რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
საახალწლო ალერგია და მოულოდნელი უსიამოვნებები
საახალწლო ალერგია და მოულოდნელი უსიამოვნებები
ვის არ სურს, ისეთ ღირსშესანიშნავ დღეს, როგორიც ახალი წელია, შინ ულამაზესი ნაძვის ხე ედგას? მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მანაც კი შეიძლება ალერგია გამოიწვიოს და დღესასწაული უსიამოვნო სიურპრიზად გვიქციოს. საქმე ის არის, რომ მედიკოსებმა ერთი საინტერესო რამ აღმოაჩინეს: იმ ორი კვირის განმავლობაში, რაც ნაძვი სახლში გვიდგას, ალერგიის განვითარების ალბათობა ხუთჯერ იმატებს. ის ფაქტიც კი, რომ გაციების შემთხვევების პიკი ახალი წლის დღეებზე მოდის, ექიმების აზრით, მცდარია. უბრალოდ, გაციების სიმპტომები ძალიან ჰგავს ალერგიის კლინიკურ ნიშნებს. ამასთან, უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენს არა თავად ნაძვის ხე, არამედ ის სითხეები, რომლებითაც მას ამუშავებენ, ასევე - მტვერი და სოკო, რომელიც ხის წიწვებზე იბუდებს.

ნაძვის ყიდვისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველა ხე მავნებლების საწინააღმდეგო ქიმიკატებით და ხარისხის დიდხანს შესანარჩუნებლად საჭირო სხვა ქიმიური საშუალებებით მუშავდება. ზოგიერთი ეგზემპლარი - მათი რაოდენობა არცთუ მცირეა - ხანძარსაწინააღმდეგო ნივთიერებებითაც არის დამუშავებული. ეკოლოგების რჩევით, საახალწლო ნაძვის ხის შეძენისას უნდა გავეცნოთ მათზე გაცემულ სერტიფიკატს და სასურველია, ეს ბიოსერტიფიკატი იყოს.

ცხადია, ალერგიას მხოლოდ ნაძვის ხეს ვერ დავაბრალებთ - ის შესაძლოა საახალწლო სუფრამ, ალკოჰოლურმა თუ გამაგრილებელმა გაზიანმა ფერადმა სასმელებმაც გამოიწვიოს.

არცთუ იშვიათად ალერგიას იწვევს ხელოვნური ნაძვი, რომელიც წარმოების ნარჩენებისგან მზადდება. მის შემადგენლობაში მავნე ნივთიერებების მთელ ნაკრებს აღმოაჩენთ. მათ შესაძლოა ორგანიზმის მოწამვლა გამოიწვიონ, მეტადრე მაშინ, როცა ასეთ ხეზე გირლანდაა ჩამოკიდებული - ის ახურებს ხელოვნურ მცენარეს და აძლიერებს მავნე ნაერთების გამოყოფას.

ნაძვის ხის სათამაშოებიც შეიძლება ალერგიის მიზეზად იქცეს, თუმცა ეს ყველა მათგანს არ ეხება - ვგულისხმობთ უმთავრესად იაფფასიან ნაწარმს. მედიკოსებს მიზანში აქვთ ამოღებული საახალწლო სანთლებიც, რომლებიც წვისას მურს, ტყვიას, ვერცხლისწყალს და სხვა მავნე და ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფენ - მათმა ჩასუნთქვამ შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა და ნერვული პრობლემები გამოიწვიოს. სანთლები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და ხანდაზმულთათვის.

ამრიგად, საახალწლო ალერგიის თავიდან ასაცილებლად ყურადღებით უნდა იყოთ, დაიცვათ სიფრთხილის ნორმები და თან იქონიოთ პრეპარატები, რომლებიც ალერგიის შემთხვევაში დაგეხმარებათ.

ახალი წლის დღეებში არც უბედური შემთხვევებისგან ვართ დაზღვეულნი. როგორ დავეხმაროთ დაშავებულს? შედარებით ადვილია დახმარება, თუ შუბლში შამპანურის საცობი მოგხვდათ. ამ დროს ნატკენ ადგილზე ყინული, თოვლი ან უბრალოდ ცივ წყალში დასველებული ნაჭერი უნდა მიიდოთ. ურიგო არ იქნება, დაშავებული მცირე ხნით წამოვაწვინოთ, ოღონდ ამ დროს თავი ტანზე მაღლა უნდა ჰქონდეს.

თუ ხელში პატარა პეტარდა აგიფეთქდათ და უმნიშვნელოდ დაშავდით, დაშავებული ადგილი ანადუღარ წყალში გახსნილი სოდით ჩამოიბანეთ (2 ს/კ სოდა 1 ლიტრ წყალზე). მერე ჭრილობის კიდეებზე იოდი წაისვით და სტერილური ბინტით შეიხვიეთ. თუ მცირე დამწვრობა მიიღეთ, მაგრამ კანის მთლიანობა დარღვეული არ არის, ხელი 10-15 წუთით შეუშვირეთ გამდინარე ცივ წყალს, მერე კი ნატკენი ადგილი დამწვრობის საწინააღმდეგო ქაფით ან მალამოთი დაიმუშავეთ და შეიხვიეთ. თუ დამწვრობამ დიდი ფართობი მოიცვა ან კანზე ბუშტუკები გაჩნდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ ბავშვმა ტორტის პლასტმასის მოსართავი გადაყლაპა: პატარა მოსართავი ადვილად გაივლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და 24 საათში გარეთ გამოდის; თუ
You must have Flash Player installed in order to see this player.
დიდია, შესაძლოა შეკრულობა გამოიწვიოს, ხოლო თუ წაწვეტებულია და ბავშვი ტკივილს გრძნობს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

თუ უცხო სხეული სუნთქვას უშლის ხელს, ბავშვი ისე წახარეთ წინ, რომ თავი მხრების დონეზე დაბლა ჰქონდეს და ხელისგული რამდენჯერმე დაჰკარით ზურგზე, ბეჭებს შორის. ამგვარად რეფლექსურ ხველას გამოიწვევთ. თუ გადაცდენილი საგანი გადმოვარდა, ბავშვს წყალი დაალევინეთ. თუ ამ გზით უცხო სხეული ვერ ამოაგდებინეთ, ზურგიდან მოეხვიეთ ბავშვს, ცალი ხელით მუშტი შეკარით და კუჭთან მიადეთ, მეორე ხელი პირველს დაადეთ ზემოდან და მკვეთრად მიაწექით კუჭისთავის მიდამოს. გააკეთეთ 6-10 ბიძგი ზემოთ და თქვენკენ.

თუ ვინმე ელექტროგირლანდას შეეხო და დენმა დაარტყა, დაშავებული, უპირველეს ყოვლისა, მოაშორეთ დენის წყაროს - რეზინის ან მშრალი შალის ხელთათმანებით სადენი ჯოხით გასწიეთ. თუ ადამიანს გონება არ დაუკარგავს, დააწვინეთ და დაალევინეთ ტკბილი მაგარი ჩაი. თუ უგონოდაა, სასწრაფოში დარეკეთ, მის მოსვლამდე კი ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი. დენის შესვლის ადგილი მშრალი სტერილური საფენით დაფარეთ, ხოლო დამწვრობა სპეციალური ქაფით ან კრემით დაამუშავეთ.

დაბოლოს, გახსოვდეთ: ელემენტარული წესების ცოდნა და დაცვა, ასევე მცირეოდენი ყურადღება და სიფრთხილე დიდ პრობლემებს აგაცილებთ თავიდან და საშუალებას მოგცემთ, დღესასწაული სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
სერიალი "ექიმი ჰაუსი" 11 წლის წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში და მაყურებლის გულების დაპყრობა მალევე მოახერხა.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
*კოცნისას სახის 29 კუნთი აქტიურდება, რაც კანის დაბერების კონტროლირების საშუალებას იძლევა;

*კოცნისას პარტნიორებს შორის ხდება ნივთიერებათა ცვლა, რაც ორგანიზმის იმუნიტეტს ამაღლებს;
ძილის რეჟიმის სწორად დაგეგმვით, ღამის ცვლის პრობლემას ადვილად გაუმკლავდებით. თუ მთელი ღამის განმავლობაში ფეხზე გიწევთ ყოფნა, ისე გაუკეთეთ კორექცია რეჟიმს, რომ წინასწარ აუცილებლად შეძლოთ გამოძინება. ეს საშუალებას მოგვცემს გავუმკლავდეთ ძილის ნაკლებობით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.
მზის სხივი ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს. ის იმუნურ Т-უჯრედებს უფრო სწრაფად მოძრაობას აიძულებს, ხოლო იმუნიტეტის რეაქციის სიჩქარე ძალიან მნიშვნელოვანია. ცნობილია, რომ მზის ზემოქმედებით ორგანიზმში D ვიტამინი გამომუშავდება.
მაცივარში პროდუქტების შენახვას თავისი ვადები აქვს. მაგალითად, თევზის შენახვის ვადა 24 საათია. უმი ხორცის ან ფრინველის შენახვა მაქსიმუმ 2-3 დღეს შეიძლება. შებოლილი ორაგული თავისუფლად ძლებს 2 კვირა, სოსისი 3 დღე, ბეკონი 1 კვირა, ლორი 2 დღე.
სადღესასწაულო თუ სხვა სუფრებს, ტრადიციულად, ალკოჰოლურის გარდა გაზიანი სასმელებიც ამშვენებს. ლიმონათის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების, ისევე, როგორც მინერალური წყლების გარეშე, სუფრა წარმოუდგენელია.
თუ სალათის ფურცლები ინახება ან იყიდება პლასტიკის ჭურჭელში, სჯობს მისი საკვებად გამოყენებისგან თავი შევიკავოთ, რადგანაც ის შეიძლება ბაქტერიული დასნებოვნების წყაროდ იქცეს. ანალიზმა აჩვენა, რომ გაყინული და პლასტიკის ტარაში მოთავსებული სალათის ფურცლები ჯანმრთლობისთვის საშიშია.
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.