როგორ დავლიოთ ტეკილა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავლიოთ ტეკილა

ტეკილას სმის მკაცრი წესები არ არსებობს. ერთადერთი წესი ისაა, რომ ტეკილასთვის საკვების მიყოლება მიღებული არ არის, თუმცა მას შეიძლება სხვა სასმელი ან ციტრუსი მივაყოლოთ. ტეკილას, ტრადიციისამებრ, სვამენ მცირე ზომის მაღალი ჭიქებით, რომლებსაც caballito-ს უწოდებენ.

ტეკილა ზომიერად გრილი უნდა იყოს და არა ცივი. მას სვამენ როგორც აპერიტივს ან დიჯესტივს, ანუ ჭამამდე, მადის გასაღვიძებლად, ან ჭამის შემდეგ. მექსიკაში ის, ჩვეულებრივ, მიაქვთ ნაციონალურ კერძ guacamole-სთან ერთად. ესაა ავოკადოს პიურე ცხარე სოუსით.

ტეკილას დალევა სხვადასხვანაირად შეიძლება.

ყველაზე პოპულარულადაა მიჩნეული ეს მეთოდი: ჭიქაში ასხამენ ტეკილას და გვერდით უდგამენ ლამბაქს ლაიმის ნაჭრებითა და მარილით. ლაიმის მომჟავო-მომწარო გემო შესანიშნავად ეხამება მექსიკურ სასმელს. ხელისგულზე იყრიან ცოტაოდენ მარილს, ზემოდან აწვეთებენ ლაიმის წვენს, შეისრუტავენ, აყოლებენ ტეკილას და ლაიმის ნაჭერს. წესისამებრ, ტეკილა ერთბაშად უნდა გადავკრათ. ლაიმის ნაცვლად შეიძლება მივაყოლოთ ლიმონი.

ლაიმის შეჭმა ტეკილას დალევამდეც შეიძლება. ზოგი მას მარილშიც ავლებს.

ზოგჯერ მექსიკელები სიცხარისთვის მარილს წიწაკას ურევენ.

ხშირად ტეკილას რიტუალს ავსებენ სანგრიტით - სპირტიანი სასმლით, რომელიც ლაიმის ან წითელი ფორთოხლის წვენის, წიწაკისა და პომიდვრის წვენისგან მზადდება. ეს სასმელი ხაზს უსვამს ტეკილას გემოს.

არსებობს ტეკილას სმის „სწრაფი“ მეთოდიც. ამ შემთხვევაში ის მოაქვთ ტონიკთან ერთად. ჭიქას ხელს აფარებენ და ანჯღრევენ, მერე კი ერთბაშად სვამენ. მექსიკურ ბარებში ხშირად იმართება შეჯიბრება ტეკილას დალევის სისწრაფესა და მოხერხებულობაში.

კიდევ ერთი წესი ასეთია: ლიმონს ორ ნაწილად ჭრიან, აცლიან რბილობს და ერთგვარ ჭიქას იღებენ. მის კიდეს მარილში ავლებენ, მერე კი ყინულიანი ტეკილათი ავსებენ. ასეთი სასმისიდან ტეკილას დალევა მიღებულია ზღურბლზე, ბარში შესვლის წინ.

ტეკილასგან ამზადებენ კოქტეილებსაც. ყველაზე ცნობილია “მარგარიტა“. სახელწოდება მარგარიტა სემზისგან - რეცეპტის ავტორისგან მომდინარეობს. კოქტეილი მზადდება ტეკილას, ფორთოხლის ლიქიორის კუანტროსა და ლაიმის წვენისგან. ეს კომპონენტები ითქვიფება შეიკერში და ემატება ყინული.

„მარგარიტას“ რამდენიმე ვარიანტი არსებობს, მათ შორის - ანანასითა და მარწყვით, მაგრამ ტეკილა ამ კოქტეილის უცვლელი ინგრედიენტია.

სამშობლოში ტეკილას იყენებენ არა როგორც სპირტიან სასმელს, არამედ როგორც არომატიზატორს. მას ხშირად ამატებენ ყავას, როგორც ევროპაში - კონიაკს. მექსიკელები ტეკილას დილაობით, ჩაისთან ერთადაც სვამენ. სასმლის ასეთი პოპულარობა მისი გამახალისებელი და მატონიზებელი ეფექტითაა განპირობებული.