რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რომელი პოზაა სასარგებლო ძილისთვის
რომელი პოზაა სასარგებლო ძილისთვის
სრულფასოვანი ძილისთვის მნიშვნელოვანია შეარჩიოთ მოხერხებული მატრასი. თუ იგი არაკომფორტულია, ადამიანი მოუსვენრადაა და ხშირად იცვლის გვერდს, რაც უძილობას იწვევს.

ზურგზე ძილი


საუკეთესო პოზაა მათთვის, ვისაც უნდა კარგად გამოიყურებოდეს: სახის კუნთები მოდუნებულია, კანის ჟანგბადით მომარაგება უზრუნველყოფილია. შედეგად ვიღებთ მხნეობას და გვიან ნაოჭებს. კუჭსა და მუცლის ღრუს ორგანოებზე ზეწოლა პრაქტიკულად არაა, რის გამოც ქვეითდება კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასვლის რისკი და გულძმარვის უსიამოვნო შეგრძნებაც. ხერხემალზე დატვირთვა მინიმალურია, რაც მას მოსვენების საშუალებას აძლევს. ეს პოზა მიუღებელია მათთვის, ვინც ხვრინავს, აქვს ღამის აპნოე ან ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი), რადგანაც ყველა ეს უსიამოვნო მოვლენა ძლიერდება ზურგზე წოლისას.

გვერდზე წოლა

აქვეითებს წელის არეზე დატვირთვას, ამიტომ ტკივილისას საუკეთესო პოზაა. ადამიანი არ ხვრინავს, ორგანიზმი კარგად მარაგდება ჟანგბადით, რაც აუმჯობესებს ძილის ხარისხს, აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს და ხელს უწყობს ტვინის მუშაობას. ამ პოზაში ძილის დროს ხშირად ადგილი აქვს ხელის ან ფეხის დაბუჟებას. ასეთ პოზაში ძილისას სათანადო ბალიში უნდა იყოს შერჩეული, რათა არ დაზარალდეს ხერხემლის კისრის ნაწილი. იდეალურია, როცა ბალიში შეესაბამება მხრის სიმაღლეს, რათა კისერი მოთავსდეს ჰორიზონტალურად,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ტანის პარალელურად. თუ ბალიშის ქვეშ ხელის ამოდების სურვილი გიჩნდებთ, ე.ი. ის თქვენთვის ძალიან დაბალია.

მუცელზე წოლა

მუცლის შებერილობისას, ეს პოზა შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას. სწორედ ამ მიზეზით აწვენენ მუცელზე პატარა ბავშვებს. თუმცა, ამ დროს ხერხემლის კისრის ნაწილი არაბუნებრივ მდგომარეობაშია, რამაც შეიძლება ტკივილი, ტვინის სისხლით მომარაგების გაუარესება გამოიწვიოს. ასევე, იზრდება შინაგან ორგანოებზე, მათ შორის დიაფრაგმაზე ზეწოლა, ამიტომ ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება უარესდება. სახის კანისთვის ჟანგბადის მოწოდება მინიმალურია, ამიტომ ასეთი პოზის მოყვარულებს სხვაზე ადრე უჩნდებათ ნაოჭები და იშვიათად აქვთ ჯანსაღი ფერი.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამედიცინო სფეროს მოღვაწეები თუ უბრალოდ დაინტერესებული პირები 1 მაისიდან ქართველი ექიმების ნათარგმნ მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის Merck- ის მსოფლიო ბესტსელერს გაეცნობიან. "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" - ასე ჰქვია 7-ტომეულს, რომელსაც პალიტრა L ამზადებს.
ცნობილია, რომ სიმსუქნე ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკს. აღმოჩნდა, რომ ეს მდგომარეობა, ასევე გავლენას ახდენს ბავშვობასა და ყმაწვილობის პერიოდში ძვლის ქსოვილის სტრუქტურაზე. გარდა ამისა, ძვლებისთვის საშიშია ანორექსიაც.
50 წლის ქიმიის მასწავლებელი იგებს, რომ ფილტვის კიბოს მესამე სტადია აქვს. ექიმები მას სიცოცხლის ორწლიან ვადას აძლევენ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო არა მარტო გენებშია. იმ ქალების მესამედი, რომლებიც ასაკთან შედარებით 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან, უბრალოდ ცხოვრების სწორ წესს მისდევს. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქალების 2/3, რომლებიც ხანდაზმულ ასაკში კარგად გამოიყურებიან,
პლასტმასის ბოთლებიდან წყლის რეგულარულად სმა საზიანოა ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის - ამ დასკვნამდე მივიდნენ საერთაშორისო ექსპერტები ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 1500 მოხალისემ. მათ შორის ორსულებმა და ბავშვებმა.
ალკოჰოლის მოხმარება მრავალი დაავადების პროვოცირებას უწყობს ხელს. ეთანოლის გარდა, ალკოჰოლური სასმელების შემადგენლობაში შეიძლება სხვა მავნე ნივთიერებებიც იყოს. განსაკუთრებით საყურადღებოა, ზოგიერთი სახეობის სპირტიან სასმელში, შაქრის მაღალი შემცველობა, რაც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებას იწვევს.
მძღოლები ხშირად ბრმად ენდობიან ნავიგატორებს, რასაც ზოგჯერ არასასიამოვნო ინციდენტი ახლავს თან. ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მსგავსი მოწყობილობა თრგუნავს ტვინის იმ ზონის აქტიურობას, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ, ნავიგაციისთვის ვიყენებთ. საჭიროა შევეცადოთ რუკაში დამოუკიდებლად გარკვევას.
ალკოჰოლი ნაბახუსევის წამალი არ არის. ბრიტანეთის სამედიცინო ცენტრის სპეციალისტების აზრით, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ ალკოჰოლი ნაბახუსევის სინდრომის დროს მდგომარეობას ამსუბუქებდეს.
როგორც წესი, ნაბახუსევის სინდრომი იწყება სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაციის მკვეთრი შემცირების შედეგად,
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
21 დეკემბერი 2016
სადღესასწაულო თუ სხვა სუფრებს, ტრადიციულად, ალკოჰოლურის გარდა გაზიანი სასმელებიც ამშვენებს. ლიმონათის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების, ისევე, როგორც მინერალური წყლების გარეშე, სუფრა წარმოუდგენელია.
22 ნოემბერი 2016
ბრიტანელმა სპეციალისტებმა ჩაის მოულოდნელი თვისება გამოავლინეს. გლაზგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება მამაკაცის ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება
კომპიუტერული თამაშები, რომლებსაც ბავშვები საათობით ვერ წყდებიან, მათ ფსიქიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს, რაც მთავარია, უარყოფითს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კომპიუტერი ბავშვების ფსიქიკას ანგრევს.
მამაკაცები, რომლებსაც თავი ფლეიბოი ჰგონიათ ან მიაჩნიათ, რომ ქალებზე მაგიური ზეგავლენის უნარი აქვთ, ფსიქიური პრობლემებისადმი მიდრეკილები არიან.
გარკვეული საკვები ნივთიერებების უკმარისობამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, სხვადასხვა მაჩვენებლის დეფიციტის შესამოწმებლად, სისხლს იღებენ. თუმცა, მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ანალიზისთვის საკმარისია ცრემლის აღება,