ვაქარწყლებთ სამედიცინო მითებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაქარწყლებთ სამედიცინო მითებს

ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა, რეჯესტრიფის უნივერსიტეტის თანამშრომელმა აარონ კეროლმა და ინდიანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანამშრომელმა პეიჩერ ბრიმანმა, გააქარწყლეს რამდენიმე სამედიცინო მითი, რომლებსაც ხშირად წააწყდებით პოპულარულ გამოცემებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში. სხვათა შორის, ვიდრე დამამტკიცებელი საბუთების ძებნა არ დაიწყეს, ზოგიერთი მათგანის რეალურობა თვითონაც სჯეროდათ...

მითი 1:

რაც უფრო ძვირია, მით უფრო ეფექტურია წამალი

ფაქტი: ყოველთვის ასე არ არის. პრეპარატის ფასზე გავლენას ახდენს მარკის (ბრენდის) პოპულარობა, შრომის ღირებულება მწარმოებელ ქვეყანაში, შუამავალთა რაოდენობა და მრავალი სხვა ფაქტორი.

ზოგჯერ პრეპარატი იმიტომ არის ძვირი, რომ ის საჭირო ეფექტის მქონე ერთადერთი წამალია ბაზარზე და მწარმოებელს კონკურენტი არ ჰყავს. ამიტომ შემქმნელი მას ნებისმიერ ფასს ადებს. ისე, ჩვეულებრივი იოდი არანაკლებ ახდენს დეზინფიცირებას, ვიდრე რომელიმე სხვა, დეზინფექციისთვის განკუთვნილი “გაპიარებული” სითხე.

მითი 2:

სტაფ ილო მხედველობას აუმჯობესებს

ფაქტი: ეს ერთ-ერთი ცნობილი და ტრადიციული “უსარგებლო რჩევაა”. სტაფილო ნამდვილად შეიცავს დიდი რაოდენობით ა ვიტამინს, რომელიც რეტინოლის - სინათლისადმი მგრძნობიარე ნივთიერების - წარმოქმნაში მონაწილეობს. ეს უკანასკნელი ღამით ხედვას უზრუნველყოფს. ზემოხსენებული ვიტამინის უკმარისობის დროს ეს ფუნქცია, სავარაუდოდ, დაქვეითებული იქნება, ამიტომ ა ვიტამინით მდიდარი პროდუქტების დახმარებით მართლაც გაადვილდება სიბნელეში საგნების გარჩევა, თუმცა ეს მხედველობას ვერ გააუმჯობესებს ახლომხედველობის, შორსმხედველობის ან ბადურა გარსის დისტროფიული დაავადებების დროს.

ეს მითი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ამბავს უკავშირდება: ბრიტანელმა პილოტებმა ხმა დაყარეს, რომ ბევრ სტაფილოს ჭამდნენ და ამის წყალობით წარმატებით ანადგურებდნენ მტრის ობიექტებს. სინამდვილეში უბრალოდ კარგ რადარებს იყენებდნენ, მაგრამ მათი არსებობის დამალვა სურდათ.

მითი 3:

ახალი ხილი სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, გაყინული კი - არა

ფაქტი: გაყინულ ხილსა და ბოსტნეულს იგივე სარგებლობა მოაქვს, რაც ახალს, იმიტომ რომ მათ მოსავლის აღებისთანავე ყინავენ, როცა მათი კვებითი ღირებულება მაღალია. ამიტომაც ინარჩუნებს გაყინული ხილი და ბოსტნეული სასარგებლო თვისებებს. ახალი კი კვებით ღირებულებას რამდენიმე დღეში კარგავს.

მითი 4:

გაციება სიცივის ბრალია

ფაქტი: ადამიანი სიცივის გამო ავად არ ხდება, თუ ავადმყოფობის გამომწვევი ვირუსი არ შეხვდა, თუმცა გადაცივებამ შესაძლოა გარკვეულწილად დაასუსტოს იმუნიტეტი, ხოლო მიკრობს ამ ფონზე ორგანიზმში შეჭრა და ფეხის მოკიდება უადვილდება.

მითი 5:

ყავა ჯანმრთელობისთვის მავნეა

ფაქტი: ყავის (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტის) ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა უსიამოვნო შედეგი გამოიწვიოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნორმალური ოდენობით მოხმარებაც საშიშია. პირიქით, თუ ზომიერად ვსვით, ყავა ადამიანის ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს.

ჰარვარდის უნივერსიტეტში იმ 125 ათასი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკვლიეს, რომლებიც ზომიერად სვამდნენ ყავას. აღმოჩნდა, რომ ყავის მსმელებს შორის დიაბეტი 30%-ით ნაკლებს ჰქონდა. ასევე ნაკლები იყო მათ შორის სწორი ნაწლავის კიბოთი და პარკინსონიზმით დაავადებულთა რიცხვი. უფრო მეტიც - დილით მირთმეული ფინჯანი ყავა ორგანიზმის ენერგეტიკულ დონეს შესამჩნევად ამაღლებს.

მითი 6:

იმ წამლების დასანიშნავად, რომლებსაც ადრეც იღებდით, ექიმი საჭირო არ არის

ფაქტი: თუ ოდესღაც იღებდით წამალს, რომელმაც გარგოთ, ნუ გეგონებათ, რომ მუდამ ასე იქნება - თქვენმა დაავადებამ შესაძლოა ხასიათი იცვალოს, თანაც მრავალი დაავადების სიმპტომი ერთმანეთს ჰგავს. ამიტომაცაა საჭირო ზუსტი დიაგნოზი და წამლის ადეკვატური დოზა. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ დროთა განმავლობაში ორგანიზმიც იცვლება და იმან, რაც ხუთი წლის წინ მოგიხდათ, დღეს შესაძლოა გავნოთ. ასპირინის, ანალგინის ან ნო-შპას რეცეპტისთვის ექიმთან არავინ მიდის, მაგრამ ხანგრძლივი და ჭარბი მიღება ასეთი პრეპარატების უსაფრთხოებასაც კი აყენებს ეჭვქვეშ.

მითი 7:

ისპანახი მდიდარია რკინით და ანემიას არჩენს

ფაქტი: დიდხანს ეგონათ, რომ ისპანახი მდიდარი იყო რკინით. ეს მითი იმ შეცდომის გამო წარმოიშვა, რომელიც ერთ-ერთ მოხსენებაში გაიპარა მრავალი წლის წინ: იქ მითითებული იყო, რომ 100 გრამი ისპანახი 34 მილიგრამ რკინას შეიცავდა. სინამდვილეში ეს კორექტურული შეცდომა გახლდათ, რომელიც დროთა განმავლობაში გამოასწორეს, მიუთითეს რა რეალური მნიშვნელობა - 3,4 მილიგრამი. ერთი მძიმის არარსებობამ ისპანახით ანემიის “მკურნალობის” ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი.

მითი 8:

მიკროტალღური ღუმელი ჯანმრთელობისთვის მავნებელია

ფაქტი: ამ საკითხის უკეთ გასაგებად მიკროტალღური ღუმელის მოქმედების პრინციპი უნდა ავხსნათ. მასში ელექტრომაგნიტური გამოსხივების ენერგია პროდუქტის სითბურ ენერგიად გარდაიქმნება. მიკროტალღები საკვებში შეღწევისას ზემოქმედებს იმ წყლის მოლეკულებზე, რომელსაც ყოველგვარი საკვები შეიცავს და მათ რხევას იწვევს. რხევისას მოლეკულების ერთმანეთზე ხახუნის გამო სითბო წარმოიქმნება, სხვა ცვლილება თავად პროდუქტში არ ხდება, ამიტომ მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული კერძი უვნებელია. მასში არავითარი გამოსხივება არ რჩება. უფრო მეტიც - 2008 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხანგრძლივი კვლევის საფუძველზე გამოაქვეყნა დასკვნა: მიკროტალღურ ღუმლებში გამოიყენება სხივები, რომლებიც არც პროდუქტებზე ახდენს ნეგატიურ გავლენას და არც იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ღუმლებში მომზადებულ საკვებს მიირთმევენ.

მითი 9:

პრეზერვატივი შიდსისა და ვენერული დაავადებებისგან დამცავი საიმედო საშუალებაა

ფაქტი: დამცავი საშუალება, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ საიმედო - არა. მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში გერმანელმა მეცნიერმა პრინტცმა დაადგინა, რომ თუ წყვილიდან ერთი მაინც შიდსითაა დაავადებული, თუნდაც სქესობრივი აქტის დროს ყოველთვის იყენებდნენ პრეზერვატივს, შემთხვევათა 35%-ში ინფიცირება ერთ წელიწადში მაინც მოხდება. ამერიკელ მეცნიერთა მონაცემების მიხედვით, პრეზერვატივის გამოყენებისას შიდსით დაავადების რისკი დაახლოებით 30%-ს შეადგენს. პრაქტიკაში დიდი ხანია ცნობილია, რომ პრეზერვატივი ჩვეულებრივი ვენერული დაავადებებისგანაც კი ვერ იცავს 100%-ით. აშშ-ში სამედიცინო მრეწველობის სამინისტრომ პრეზერვატივების ყველა მწარმოებელი დაავალდებულა, შეკვრაზე გაეკეთებინათ წარწერა: “პრეზერვატივი შიდსისგან ვერ დაგიცავთ”.

მითი 10:

ადამიანი შიმშილს მაშინ გრძნობს, როცა კუჭი ცარიელი აქვს

ფაქტი: სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. მაგალითად, ავადმყოფობის დროს შიმშილის გრძნობა ხშირად საერთოდ არ ჩნდება, განურჩევლად იმისა, ცარიელია კუჭი თუ არა. საინტერესოა ისიც, რომ ადამიანს, თუნდაც კუჭი ამოკვეთილი ჰქონდეს, შიმშილი მაინც აწუხებს. შიმშილის გრძნობაზე თავის ტვინში მდებარე შიმშილის ცენტრი აგებს პასუხს. სწორედ ეს ცენტრი აფასებს სისხლში ისეთი საკვები ნივთიერებების შემცველობას, როგორებიცაა გლუკოზა, ამინმჟავები და სხვა. თუ ამ ნივთიერებების რაოდენობა დაქვეითებულია, ტვინი კუჭს უგზავნის ნერვულ სიგნალებს და ისიც შეგვახსენებს, რომ მშივრები ვართ. ამრიგად, სწორედ შიმშილის ცენტრი არეგულირებს კუჭის მუშაობას.