეტილი ფოთლის წვენია ურიგო, მაგრამ ეფექტი შედარებით ნაკლები აქვს.

ნიშადურის სპირტი

მწვავე სურდოს დროს შეიძლება ნახევარ საათში ერთხელ ხან ერთი, ხან მეორე ნესტოთი შეისუნთქოთ ნიშადურის სპირტი, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ - შესაძლოა გაიღიზიანოთ თვალის ლორწოვანი გარსი და დამწვრობაც კი გამოიწვიოთ.

მენთოლის ზეთი

მენთოლის ზეთით დაიზილეთ შუბლი, ცხვირი და საფეთქლები. ამავე მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ მენთოლისა და ქაფურის ზეთების ნარევი, თანაფარდობით 1:1 - ეფექტი უკეთესი იქნება. მწვავე და ქრონიკული სურდოს დროს ძალიან კარგია 0,5 გ ქაფურის, 0,5 გ მენთოლის, 3 გ 7%-იანი იოდის სპირტხსნარისა და გლიცერინის ნაზავი. კარგად აურიეთ, ვიდრე არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას და შეიზილეთ ცხვირის ღრუში დღეში 3-4-ჯერ.

კვერცხი

სურდოს დროს რეკომენდებულია ცხვირის ორივე მხარეს მდებარე ჰაიმორის ღრუების გახურება. ამისთვის მოხარშული კვერცხი გამოგადგებათ. გაახვიეთ დოლბანდში, მიიდეთ ჰაიმორის ღრუზე და გაგრილებამდე დაიტოვეთ. გაითვალისწინეთ: ეს პროცედურა უკუნაჩვენებია ჩირქოვანი ჰაიმორიტის დროს, ამიტომ მის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

10 რჩევა ფერიმჭამელების მოსაშორებლად

1. ფერიმჭამელების მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა ცივი წყლით პირის დაბანა. სიცივე ხელს უწყობს ფორების შევიწროებას და ფერიმჭამელების წარმოქმნას აფერხებს.

2. ხშირად მიირთვით ვიტამინებით მდიდარი საკვები: ხილი, ბოსტნეული, მწვანილი. ეს გააძლიერებს იმუნიტეტს და გააჯანსაღებს კანს.

3. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. ეს გააუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, რაც საუკეთესოდ აისახება კანზე.

4. გამოიყენეთ მწვანე, ვარდისფერი, თეთრი, შავი თიხის ნიღბები. თიხა აშრობს გამონაყარს და კანს მინერალური ნივთიერებებით ამდიდრებს.

5. გამონაყარი რომ დაპატარავდეს და მოშრეს, ერთი ღამით წაისვით თეთრი (მათეთრებელი ეფექტის არმქონე) კბილის პასტა, დილით კი ჩამოიბანეთ.

6. კანს უხდება ალოესა და თაფლის ნიღაბი. თაფლი არბილებს კანს, ალოე კი ანთებას და გაღიზიანებას აცხრობს.

7. მნიშვნელოვანია კარგი ძილი. ძილის დროს პრაქტიკულად ყოველგვარი ანთებითი პროცესი უფრო სწრაფად ქრება.

8. ტკბილი და ცხიმიანი საკვები გამონაყარის გაჩენას უწყობს ხელს, ამიტომ თუ ფერიმჭამელები გაგიჩნდათ, ასეთი საკვები რაციონიდან ამოიღეთ.

9. თანაბარი რაოდენობის მცენარეული ზეთის, ალოეს წვენისა და ლიმონის ნიღაბი ეფექტურად კვებავს კანს. თხლად წაისვით სახეზე, 10 წუთი გაიჩერეთ და ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

10. ყურადღება მიაქციეთ კანის სისუფთავეს. კანს ედება ცხიმი, ჭუჭყი, ბაქტერიები, ყოველივე ეს კი ფერიმჭამელების გაჩენას უწყობს ხელს. ამის თავიდან ასაცილებლად დღეში 2-ჯერ მაინც უნდა დაიბანოთ პირი.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ორიოდე კვირაში თქვენი კანი არაჩვეულებრივი შესახედავი გახდება.