ღიმილის არსი და სიღრმე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღიმილის არსი და სიღრმე

როგორი ღიმილი არსებობს?

გარდა ბუნებრივი ღიმილისა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი ღიმილის “ხელოვნური” ანალოგებიც:

  • მიკერებული;
  • მოთამაშე;
  • ჰოლივუდის ღიმილი;
  • შხამიანი;
  • ცინიკური;
  • ფარისევლური;
  • ირონიული;
  • პოლიტიკოსის ღიმილი. ეს უკანასკნელი არსებითად შეიძლება არც კი ჩაითვალოს ღიმილად. ის რაღაც შრომის ან ბრძოლის იარაღს ჰგავს. ასეთ ღიმილს ბევრი ეუბნება: “არა!” ის კი ყვირის: მე შენიანი ვარ, კეთილი ვარ, ის ვარ, რაც შენ გინდა, თეთრი და ჯანსაღი კბილები მაქვს და ვარდისფერი ლოყები, მოვლილი იერსახე, თავს არ დავზოგავ იმისთვის, რომ შენც ასეთი გქონდესო.

ღიმილის კარგი სიმულაციით სხვისი მოტყუება ადვილია, გამოცდილი ფიზიონომისტის გარდა, ოსტატურ სიმულაციას და ნიღაბს “დედნისგან” ცოტა თუ გაარჩევს.

ქალის ღიმილი

კიდევ უფრო რთული ფენომენია ქალის ღიმილი. ქალი ხომ ხშირად მრავალუცნობიანი განტოლებაა - იდუმალი და ამოუცნობი. ქალის ღიმილის ანალიზს უმეტესად გვერდს უვლიან, რასაც ამგვარად ხსნიან: ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ალგებრით ჰარმონიის ხარისხის შემოწმებაო.

ქალის ღიმილი ერთმნიშვნელოვანი არ არის, წინააღმდეგობრივია, როგორც თავად ქალი, და ხშირად პოლარულ ზრახვებსა და გრძნობებს გამოხატავს.

თუნდაც ჯოკონდას ღიმილი რად ღირს - სათნოებისა და ცდუნების, თავგანწირული სინაზისა და სასტიკად მომთხოვნი მგრძნობელობის სიმბიოზი. იტალიელი სტომატოლოგები ჯოკონდას ღიმილის რთულ გამოცანას მექანიკურ ახსნას უძებნიან - ირწუნებიან, რომ მონა ლიზა ბრუქსიზმით ანუ კბილების უნებლიე კრაჭუნით იყო დაავადებული. რა შეიძლება ამაზე ითქვას. გარდა იმისა, რომ ბრუქსიზმი ჩვენს სტრესულ საუკუნეში გაცილებით ხშირია, ვიდრე ძველად? აი, ჯოკონდას მსგავსი ღიმილი კი რაღაც არსად ჩანს...

დედის მუცელში

დღეს ყველამ იცის, რომ მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფი ხშირად იღიმება, დაბადების შემდეგ კი, წლიდან წლამდე - უფრო და უფრო იშვიათად.

ღიმილი იმის ნიშანია, რომ ადამიანი კარგად, კომფორტულად გრძნობს თავს. დადექი სარკესთან და აიძულე თავი, ხუთი წუთი მაინც იყო მოღიმარი. რა თქმა უნდა, შორიდან, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური საყურებელი იქნებით, მაგრამ შედეგი ამად ღირს. კვლევებმა დაადასტურა, რომ სარკეში მოღიმარი საკუთარი ანარეკლის ყურება ამშვიდებს და ანუგეშებს ადამიანს.

წესად აქციეთ, სამსახურში მიმავალი იღიმებოდეთ, ხოლო ოფისში დროდადრო მაინც გაიღიმეთ. მეცნიერთა აზრით, იმპულსი, რომელსაც კუნთების მდგომარეობის ცვლილება გადასცემს ტვინს, ავტომატურად რთავს კარგ განწყობას.

როგორ წარმოიშობა ღიმილი

ყველამ იცის, რომ ღიმილი მხოლოდ ადამიანს შეუძლია. ადამიანის მსგავსი მაიმუნებიც კი არ იღიმებიან - იმანჭებიან. ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენლებისთვის ტუჩების გვერდზე გაწევა და კბილების გამოჩენა აგრესიას ნიშნავს.

თავის ტვინის (ემოციური ფორმირების ცენტრი) განსაზღვრული სისტემის წიაღში დაბადებული ღიმილი ფიზიოლოგიურად სახის 14 მიმიკური კუნთის დამოკლებაა მხოლოდ. თავდაპირველად მოკლდება ზედა ტუჩის ამწევი კუნთი, ყვრიმალის კუნთები და სიცილის კუნთები. თვალები ამ დროს ოდნავ მოჭუტულია. პირის კუნთებიც ოდნავ ზევით იწევა, პირი იღება, თვალის გარეთა კუთხეებში კანი ნაოჭდება და ლოყაზე მიმზიდველი ნაჩვრეტი ჩნდება. თუ ღიმილი სიცილში ან ხარხარში გადაიზარდა, თვალები უფრო მეტად იჭუტება, შუბლზე კანი გადაიჭიმება, პირი კიდევ უფრო ფართოდ იღება, კუთხეები უფრო მეტად აიწევს მაღლა და უფრო მეტი კბილი ჩანს. ერთი სიტყვით, ასე მოყოლით საშინელებაა და მეტი არაფერი, არადა, შეხედავ და სიმპათიურადაც კი გამოიყურება...

იცით, რას ამბობენ პრაქტიკული ამერიკელები? - ღიმილში არაფერს იხდი, მაგრამ ბევრს გაძლევსო. სპეციალისტების აზრით კი ღიმილს, ისევე როგორც, საზოგადოდ, ადამიანის მიმიკას, განვითარების ფინალური სტადიისთვის არ მიუღწევია - ევოლუციას განაგრძობს.

საინტერესოა, როგორ გამოხატავენ სიხარულს, ვთქვათ, ათასი წლის შემდეგ, ან გამოხატავენ თუ არა საერთოდ...

ცნობილი ღიმილები

მონა ლიზას ღიმილი ცივია, მიმზიდველი და, ამავე დროს, დამაბნეველი, მომაჯადოებელი და თან გამრიყავი. მიიჩნევა, რომ ლეონარდო და ვინჩიმ ამ ღიმილში პოლარული საწყისების გაერთიანება შეძლო: ერთგულებისა და ღალატის, კეკლუცობისა და სიმორცხვის, ფარული ვნებისა და მზაკვრობის, სისასტიკისა და თანაგრძნობის. ფსიქიატრებს თუ ჰკითხავთ, იტყვიან, ჯოკონდას ღიმილი ამბივალენტურია - სიყვარულსა და სიძულვილს, კოცნისა და კბენის სურვილს ერთდროულად გამოხატავსო. ამას დარღვეული ემოციური რეაგირების სინდრომს უწოდებენ. თავად ლეონარდო კი ისე მოაჯადოვა მონა ლიზას ღიმილმა, რომ სხვა ქმნილებებშიც იმეორებდა. ფროიდი ჯოკონდას ღიმილს თავად ლეონარდოს, მისი ცოდვილი აზრების, მოგონებებისა და ბავშვური ოცნებების ანარეკლად მიიჩნევდა.

იძულებითი (სარდონიკული) ღიმილი მედიკოსებისთვის დამბლის, გაშეშების სიმპტომია. მას კუნთების მტკივნეული სპაზმი იწვევს. კლასიკური სახით ასეთი ღიმილია ვოლტერის სახეზე (გუდონის ქანდაკება). ვოლტერს გაშეშება არ სჭირდა, მაგრამ ისეთი ენამწარე და დაუნდობელი იყო, რომ გამუდმებით უსიამოვნებაში ეხვეოდა - ხან დევნილობაში იყო, ხან ბასტილიაში “დააბინავებდნენ” ხოლმე.

მერილინ მონროს ღიმილი... “გეჩვენება, რომ მხოლოდ შენ გიღიმის, მხოლოდ შენ გაჩვენებს, როგორი განუმეორებელია და თითქმის შენი”. მისი ტუჩები ყოველთვის ნახევრად ღიაა, თვალები კი პირიქით - ნახევრად დახუჭული; ის გელოდება და გპირდება. მის მფლობელს უამრავი მიზეზი ჰქონდა, არ გაეღიმა ან გაეღიმა მხოლოდ ჰოლივუდის სურვილით. მაგრამ არ შეეძლო, ინსტინქტური, ცოტა სულელური, სექსუალური, მიმზიდველი ღიმილით არ შეგებებოდა სამყაროს.

ინტერნეტღიმილი - ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვინც არ იცის, რა კავშირი აქვს ამ “იეროგლიფს” ღიმილთან. არ დაიზაროთ კლავიშებზე თითის შეხება - სულ არგაღიმებას ასე გაღიმება სჯობს.

აჩუქეთ ერთმანეთს ბევრი ღიმილი, გადაეცით დადებითი ემოციები და თქვენი გულის სითბო.