8 ცხელი რჩევა ცივი დღეებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

8 ცხელი რჩევა ცივი დღეებისთვის

რამდენიმე რჩევა, რათა ზამთარი თბილად, მყუდროდ, კომფორტულად და ამაღლებული განწყობილებით გალიონ.

1. ცეცხლის ყურება ამშვიდებს. ნამდვილი ბუხარი ქალაქში იშვიათია, თუმცა ბოლო ხანს ბევრი ამ კომფორტზე არც ქალაქის პირობებში ამბობს უარს.

თუ თქვენი ბინა ნამდვილი ბუხრის ამოშენების საშუალებას არ იძლევა, შეგიძლიათ, შეიძინოთ ელექტრობუხარი, რომელიც ძალიან ჰგავს ნამდვილს.

2. ზამთრის ცივ საღამოებში ტკბილეული სასიამოვნო ემოციებს აღძრავს. ამოავსეთ ვაშლი ნიგვზით, ქიშმიშითა და თაფლით (არომატისთვის შეგიძლიათ ცოტაოდენი დარიჩინიც დაუმატოთ) და ღუმელში შეწვით. ასეთი ვახშამი შიმშილსაც მოგიკლავთ და არც თქვენს წონაზე აისახება.

3. ძილის წინ ფეხებთან სათბურას იდებთ? სითბო მეტხანს რომ შეინარჩუნოს, დაუმატეთ წყალს ერთი ჩაის კოვზი მარილი.

4. გყავთ ლეკვი ან კნუტი? დაუთბუნეთ დასაძინებელი ადგილი ძველი ფლანელის გადასაფარებლით ან ნება დართეთ, საბნის ქვეშ შემოგიძვრეთ.

5. ავად რომ არ გახდეთ, ფეხები მუდამ თბილად გქონდეთ. მატყლის ფაჩუჩები საუკეთესოდ ინარჩუნებს სითბოს.

6. ბუმბულის საბანი მათთვისაა, ვისაც ზამთარში ღია ფანჯარასთან სძინავს. როგორც არ უნდა ციოდეს გარეთ, ბუმბულის საბანში არ შეგცივდებათ.

7. შალის კუბოკრული პლედი სწრაფად გაგათბობთ. გარდა ამისა, ის ოთახს განსაკუთრებულ მყუდროებას სძენს. პლედი არაჩვეულებრივი საჩუქარია მათთვის, ვისაც სიცივე არ უყვარს.

8. მოამზადეთ ცხელი შოკოლადი ჩილით, დარიჩინითა და ნუშით. 4 ულუფისთვის დაგჭირდებათ: 4 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 500 მლ მოუხდელი რძე, 1 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა ჩილი, შაქარი - გემოვნებით. კაკაოს ფხვნილს დაასხით ნახევარი ჭიქა რძე და კარგად აურიეთ. დანარჩენი რძე ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ ჩილი და წამოადუღეთ. ადუღებული რძე ნელ-ნელა ჩაასხით კაკაოში, აურიეთ და გემოვნებისამებრ შეაზავეთ შაქრით. ამ არომატულ სასმელს ძალიან უხდება შოკოლადში ამოვლებული ნუში.

კიდევ ცოტაოდენი ძალისხმევა და ზამთრის ყოველი საღამო მხიარული და დაუვიწყარი გახდება. ნავახშმევს მთელი ოჯახი, ჩვეულებისამებრ, ტელევიზორს უყურებს ან სოციალურ ქსელშია ჩაძირული. შესთავაზეთ ოჯახის წევრებს რაიმე თამაში - შაში, ნარდი, ბანქო, კროსვორდის ამოხსნა, მაჯონგი, მონოპოლია... უფრო სახალისო რომ იყოს, წამახალისებელი პრიზებიც მოიფიქრეთ.

უქმეებზე გაისეირნეთ - მარტომ, ოჯახითურთ ან მეგობრებთან ერთად, უახლოეს პარკში ან ქალაქგარეთ.

დიახ, ზამთარშიც შეიძლება, საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებს დღესასწაული მოუწყოთ...